ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა - კვირის პალიტრა

ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა

ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და თავის პირველ ამერიკულ ალბომზე მუშაობს. ამის შესახებ ის "იმედის კვირის" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს:

"ეს მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო, რომ ვყოფილიყავი აქ და ამ პოზიციაზე, ამ პროექტის მონაწილე და მე ძალიან ბედნიერი ვარ, ბავშვობაში რაც ასე ძალიან მინდოდა, სწორედ ეს ახდა! ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, რომ ყველაზე გიჟური ოცნება, სხვებისთვის წარმოუდგენელი, მაგრამ შენთვის წარმოსადგენი, შეიძლება, რომ ახდეს და ეს სრულიად ნორმალურია!

მთიულის ხასიათი რომ არ მქონოდა, შეიძლება, გავმტყდარიყავი.

რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს დასახულ მიზნამდე აუცილებლად მივალ და ის უნდა გავაკეთო!

ჩემს ოჯახს, დედაჩემს, უნდა ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება.

8 წელია ვაგზავნიდი ამ პროექტში ჩემს ვიდეოებს...

ჩემი ალბომი მზად რომ იყოს და ყველამ მოისმინოს, 6 თვე მაინც დაგვჭირდება. აგენტებმა, პროდიუსერებმა გამოხატეს ინტერესი მას შემდეგ, რაც American Adol-ში მნახეს.

რა თქმა უნდა, ძალიან სწორად უნდა იმოქმედო და სწორად უნდა გადადგა ნაბიჯები, ძალიან რთულია, მაგრამ როცა გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ, არ იღლები...“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე „იმედის კვირასთან“.