"ჩემი მიცვალებულები არიან, ემოციურად ჩემთვის ამაზე ლაპარაკი მძიმეა" - ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს საკუთარ ეზოში მოწყობილი საგვარეულო აკლდამის გამო სასამართლოში უჩივლეს - კვირის პალიტრა

"ჩემი მიცვალებულები არიან, ემოციურად ჩემთვის ამაზე ლაპარაკი მძიმეა" - ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს საკუთარ ეზოში მოწყობილი საგვარეულო აკლდამის გამო სასამართლოში უჩივლეს

პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ წევ­რს, ბიზ­ნეს­მენ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე წე­ლია მე­ზო­ბელ­თან დავა აქვს. მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერა და ვერ შედ­გა, ამი­ტომ მე­ზო­ბელ­მა მას სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მო­სა­მარ­თლემ მხა­რე­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის დრო კი­დევ მის­ცა. ამ და­ვის დე­ტა­ლებ­ზე ჩვენ ად­რეც ვწერ­დით. ნინო ნო­ზა­ძის სახ­ლი გე­ლაშ­ვი­ლის სახ­ლის გვერ­დი­თაა. პრობ­ლე­მა მე­ზობ­ლებს შო­რის მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, როცა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ ეზო­ში ჯერ დედა დაკ­რძა­ლა, შემ­დეგ კი მა­მის და ბე­ბია-ბა­ბუ­ას ცხედ­რე­ბიც იქ გა­და­ას­ვე­ნა. მას ეზო­ში ერ­თგვა­რი საგ­ვა­რე­უ­ლო აკ­ლდა­მა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ამის მერე წლე­ბია ნო­ზა­ძე­ე­ბი მათი ეზოს მო­მიჯ­ნა­ვედ აკ­ლდა­მის გა­კე­თე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რად­გან ამის გამო მათ შვილს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. უფრო მე­ტიც, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვით ხა­შუ­რის და­ტო­ვე­ბაც მო­უხ­დათ. ნინო ნო­ზა­ძე 2021 წელს ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

