ხვიჩა კვარაცხელია მარადონას სახელობის სტადიონზე საქართველოს დროშით გავიდა - ზეიმი ნეაპოლში (ფოტოები)
დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე სერია A-ს ჩემპიონობა "ნაპოლის" ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ერთად აღნიშნეს.
გაიმართა საზეიმო კონცერტი, რის შემდეგაც მოედანზე ფეხბურთელები გამოვიდნენ და ფანებისგან აპლოდისმენტები მიიღეს.
განსაკუთრებით ხმაურიანი იყო გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენისას. ქართველი ფეხბურთელი მარადონას სახელობის სტადიონზე საქართველოს დროშით გავიდა.
ცნობისთვის, სერია A-ს 35-ე ტურში "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე "ფიორენტინას“ 1:0 სძლია.ვინიდან ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო 4 მაისს მოიპოვა და დღევანდელ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მწვრთნელმა სპალეტიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, კვარაცხელია ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად 45-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, რომელმაც თამაში გაამწვავა, გაახალისა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები