"პირ­და­პირ ქვი­თი­ნი ამი­ვარ­და... ეს ყვე­ლას სიკ­ვდი­ლი იყო" - გელა ჩარკვიანის თვალით დანახული ირაკლი ჩარკვიანი - რას ჰყვებოდა მამა შვილზე - კვირის პალიტრა

"პირ­და­პირ ქვი­თი­ნი ამი­ვარ­და... ეს ყვე­ლას სიკ­ვდი­ლი იყო" - გელა ჩარკვიანის თვალით დანახული ირაკლი ჩარკვიანი - რას ჰყვებოდა მამა შვილზე

ჟურნალ "გზის" არქივიდან...

გელა ჩარკვიანის თვალით დანახული ირაკლი ჩარკვიანი - რას ჰყვებოდა მამა შვილზე

ირაკ­ლის და­ბა­დე­ბა

- გა­ჩე­ნის პირ­ვე­ლი შან­სი, ირაკ­ლის, 1958 წლის 20 მა­ისს მი­ე­ცა, რო­დე­საც მე ნანა გა­ვი­ცა­ნი (იცი­ნის). მას­ში ჩარ­კვი­ა­ნე­ბი­სა და თო­ი­ძე­ე­ბის გე­ნე­ტი­კა ჩა­ი­დო. ირაკ­ლის დიდი ბა­ბუა, გა­მო­ჩე­ნი­ლი მხატ­ვა­რი მოსე თო­ი­ძე გახ­ლდათ, მა­მა­ჩე­მი - კან­დიდ ჩარ­კვი­ა­ნი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 14 წლის მან­ძილ­ზე საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პირი იყო. ირაკ­ლი თა­ვის რო­მან­ში წერს, - ჩემ­ზე ამ­ბობ­დნენ, მოსე-კან­დი­დი უნდა გა­მო­ვი­დე­სო. ირაკ­ლი 1961 წლის 19 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და. ამ ქვე­ყა­ნას ძნე­ლად მო­ევ­ლი­ნა - მა­შე­ბით, თა­ნაც სა­ხე­ზე, ცალ მხა­რეს პა­რე­ზი­სა­გან ლოყა მოღ­რე­ცი­ლი ჰქონ­და. პირ­ვე­ლი ორი კვი­რა ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბაც და­ე­მარ­თა, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, "პე­ნი­ცი­ლინ­მა" გა­და­არ­ჩი­ნა. მე ექვს თვემ­დე ბავ­შვებს ხელ­ში ვერ ვიყ­ვან, მე­ში­ნია. 6 თვის მერე ირაკ­ლი თან­და­თა­ნო­ბით უკე­თე­სი შე­სა­ხე­დი გახ­და, ემო­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბიც და­ე­ტყო... ჩემს ოჯახ­ში ზოგს ძა­ლი­ან კარ­გი სმე­ნა ჰქონ­და, ზოგს - სა­ერ­თოდ არა, ამი­ტომ ირაკ­ლი რომ რა­ი­მეს წა­ი­ღი­ღი­ნებ­და, ჩუ­მად ვუს­მენ­დი - ძა­ლი­ან მინ­დო­და, მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი გა­მოჰ­ყო­ლო­და. მა­მა­ჩემს სმე­ნა სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და, დე­და­ჩემს კი - ბრწყინ­ვა­ლე. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია, მაგ­რამ სწო­რედ მან მა­ზი­ა­რა ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას. როცა ირაკ­ლი 6 წლის შეს­რულ­და, დავ­წყნარ­დი, - მის­მა სიმ­ღე­რამ და­მარ­წმუ­ნა, რომ სმე­ნა ნამ­დვი­ლად ჰქონ­და, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კას თუ და­წერ­და, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

charkvianebi-o-h-1683536256.jpeg

სკო­ლა და ოჯა­ხის გავ­ლე­ნა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე

- დის­ციპ­ლი­ნა და მომ­თხოვ­ნე­ლო­ბა ყვე­ლა სკო­ლა­შია, მაგ­რამ ბავ­შვებს რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ არ­სე­ბობს ისე­თი სკო­ლე­ბი, სა­დაც არა­ფერს ითხო­ვენ (იცი­ნის). ირაკ­ლიმ 4 სკო­ლა გა­მო­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ცოდ­ნა და ჩვე­ვე­ბი ყველ­გან შე­ი­ძი­ნა. პირ­ვე­ლად ჩვენს მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე სკო­ლა­ში წა­ვი­და. მა­შინ ვა­კე­ში ვცხოვ­რობ­დით, კი­ნო­თე­ატრ "ყაზ­ბე­გის" გვერ­დით. მუ­სი­კა­ზეც მი­ვა­ბა­რეთ, თუმ­ცა ზარ­მა­ცობ­და, ეტი­უ­დე­ბი­სა და გა­მე­ბის დაკ­ვრა ეზა­რე­ბო­და, მაგ­რამ როცა მე მუ­სი­კას ვწერ­დი, იდგა და ყუ­რა­დღე­ბით მის­მენ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ში წერს: მა­მა­ჩე­მის მთე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა, როკ-ოპე­რე­ბი, "ნარ­გი­ზა და ქალ­ბა­ტო­ნი ნელი", ჩემ თვალ­წინ იწე­რე­ბო­და, სრულ­დე­ბო­და და აბ­სო­ლუ­ტუ­რად კონფრონ­ტა­ცი­ულ პრო­დუქტს წარ­მო­ად­გენ­და. იმ დრო­ის, 1970-ია­ნე­ბის ჰი­პურ წლებ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­ტრკულ­ტუ­რის კერა ჩემი სა­კუ­თა­რი სახ­ლი იყო და ჭეშ­მა­რი­ტი "ან­დერგრა­უნ­დი", თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ტექ­სტე­ბით ჩემს ოჯახ­ში იშ­ვაო. "ნარ­გი­ზა" ახლა წიგ­ნად გა­მო­ვი­და და დის­კიც მოჰ­ყვე­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ირაკ­ლი­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია.