"ჩემი შვი­ლის ოთა­ხი­დან ჩანს ეს საფ­ლა­ვე­ბი, სა­დაც 4 მიც­ვა­ლე­ბუ­ლია დაკ­რძა­ლუ­ლი. ვა­ლე­რიმ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეზო­ში გად­მო­ას­ვე­ნა წლე­ბის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მამა და ბე­ბია-პაპა. ახლა ხე­ლის გულ­ზე ჩანს მათი სა­საფ­ლაო. ბავ­შვს ში­შე­ბი და­ე­წყო, სულ სიკ­ვდილ­ზე სა­უბ­რობს. გან­სა­კუთ­რე­ბით ში­შე­ბი და­ე­წყო მას შემ­დეგ, რაც საფ­ლავ­თან რი­ტუ­ა­ლი ჩა­ა­ტა­რეს. ეს არ იყო მა­მა­ოს ლოც­ვა ან პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­და. დამ­კვრე­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნეს დოლ-გარ­მო­ნით, ადრე რომ ტარ­დე­ბო­და მსგავ­სი რი­ტუ­ა­ლი, ეს შემ­ზა­რა­ვი სა­ნა­ხა­ვი იყო, ამას უყუ­რა ბავ­შვმა და და­ე­წყო ში­შე­ბი. თან იც­ნობ­და ვა­ლე­რის დე­დას, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. სახ­ლში სვე­ლი წერ­ტი­ლი ქვე­ვით გვაქვს და რო­გორც კი მო­სა­ღა­მოვ­დე­ბა, ოთა­ხი­დან ვერ გა­დის, სულ სიკ­ვდილ­ზე ლა­პა­რა­კობს. ძნე­ლია შენი ფან­ჯრი­დან საფ­ლა­ვებს რომ უყუ­რებ. ბავ­შვმა და­კარ­გა ყვე­ლაფ­რის ინ­ტე­რე­სი, არ გა­მო­დის გა­რეთ, იძა­ხის გული მი­კან­კა­ლებს, ჩვენც მოვ­კვდე­ბი­თო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი ძნე­ლია ამის მოს­მე­ნა დე­დის­თვის... არ მინ­დო­და საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­სუ­ლი­ყო, ამი­ტომ ვა­ლე­რის მივ­მარ­თეთ, ვთხო­ვეთ ამო­ა­შე­ნოს კე­დე­ლი ისე, რომ ჩვე­ნი სახ­ლი­დან არ გა­მოჩ­ნდეს მისი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ვი­ღეთ. შევ­ხვდი ხა­შუ­რის მერს, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას და გა­ვარ­კვიე, რომ თვით­ნე­ბუ­რად აქვს აკ­ლდა­მა სახ­ლში მო­წყო­ბი­ლი. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვაქვს ჭა, რად­გან ქა­ლაქ­ში არ არის წყა­ლი და ჭას ვხმა­რობთ. ისიც არ ვი­ცით, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ამ წყლის და­ლე­ვა, ამი­ტომ და­სა­ლევ წყალს სულ ვყი­დუ­ლობთ... ჩვენ დაგ­ვა­ზი­ა­ნა იმით, რომ ბავ­შვს აქვს პრობ­ლე­მე­ბი. მან­ძი­ლი ჩვე­ნი სახ­ლი­დან იქამ­დე 30 ნა­ბი­ჯია, კა­ნო­ნით სა­საფ­ლაო როცა გა­ა­კე­თა, 300 მეტ­რით უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­შო­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან, ეს კა­ნო­ნიც დარ­ღვე­უ­ლია... ტყუ­ი­ლია ისიც, რომ თით­ქოს დიდ თან­ხებს ვი­თხოვთ მის­გან, ვი­თხოვ ერ­თა­დერ­თს, რომ კე­დე­ლი ამო­ა­შე­ნოს. მან 7-8 სახ­ლი შე­ის­ყი­და ირ­გვლივ, ახლა ჩვენ მოგ­ვად­გა, ჩვე­ნი სახ­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ ჩი­ხის მი­სა­კუთ­რე­ბაც უნდა და არა­ვინ ეყო­ლე­ბა მე­ზობ­ლად. არ ვყი­დი ამ სახ­ლს, რო­გორც ძვირ­ფა­სია მის­თვის მამა- პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლი, ასე­თი­ვე ძვირ­ფა­სია ჩემ­თვი­საც, აქ ვცხოვ­რობთ ჩვენც".

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა ამის პა­სუ­ხად იმ­ჟა­მად ambebi.ge - სთან გა­ნა­ცხა­და:

"2016 წელს დე­და­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა. მაგ სახ­ლსა და ჩემს სახ­ლს შო­რის სახ­ლი იდგა. მათი სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რა­ში დე­და­ჩე­მის მშობ­ლე­ბი ჩა­ვას­ვე­ნე, თან გამ­წვა­ნე­ბით მაქვს ამოყ­ვა­ნი­ლი, თან ძირს მაქვს შავი ფი­ლე­ბი და­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მისი სახ­ლი­დან არა­ნა­ი­რად არ გა­მოჩ­ნდება. ბო­დი­ში და დე­და­ჩე­მი, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ღამე არ ამო­დის საფ­ლა­ვი­დან და არ და­დის ეზო­ში. რა ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი? ახლა იძა­ხი­ან კე­დე­ლი ამო­ა­შე­ნო­სო, როცა ვა­შე­ნებ­დი კე­დელს, მა­შინ არ ამა­შე­ნე­ბი­ნა, შე­ტა­ნი­ლი ჰქონ­და გან­ცხა­დე­ბა გამ­გე­ო­ბა­ში კე­დელს აშე­ნებ­სო და არ მომ­ცეს ამის უფ­ლე­ბა. შე­ი­ტა­ნონ სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში. დიდი ხა­ნია ვე­უბ­ნე­ბი",- გვი­თხრა მა­შინ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს დავა სა­სა­მარ­თლო­ში მი­ვი­და. ნინო ნო­ზა­ძის ინ­ტე­რესს ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ცო­ბე­ხია იცავს.

