ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა - კვირის პალიტრა

ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სხდომაზე საქართველოს პარლამენტის2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა.

ცესკო-ს ცნობით, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“).

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტისშუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო105 314 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა 29 591-მა ამომრჩეველმა მიიღო.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისრაოდენობა შემდეგია:

№21 ბესიკი წულეისკირი - „თავისუფალისაქართველო”- 1 359 ხმა, 4.70%.

№41 გიორგი ხახუბია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 27 551 ხმა, 95.30%.

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ და მერებისრიგგარეშე არჩევნებს, აღნიშნული არჩევნებისშედეგები შესაბამისმა საოლქო საარჩევნოკომისიებმა 5 მაისს გამართულ სხდომებზე შეაჯამეს.

აღსანიშნავია, რომ როგორც კენჭისყრის დღე, ისეშემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართაკანონმდებლობის შესაბამისად. საკრებულოსშუალედური არჩევნები სრულად ელექტრონულიტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა დაკენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა.

საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იყო ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, რომელიც სინქრონიზებული იყო ერთმანეთთან. რაც შეეხება პარლამენტის შუალედურ და მერის რიგგარეშე არჩევნებს, აღნიშნულ არჩევნებშიც უმრავლეს შემთხვევაში გამოყენებული იყო ტექნოლოგიები, თუმცა ზოგიერთ უბანზე კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობდა. საერთო ჯამში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91%-მა ხმასწორედ ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლისაპარატების გამოყენებით მისცა.

ცესკო აღნიშნავს, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა ამომრჩევლების მოწონება დაიმსახურა. სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებითსაარჩევნო ადმინისტრაციამ პირველადი წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან საათნახევარში წარადგინა.

IPN