რე­ვო­ლუ­ცი­ურ-ახალ­გაზ­რდუ­ლი მუხ­ტის "აფეთ­ქე­ბა"

- ირაკ­ლი რა გზი­თაც აპი­რებ­და წას­ვლას, ამას მას მერე მივ­ხვდი, რაც მას­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მუხ­ტი ვიგ­რძე­ნი. და­სა­წყის­ში ეს, ბუ­ნებ­რი­ვია, მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მო­მარ­თუ­ლი. 13 წლის იქ­ნე­ბო­და, როცა ჩან­თა ჩა­ი­ლა­გა და ბა­კუ­რი­ან­ში მივ­დი­ვა­რო, - გა­მო­მი­ცხა­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აღ­ვშფოთ­დი, მაგ­რამ მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და წა­ვი­და. რე­ვო­ლუ­ცია აქე­დან იწყე­ბო­და, მაგ­რამ ჯერ არ ვი­ცო­დი, რა გან­ხრით. თუ გინ­და, მო­მა­ვალ­ში მთავ­რო­ბას აუ­ჯანყდე, ჯერ მშობ­ლებს უნდა აუ­ჯანყდე (იცი­ნის). რო­დე­საც ირაკ­ლის და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რა პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე, მივ­ხვდი, რის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და. მე­ლო­დია არ მახ­სოვს, მაგ­რამ მის პირ­ველ ან­სამ­ბლთან - "არიშ­თან" ერ­თად შე­ას­რუ­ლა. მა­შინ ირაკ­ლი 15 წლის გახ­ლდათ. როცა შე­ვი­ტყვეთ, რომ "არიშ­ში" უკ­რავ­და, რომ­ლის ბაზა რუს­თავ­ში გახ­ლდათ, მე და ნანა მან­ქა­ნა­ში ჩავ­სხე­დით და წა­ვე­დით, რომ გვე­ნა­ხა, ჩვე­ნი შვი­ლი სად და­დი­ო­და და რას აკე­თებ­და. კლუბ­ში სი­ტუ­ა­ცია მოგ­ვე­წო­ნა. მეც ჩემი პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ოპუ­სე­ბი მაუდ-კამ­ვო­ლის კომ­ბი­ნა­ტის კლუბ­ში შევ­ქმე­ნი. ორ­კესტრს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი და ამა­ში ფულს მიხ­დიდ­ნენ. მა­მა­ჩე­მი, რა თქმა უნდა, გარ­კვე­ულ თან­ხას მაძ­ლევ­და, მაგ­რამ ეს არ მყოფ­ნი­და - მე და ნანა სტუ­დენ­ტე­ბი ვი­ყა­ვით და და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლიც გვჭირ­დე­ბო­და.

"არი­ში" და გას­ტრო­ლე­ბი

- ერთ დღეს ირაკ­ლიმ გა­მოგ­ვი­ცხა­და, გას­ტრო­ლე­ბი იწყე­ბაო. გული შე­მი­წუხ­და, - 15 წლის ბიჭი, გას­ტრო­ლზე, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გორ იქ­ნე­ბო­და - მში­ე­რი, გა­დაღ­ლი­ლი და ა.შ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი დრო იყო, მა­ღა­ზი­ებ­ში ბევ­რი არა­ფე­რი იყი­დე­ბო­და, აქ ბა­ზარ­ში დავ­დი­ო­დით და ყვე­ლა­ფერს მზამ­ზა­რე­ულს მი­ვარ­თმევ­დით ხოლ­მე. მოკ­ლედ, მა­ინც წა­ვი­და. ზა­ფხუ­ლი იყო და წყნე­თის შემ­დეგ, ყო­ველ­თვის ზღვა­ზე მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დით. თე­ო­ნა ხომ უნდა წაგ­ვეყ­ვა­ნა და გზა­დაგ­ზა "არი­შის" აფი­შა ბევ­რგან შეგ­ვხვდა, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, გაგ­ვი­ხარ­და. მოკ­ლედ, გაგ­რა­ში ვართ პლაჟ­ზე და ვხე­დავ, ირაკ­ლი მო­დის. გამ­ხდა­რი და გამ­წვა­ნე­ბუ­ლი იყო. მივ­ხვდი, გა­დაღ­ლი­ლი და მში­ე­რი იყო (იცი­ნის). სად უნდა ჰქო­ნო­და იმ­დე­ნი დრო და ფული, რომ ისე­თი კვე­ბა ჰქო­ნო­და, რო­გო­რიც ოჯახ­ში?! საგ­ზუ­რი იქვე ავუ­ღე, ჩვენ­თან დავ­ტო­ვე და ცხა­დია, მო­მაგრდა კი­დეც. მოკ­ლედ, "არი­ში" ამით დამ­თავ­რდა.

