"რაღა ამ გოგოს გაატანეს ქაღალდზე დაწერილი სამოქმედო გეგმა?!" - როგორ ეხმიანებიან ოკუპირებულ აფხაზეთში ქრისტინე თაკალანძისთვის 10 წლით პატიმრობის მისჯას
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც ბრალი "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში" ედება, 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ადგილობრივი სააგენტო apsnypress.info-ს ცნობით, "უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თაკალანძე სასჯელს საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის".
abkhaz-auto.ru-ს ცნობით, "ქრისტინე თაკალანძეს "აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის" 274-ე (ჯაშუშობა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ უღუარებია".
ე.წ. განაჩენის გასაჩივრება ე.წ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში განაჩენის სრული ტექსტის გამოცხადებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში შეიძლება.
თაკალანძეს აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაში, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემაში ადანაშაულებდა.
ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე გასული წლის 25 ივლისს გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, სადაც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და საბანკო ბარათები. ასევე ქართულად დაწერილი ბარათი, რომელზეც მკაფიოდ იკითხება სიტყვები: "თუ წახვედი გალში ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე" და წამლის სახელწოდება. ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი, ნაწილობრივ დამწვარი ფურცელი ქართულად, ხელით დაწერილი, არცთუ გამართული ტექსტით, რომელიც იწყება სიტყვებით: "თქვენ უნდა შეხვიდეთ ნდობაში..."
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ცნობით, ხელისუფლება, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ყველაფერს აკეთებენ ქრისტინეს გასათავისუფლებლად.
2023 წლის იანვრის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 4 მოქალაქე: გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქრისტინე თაკალანძე, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გალის მცხოვრები ა.თ. და ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუმხელია.
აფხაზი ინტერნეტმომხარებლების ნაწილი სოციალურ ქსელებში წერს, რომ "ყველა, ვინც მათი ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულს ჩაიდენს, უნდა დაისაჯოს, მაგრამ..." გააგრძელეთ კითხვა