"ჩვენს სოლისტს კორეაში შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, კლინიკაშია" - რა განცხადებას ავრცელებს "ბასიანი"
ანსამბლ "ბასიანის" სოლისტს, გიორგი ხუნაშვილს კორეაში გასტროლის დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ამ დროისთვის ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ანსამბლი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ხუნაშვილს კლინიკაში აპენდექტომია გაუკეთდა.
"ჩვენი ანსამბლის სოლისტს და მეგობარს, გიორგი ხუნაშვილს კორეაში შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, გადავიყვანეთ კლინიკაში, გაუკეთდა აპენდექტომია.
ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი გამოჯანმრთელებისთვის.
გთხოვთ, თავი შეიკავოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, ყველა მნიშვნელოვან ამბავს მისი ჯანმრთელობის შესახებ შეგატყობინებთ.
მადლობა მხარდაჭერისთვის, ყველაფერი კარგად იქნება", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.