ქუჩა და მო­დუ­რი მო­ტა­ცე­ბე­ბი

- არ ვიცი, რო­გო­რი იყო ირაკ­ლი ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ შე­დე­გი შე­მიძ­ლია გი­თხრათ - 2-3-ჯერ სახ­ლში სა­შინ­ლად ნა­ცე­მი მო­ვიყ­ვა­ნეთ. ერთხელ, ირაკ­ლი და გეგა წყნე­თის კი­ნო­თე­ატ­რი­დან რომ წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ნა­ხევ­რად ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ, სხე­ულ­ზე ერთი ად­გი­ლიც კი არ იყო დარ­ჩე­ნი­ლი, გა­შა­ვე­ბულ-ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი რომ არ ჰქო­ნო­დათ. ზოგ­ჯერ მათი ქცე­ვა ალ­ბათ გა­მომ­წვე­ვი იყო. ისე­დაც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახალ­გაზ­რდებ­ში შუ­რის მო­მენ­ტი­ცაა: ირაკ­ლი და გეგა გო­გო­ნებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ და ალ­ბათ ჩხუ­ბე­ბის მი­ზე­ზი ესეც იყო. ამით ცოტა შეგ­ვა­წუ­ხა კი­დეც - მე­გობ­რებს გო­გო­ნე­ბის მო­ტა­ცე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და ხოლ­მე, ოღონდ - ძა­ლა­დო­ბა არ იგუ­ლის­ხმე­ბა, რა თქმა უნდა. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლი ცოლი ქე­თიც მო­ტა­ცე­ბუ­ლი ჰყავს და ერთხელ, გე­გა­საც მო­ა­ტა­ცე­ბი­ნა გო­გო­ნა. ამის გამო ვა­კის მი­ლი­ცი­ა­ში გა­მო­მი­ძა­ხეს, სა­დაც იმ გო­გო­ნას საქმრო დამ­ხვდა. მაგ­რამ ირაკ­ლიმ არაფ­რით გვი­თხრა, სად იყ­ვნენ და გე­გას და იმ გო­გო­ნას მთე­ლი ღამე ვე­ძებ­დი ჩემი მან­ქა­ნით, მხატ­ვარ თენ­გიზ მირ­ზაშ­ვილ­თან ერ­თად და ბო­ლოს ახ­მე­ტა­ში, სას­ტუმ­რო­ში მი­ვა­გე­ნით. წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და რო­გორც ჰო­ლი­ვუდ­ში ხდე­ბა ხოლ­მე, ყვე­ლა­ფე­რი "ჰეფი ენ­დით" დას­რულ­და - შე­უღლდნენ. ირაკ­ლის თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ამ­ბებ­ში ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე უფრო მძი­მე ეს მო­ტა­ცე­ბე­ბი იყო. XX სა­უ­კუ­ნე­ში, როცა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პა­რა­დიგ­მის გარ­ღვე­ვა­ზე გაქვს პრე­ტენ­ზია, ქა­ლე­ბის გა­ტა­ცე­ბა ცოტა არ იყოს, სა­სა­ცი­ლოა. ეს რა­ღაც ეგ­ზო­ტი­კუ­რი ფორ­მა იყო და შე­იძ­ლე­ბა, გო­გო­ნებს მოს­წონ­დათ კი­დეც (იცი­ნის).