გი­ორ­გი ცო­ბე­ხია:

- პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით, რომ გა­მო­ვი­თხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია, ჰქონ­და თუ არა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს ნე­ბარ­თვე­ბი ცხედ­რის გად­მოს­ვე­ნე­ბის და ასე­ვე საფ­ლა­ვის მო­წყო­ბის, აღ­მოჩ­ნდა, არც ერთი ნე­ბარ­თვა არ ჰქონ­და. ეს დაგ­ვი­დას­ტუ­რა ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა, ასე­ვე ისიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ ნე­ბარ­თვე­ბი ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბო­და. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სა­საფ­ლა­ოს მო­წყო­ბის სა­კი­თხებს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ამა­ზე გას­ცე­მენ შე­სა­ბა­მის თან­ხმო­ბას. გე­ლაშ­ვილ­მა ეს სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ მო­ა­წყო. ამის შემ­დგომ მოვ­თხო­ვეთ მას მო­ე­წყო რა­ი­მე მსუ­ბუ­ქი კონ­სტრუქ­ცია, რომ ნო­ზა­ძე­ე­ბის სახ­ლის ფან­ჯრე­ბი­დან და აივ­ნი­დან ხე­დე­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო ხილ­ვა­დი და და­ე­ფა­რათ თა­ვი­ან­თი სა­საფ­ლაო. ამა­ზე უარი გან­გვი­ცხა­დეს და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში იმა­საც აცხა­დებ­დნენ, თით­ქოს ნო­ზა­ძე­ე­ბი მის­გან თბი­ლის­ში ბი­ნე­ბის ყიდ­ვას ითხოვ­დნენ. ეს არის სიც­რუე. ჩვენ ამ დრომ­დე ვი­თხოვთ მხო­ლოდ ხე­დის და­ფარ­ვას, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თეს, ამი­ტომ მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს.

რად­გან სარ­ჩე­ლით თა­ვი­სი ეზოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­სტრუქ­ცი­ის აშე­ნე­ბას ვერ და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებ­დით გე­ლაშ­ვილს, ამი­ტომ მო­ვი­თხო­ვეთ უკა­ნო­ნო სა­საფ­ლა­ოს დე­მონ­ტა­ჟი, იქვე შევ­თა­ვა­ზეთ მო­რი­გე­ბაც. მო­რი­გე­ბის პი­რო­ბა ისევ იყო მსუ­ბუ­ქი კონ­სტრუქ­ცი­ის მო­წყო­ბა და და­ვამ­თავ­რე­ბით და­ვას. რად­გან მო­რი­გე­ბა­ზე უარი თქვეს, ამის შემ­დეგ მომ­ზად­და სოც­მუ­შა­კის დას­კვნა, ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა და და­დას­ტურ­და, რომ ამ ფაქ­ტით ნამ­დვი­ლად ზი­ან­დე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. იმ­დე­ნად მძი­მე ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, ფსი­ქო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ბავ­შვის­თვის შე­ეც­ვა­ლა გა­რე­მო. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამის გამო ხა­შუ­რი­დან თბი­ლის­ში გად­მო­სახ­ლდნენ. ბავ­შვს სკო­ლის გა­მოც­ვლა მო­უხ­და. ფსი­ქო­ლო­გე­ბი ურ­ჩევ­დნენ ტრავ­მის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ გა­რე­მოს მო­შო­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. არას­რულ­წლო­ვა­ნი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ხა­ტავ­და ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხებს, მძი­მე სუ­რა­თებს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სიკ­ვდილ­თან. გააგრძელეთ კითხვა