1980-ია­ნე­ბი და ირაკ­ლის პო­ე­ზია

- ეს ის დროა, რო­დე­საც ირაკ­ლის უკვე პო­ე­ზია იტა­ცებს. მისი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი რომ ნა­ხოთ, ლექ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბაც სწო­რედ მა­ში­ნაა და­წე­რი­ლი, როცა იგი 18-19 წლის იყო, თა­ნაც - კლა­სი­კურ სტილ­ში, რით­მი­ან, გულ­წრფელ ლექ­სებს წერ­და, მაგ­რამ ჩვენ ეს ჯერ არ ვი­ცო­დით. თე­მა­ტი­კა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი იყო - სიყ­ვა­რუ­ლიც, პატ­რი­ო­ტიზ­მიც, ცოტა ნარ­ცი­სიზ­მიც (იცი­ნის). შემ­დეგ, მო­თხრო­ბე­ბის წე­რაც და­ი­წყო და პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ და­ი­ბეჭ­და კი­დეც, იყო - "ცალ­ფეხ­შიშ­ვე­ლი ბავ­შვი", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ირაკ­ლის მა­მა­ჩემ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი იყო და ყვე­ლა­ზე მეტ დროს ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ატა­რებ­და, ზა­ფხუ­ლო­ბით კი და­სას­ვე­ნებ­ლად ყო­ველ­თვის ლი­კან­ში მიჰ­ყავ­დათ ხოლ­მე. მოკ­ლედ, ირაკ­ლი კან­დიდ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო. მისი ხე­ლის სით­ბო ახ­სოვ­და და ამას მო­თხრო­ბა­შიც წერს, სა­დაც ფან­ტა­ზი­ით შექ­მნი­ლი ბა­ბუა, სწო­რედ ბა­ბუა კან­დი­დის ბევ­რი თვი­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. ასე­ვე, ბი­ძია მე­რა­ბი. პერ­სო­ნა­ჟე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან შექ­მნა. სხვა­თა შო­რის, მე­ფო­ბის მო­მენ­ტი ამ მო­თხრო­ბა­ში­ცაა, ოღონდ - თა­ვი­სე­ბუ­რა­დაა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში მისი მხატ­ვრუ­ლი ინ­ტე­რე­სი მთლი­ა­ნად ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე გა­და­ერ­თო, მუ­სი­კას ნაკ­ლე­ბად წერ­და, მაგ­რამ ის, რაც ირაკ­ლიმ მერე შექ­მნა, ორი­ვეს სინ­თე­ზია. ზოგ­ჯერ მას მომ­ღერ­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, მაგ­რამ მომ­ღე­რა­ლი არ იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გი ხმა ჰქონ­და - თა­ვი­სე­ბუ­რი და ცოტა ტრა­გი­კუ­ლიც. ირაკ­ლი იყო ავ­ტო­რი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კომ­პლექ­სუ­რად ქმნი­და დიდ ნა­წარ­მო­ე­ბებს და თვი­თონ­ვე ას­რუ­ლებ­და.

charkvianebi-1683536646.jpg

"შენ აფ­რენ" - "სა­ში­ში ძვრა" 1990-ია­ნე­ბის კულ­ტუ­რა­ში

- მისი სა­ე­ტა­პო ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­მაც სენ­სა­ცია გა­მო­იწ­ვია და ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბაც მოჰ­ყვა, იყო - "შენ აფ­რენ". 90-იან წლებ­ში ეს სრუ­ლი­ად ახა­ლი რამ იყო, უბ­რა­ლო ინ­ტე­რი­ერ­ში და უბ­რა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისე­თი ტი­პის კად­რე­ბით, რომ როცა ვნა­ხე, მა­შინ­ვე მივ­ხვდი - ეს იყო ნამ­დვი­ლი ნგრე­ვა კულ­ტუ­რის შე­სა­ბა­მის ას­პექ­ტში და ახ­ლის შე­ნე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ­დე­ნად დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ ეს სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტშიც გა­ნი­ხი­ლეს, თით­ქოს მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის სა­ში­ში ძვრა ხდე­ბო­და (იცი­ნის). სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს გარ­ღვე­ვა იყო. ირაკ­ლის მუ­სი­კა­ში ორი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს: პირ­ვე­ლი - მე­ლო­დი­უ­რი, ლა­მა­ზი სიმ­ღე­რე­ბი და მე­ო­რე - ცოტა მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი, და­და­ის­ტუ­რი, ცო­ტაც ბავ­შვურ-ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ამა­ვე დროს, რთულ ტექ­ნო-რიტ­მებ­ზე დას­მუ­ლი. რო­გორც მა­მას, უფრო მე­ლო­დი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბი მომ­წონ­და, მაგ­რამ ირაკ­ლის მარ­ტო ეს რომ ეკე­თე­ბი­ნა, უბ­რა­ლოდ კარ­გი კომ­პო­ზი­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, იმ გარ­ღვე­ვებს კი ვერ მო­ახ­დენ­და. ირაკ­ლი ყვე­ლა­ზე უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი 90-იან წლებ­ში იყო და მისი სა­ხე­ლიც სწო­რედ ამ წლებ­თან უფ­როა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მა­შინ შექ­მნა. ასე­ვე, 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი, სა­ნამ ასე უდ­რო­ოდ წა­ვი­დო­და...

ირაკ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

- მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც არ იყო მარ­ტი­ვი, თუმ­ცა, არც ფა­თე­რა­კე­ბით აღ­სავ­სე გახ­ლდათ; ის უფრო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. მისი პირ­ვე­ლი გრძნო­ბე­ბი სწო­რედ ამ სახ­ლში, ამ ოთახ­ში ვი­თარ­დე­ბო­და, სა­დაც ახლა ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით. როცა და­ო­ჯახ­დნენ, სულ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ: ქეთი ქო­ბუ­ლია ალ­ბათ 16 წლის, ირაკ­ლი - 17-ის. მათ­მა სიყ­ვა­რულ­მა დიდ­ხანს ვერ გას­ტა­ნა. ბავ­შვი არ ჰყო­ლი­ათ და გა­ი­ყარ­ნენ, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ. ქე­თის­თან და დე­და­მის­თან დღე­საც თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ვფიქ­რობ, დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს ნორ­მად უნდა იყოს ქცე­უ­ლი.

მე­ო­რე ცოლი და პირ­ვე­ლი შვი­ლი - მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი

- ერთ ზა­ფხულს, რო­დე­საც ირაკ­ლი და მისი მე­გო­ბა­რი - გია მირ­ზაშ­ვი­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად გაგ­რა­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ, მათ იქ ორი მოს­კო­ვე­ლი გო­გო­ნა გა­იც­ნეს და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს ირაკ­ლიმ გა­მოგ­ვი­ცხა­და, - ამ დღე­ებ­ში ლენა ჩა­მო­ვაო... აე­რო­პორ­ტში დავ­ხვდით და სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნეთ. ცოტა ხანს აქ ცხოვ­რობ­დნენ, მერე შე­უღლდნენ და ვე­რა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. მოს­კოვ­ში რომ წა­ვიდ­ნენ, იქ მაქ­სი­მე - ირაკ­ლის პირ­ვე­ლი ვაჟი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც ახლა უკვე 27 წლის არის. ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი, ვაჟ­კა­ცი ბი­ჭია. ქარ­თუ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის და ქარ­თვე­ლის­გან ვერც კი გა­არ­ჩევთ. მაქ­სი­მემ იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა მოს­კო­ვის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ი­წყო და იქ კარგ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა. ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ბი­ჭია, სულ გვე­კონ­ტაქ­ტე­ბა, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მა­ინც ჩა­მო­დის. ბო­ლოს ზა­ფხულ­ში იყო, მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად. ლენა მოს­კოვ­ში მი­უ­ზიკ­ლე­ბის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია. "მამა მი­ა­ში", ცატს-ში, "ჩი­კა­გო­ში" მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლებ­და. ლე­ნამ ამას წი­ნათ მთხო­ვა, რომ ირაკ­ლის ერთ-ერთი სიმ­ღე­რა - "ხალ­ხს" რუ­სულ ენა­ზე ვთარ­გმნო, რათა მან იმ­ღე­როს. ვფიქ­რობ, კარ­გად გა­მო­უ­ვა.

charkviani-irakli-maqsime-1683536430.jpg

პა­ტა­რა ნანა ჩარ­კვი­ა­ნი

- ნანა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს თა­ვად იღებს და ეს თვი­სე­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს მას­ში. "ნი­ჭი­ერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც თვი­თონ გა­და­წყვი­ტა და ასე ვთქვათ, "გა­ის­წო­რა". მერე რას იზამს, ვნა­ხოთ. ნანა გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან ჰგავს ირაკ­ლის, სუ­ნიც კი მისი ას­დის. კარ­გი ბავ­შვია, მაგ­რამ ცოტა თავ­ნე­ბაა. პრინ­ცი­პუ­ლია და უსა­მარ­თლო­ბას ვერ იტანს. მსა­ხი­ო­ბუ­რი ნიჭი აქვს.

charkviani.jpg

ქე­თა­თო - მე­ფის მთა­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლი

- ქე­თა­თო მისი შე­მოქ­მე­დე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი დამ­ფა­სე­ბე­ლია. ირაკ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი 2000-იანი წლე­ბია. მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ მას შუა ასა­კის კრი­ზი­სი აწუ­ხებ­და, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებ­ში უფრო ძლი­ე­რა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი. როცა პა­ტა­რა ნანა გაჩ­ნდა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სიმ­ძი­მე მე­ტად იგ­რძნო. ალ­ბათ ფიქ­რობ­და, მშობ­ლე­ბი დიდ­ხანს არ მე­ყო­ლე­ბა და მერე რა უნდა გა­ვა­კე­თოო... მე ყო­ველკ­ვი­რე­ულ "პენ­სი­ას" ვაძ­ლევ­დი. ვი­ცო­დი, რომ ირაკ­ლის ფუ­ლის "კე­თე­ბა" არ შე­ეძ­ლო და ვერც ვე­რას­დროს შეძ­ლებ­და, ამი­ტომ ხელს ვუ­წყობ­დი.

charkviani-copy.jpg

"მე­ფო­ბის" ხანა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე კრი­ტი­კის "გავ­ლე­ნა"

- ირაკ­ლი თა­მამ ნა­ბი­ჯებს არას­დროს ერი­დე­ბო­და. აბა, სა­კუ­თარ თავს მეფე რომ უწო­დო, ესეც ხომ არ არის მარ­ტი­ვი საქ­მე?! მახ­სოვს, ეს პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე თქვა, კონ­ცერ­ტის ბო­ლოს, როცა ტაშს უკ­რავ­დნენ, - გმად­ლობთ, გმად­ლობთ, თქვე­ნი მე­ფეო (იცი­ნის). ფაქ­ტია, რომ ეს მოს­წონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და, ამის­თვის ვი­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ლან­ძღავ­და. ლან­ძღვა­საც და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­საც წყნა­რად იღებ­და, ნონ­კონ­ფორ­მის­ტი იყო და არაფ­რის ეში­ნო­და. როცა აკ­რი­ტი­კებ­დნენ, რე­აქ­ცია არ მქონ­და, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ირაკ­ლის ეს უხა­რო­და (იცი­ნის). რა­ღა­ცებს სწო­რედ იმის­თვის აკე­თებ­და, რომ სხვებს ელა­პა­რა­კათ. ასეთ სა­კითხს პარ­ლა­მენ­ტში რომ გა­ი­ტან გან­სა­ხილ­ვე­ლად, ამა­ზე კარ­გი რა უნდა იყოს ავ­ტო­რი­სათ­ვის?! შე­მოქ­მედს რაც უფრო მე­ტად გა­ლან­ძღავ, მით უფრო წინ წას­წევ. ლან­ძღვა სა­კუ­თარ თავ­ზეც გა­მოვ­ცა­დე, რო­დე­საც 1959 წელს, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი როკ-ენ-როლი დავ­წე­რე, ელ­ვის პრეს­ლის ტი­პის. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტე­ტის ორ­კესტრი მყავ­და და მათ­თან ერ­თად გა­ვახ­მო­ვა­ნე. ცუდი არ იყო. თუმ­ცა, გა­ზეთ "კი­რო­ველ­ში" "გუ­ლი­სამ­რე­ვი" და "სა­ში­ნე­ლი" უწო­დეს. მაგ­რამ მე მათ­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და და ეს "გა­ნა­ჩე­ნი" "გა­ნა­ჩე­ნად" რჩე­ბო­და... ირაკ­ლიმ კარ­გად იცო­და, რა­საც აკე­თებ­და. მარ­თა­ლია, ეკო­ნო­მი­კა­ში ძა­ლი­ან მი­ა­მი­ტი იყო, მაგ­რამ კულ­ტუ­რა­სა და "სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ში" კარ­გად ერ­კვე­ო­და.

charkviani1-copy.jpg

მა­რად ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დი

- ეს­კე­ი­პიზმს - ამ სამ­ყა­რო­დან გაც­ლას მი­მარ­თავ­და... ამას კი მოჰ­ყვა ისე­თი მო­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად, ის მოკ­ლა. სიკ­ვდი­ლამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 დღით ადრე ვუ­თხა­რი კი­დეც, - ირაკ­ლი, თავს იკ­ლავ-მეთ­ქი. შე­ვამ­ჩნიე, რომ რე­ა­ლო­ბას გა­ურ­ბო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ის აკე­თებ­და ამას, ნამ­დვი­ლად სა­ში­ში იყო. რა­ებს ლა­პა­რა­კო­ბო? - მი­თხრა... რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ის უკვე აღარ იყო. ირაკ­ლის ძა­ლი­ან უჭირ­და, სა­კუ­თა­რი თავი ხან­ში შე­სუ­ლი წარ­მო­ედ­გი­ნა, სი­ბე­რე არ უნ­დო­და და ასე­თი ირაკ­ლი მარ­თლაც, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. ალ­ბათ ესეც იყო კრი­ზი­სის გან­მსა­ზღვრე­ლი. რო­დე­საც 45 წლის ხარ, რი­საც ასე გე­ში­ნია და არ გინ­და, ნელ-ნელა ახ­ლოვ­დე­ბა. მა­რად ახალ­გაზ­რდა უნ­დო­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ასეც მოხ­და, მაგ­რამ ირაკ­ლის ბი­ოგ­რა­ფია მისი სიკ­ვდი­ლით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, გრძელ­დე­ბა და მეტ­საც გე­ტყვით, მისი შე­ფა­სე­ბის დი­ნა­მი­კა დღემ­დე სულ უფრო მზარ­დია. მად­ლო­ბე­ლი ვარ იმ და­ფა­სე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მის მი­მართ ვხე­დავ და ვგრძნობ.

- პირ­ვე­ლად რო­დის გა­ი­გეთ, რომ ირაკ­ლი ნარ­კო­ტიკს მო­იხ­მარ­და?

- საკ­მა­ოდ ადრე, მაგ­რამ მერე მი­ა­ნე­ბა თავი. ირაკ­ლიმ რაც და­წე­რა, უწამ­ლოდ და­წე­რა, სხვაგ­ვა­რად ვერ შეძ­ლებ­და. რო­მან­ში აღ­წერს მის, გე­გა­სა და ირაკ­ლი კოს­ტა­ვას ამ­ბებს, რო­მე­ლიც ლე­ნინ­გრად­ში გა­დახ­დათ. მა­შინ ის, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წლის იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მე არა­ფე­რი ვი­ცო­დი, სა­ეჭ­ვო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ მი­ნა­ხავს, ალ­ბათ მცი­რე დო­ზე­ბით მო­იხ­მარ­და. მერე უკვე, როცა მისი მე­უღ­ლე ლენა იყო, 1-2 ეპი­ზო­დი მახ­სოვს, როცა ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ და გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბიც მი­ვი­ღეთ, რა­მაც გავ­ლე­ნა იქო­ნია და ნელ-ნელა თავი მი­ა­ნე­ბა. ჩემ­თვის, რო­გორც მა­მის­თვის, ამის გა­გე­ბა, რა თქმა უნდა, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო, მაგ­რამ მა­შინ ეს პან­დე­მია იყო, მო­დად იქცა და ყვე­ლა­ზე მო­წი­ნა­ვე ახალ­გაზ­რდე­ბი აი­ყო­ლია. ირაკ­ლიმ სძლია და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც და­უბ­რუნ­და, ოღონდ - ჩვე­უ­ლებ­რივ სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე გა­და­ვი­და, რად­გან რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, რე­ა­ლო­ბის­გან მო­წყვე­ტა სჭირ­დე­ბო­და. იმე­დი მაქვს, ეს სენი წარ­სულ­ში დარ­ჩე­ბა და მო­დუ­რი აღარ იქ­ნე­ბა, ეს ხომ დამ­ღუპ­ვე­ლია.

ირაკ­ლის სა­მე­გობ­რო

- მისი მე­გობ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ადრე და­ი­ღუ­პა. უნი­ჭი­ე­რე­სი ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ. თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის ცნო­ბილ ამ­ბავ­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ირაკ­ლი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ის პო­ლი­ტი­კა­ში რა­დი­კა­ლიზმს არ იჩენ­და, ამ სა­კითხს ცოტა ზე­მო­დან უყუ­რებ­და და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩა­რე­ვა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. რა ხდე­ბო­და თვითმფრი­ნავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ იცო­და, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ არც მხარს აუ­ბამ­და. იმ ბი­ჭე­ბი­დან ირაკ­ლის მე­გო­ბა­რი მხო­ლოდ გეგა კო­ბა­ხი­ძე იყო.

13-mt-1683536562.jpg

თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა - "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა"

- სა­ში­ნე­ლი დღე იყო... თვითმფრი­ნა­ვი 18 ნო­ემ­ბერს გა­ი­ტა­ცეს, ამ­ბა­ვი კი ირაკ­ლის და­ბა­დე­ბის დღეს - 19 ნო­ემ­ბერს გავ­რცელ­და. ამ სახ­ლში, მი­სა­ღებ ოთახ­ში მა­გი­დას­თან ვის­ხე­დით, ჩემი ირაკ­ლი და ირაკ­ლი კოს­ტა­ვაც აქ იყ­ვნენ. გეგა, ბუ­ნებ­რი­ვია, იმ დროს თვითმფრი­ნავ­ში იყო, ამათ კი არა­ფე­რი იცოდ­ნენ. "მშვიდ ცურ­ვა­ში" უწე­რია ირაკ­ლის, ეს ერ­თა­დერ­თი სა­ი­დუმ­ლო გახ­ლდათ, რო­მე­ლიც გე­გამ არ გა­მიმ­ხი­ლაო... ორი დღით ადრე ნახა და ერ­თა­დერ­თი, რაც გე­გამ გა­ა­კე­თაო, - წერს - იყო ის, რომ სი­გა­რე­ტი მო­მა­წო­და და თქვა: - თურ­კისჰ ბლენდ... ბი­ჭე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ის­ხდნენ, არ იცოდ­ნენ, რა ექ­ნათ. გეგა მათ­თვის იმ­დე­ნად ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რომ სა­დღაც გუ­ლის სიღ­რმე­ში ცოტა წყე­ნაც ექ­ნე­ბო­დათ, რომ მისი გეგ­მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ, მაგ­რამ იმ დრო­ი­სათ­ვის გეგა ყმაწ­ვი­ლე­ბის იმ ახალ ჯგუფ­თან უფრო მე­ტად იყო და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი და ირაკ­ლის ამას ვერ ეტყო­და. ჩემ­თვის ეს უდი­დე­სი შოკი გახ­ლდათ. არ და­გი­მა­ლავთ და გე­ტყვით, რომ რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო­ზე გე­გას დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, როცა ცრემ­ლი წა­მო­მი­ვი­და. ისე­თი ეპო­ქი­დან მოვ­დი­ვარ, როცა მა­მა­კა­ცუ­რი ქცე­ვის ნორ­მე­ბი გა­მო­რი­ცხავ­და სი­სუს­ტეს და ჩემს თვალ­ზე ცრემ­ლი, რა თქმა უნდა, მა­ნამ­დე არა­ვის უნა­ხავს. ზუს­ტად მა­შინ, ერთი მე­ლო­დია გა­მიჩ­ნდა თავ­ში, რო­მე­ლიც ამ ბი­ჭებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მახ­სენ­დე­ბო­და. მერე, როცა ირაკ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ნო­ტებ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე. ჩემს სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის ალ­ბომ­ში მას "სევ­და 1" და­ვარ­ქვი, "სევ­და 2" კი ჩემს მე­უღ­ლეს, ნა­ნას მი­ვუ­ძღვე­ნი.

თა­ო­ბის სიკ­ვდი­ლი და მუ­სი­კა­ში გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი სული

- როცა ირაკ­ლი კოს­ტა­ვამ თავი ჩა­მო­იხ­რჩო, პირ­და­პირ ქვი­თი­ნი ამი­ვარ­და... ჩემი ირაკ­ლი დი­ლით ოთახ­ში შე­მო­ვი­და და ეს ამ­ბა­ვი შე­მა­ტყო­ბი­ნა. ეს თით­ქოს მხო­ლოდ ირაკ­ლი კოს­ტა­ვას სიკ­ვდი­ლი კი არ იყო, არა­მედ - მთე­ლი თა­ო­ბის, ახალ­გაზ­რდო­ბის, ბავ­შვო­ბის... ირაკ­ლი კოს­ტა­ვას მამა - მე­რა­ბი ჩემი კლა­სე­ლი იყო და ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით, მოს­კოვ­შიც კი იყო ჩემ­თან ორი კვი­რით ჩა­მო­სუ­ლი, როცა იქ ვცხოვ­რობ­დი, 1950-იან წლებ­ში. ამ ბი­ჭე­ბის ამ­ბავ­მა ჩემ­თვის რა­ღაც კრე­ბი­თი, სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა - ეს ყვე­ლას სიკ­ვდი­ლი იყო. თა­ვის წიგნ­ში ირაკ­ლი სხვა მე­გობ­რებ­ზეც წერს. მათ ვერ მო­ას­წრეს იმის გა­კე­თე­ბა, რაც ირაკ­ლიმ მო­ას­წრო, რად­გან მან 45 წლამ­დე მა­ინც იცხოვ­რა და ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზა­ცია მეტ-ნაკ­ლე­ბად მა­ინც მო­ეხ­დი­ნა. ის არც გა­ჩერ­დე­ბო­და, სუ­ლი­ე­რად მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბო­და და არც და­ბერ­დე­ბო­და, რად­გან ში­ნა­გა­ნი ზრდა ერ­თა­დერ­თია, რაც ადა­მი­ანს არ აბე­რებს. მჯე­რა, ბევრ ახალ სიმ­ღე­რას შექ­მნი­და ირაკ­ლი და არა მხო­ლოდ მე­ლო­დი­ურს!.. ის ყო­ველ­თვის გრძნობ­და მო­მა­ვალს, თით­ქოს 20 წლის შემ­დგო­მი გად­მო­სა­ხე­დი­დან უყუ­რებ­და აწ­მყოს. ჩემ­თვის და ნა­ნას­თვის ირაკ­ლის სიკ­ვდი­ლი უდი­დე­სი ტრა­გე­დია იყო. ნანა ამ ქვეყ­ნი­დან ისე წა­ვი­და, რომ ირაკ­ლის და­ღუპ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი არ გა­უ­ნელ­და. ნა­ნაც და­ა­ვად­და, ისიც აღარ არის და ახლა მათ სუ­რა­თებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... ბოლო ხა­ნებ­ში უფრო ღრმად ჩა­ვი­ხე­დე ირაკ­ლის მუ­სი­კა­ში და დავ­წე­რე ტრიპ­ტი­ქი, სამი სი­უ­ი­ტის­გან შემ­დგა­რი - "ირაკ­ლი­ა­ნა". მის 20 სიმ­ღე­რა­ზეა აგე­ბუ­ლი და ყო­ველ დი­ლით, მთლი­ა­ნად ვუკ­რავ, რად­გან ირაკ­ლის ეს აცო­ცხლებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ნა­ნა­სა და ირაკ­ლის საფ­ლავ­ზე დავ­დი­ვარ. ვიცი, რომ ის ჩე­მი­ცაა, მაგ­რამ გა­მო­გი­ტყდე­ბით, საფ­ლა­ვი ჩემ­ზე ემო­ცი­უ­რად არ მოქ­მე­დებს, მუ­სი­კა კი - ძა­ლი­ან ძლი­ე­რად. ის ჩვენ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი, ტრან­სცენ­დენ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბის პრო­დუქ­ტია და ამი­ტო­მაც, მას მის­ტი­კუ­რი ძალა აქვს.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"