"ბევ­რმა ქარ­თველ­მა და­კარ­გა თა­ვი­სი სახე. სვა­ნეთ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რად იყო და­ცუ­ლი. იქ იცი­ან, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა ჰქონ­დეს" - კვირის პალიტრა

"ბევ­რმა ქარ­თველ­მა და­კარ­გა თა­ვი­სი სახე. სვა­ნეთ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რად იყო და­ცუ­ლი. იქ იცი­ან, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა ჰქონ­დეს"

ჟურნალ "გზის" არქივი, 2010 წელი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ XXI სა­უ­კუ­ნეა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ევ­რო­პე­ლო­ბი­სა თუ ამე­რი­კა­ნი­ზა­ცი­ის­კენ მი­ის­წრაფ­ვის, ქარ­თვე­ლე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ მა­ინც ვი­ნარ­ჩუ­ნებთ იმ ძი­რძველ ადათ-წე­სებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ კუ­თხე­ში სხვა­დას­ხვა სა­ხით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რო­დე­საც ტრა­დი­ცი­ებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, სვა­ნეთს ავუ­ა­როთ გვერ­დი, სვა­ნურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ კი ცხა­დია, "სვა­ნის" ავ­ტორს სოსო ჯაჭვლი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ტრა­დი­ცია და ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბა სვა­ნეთ­ში და ზო­გა­დად, მთა­ში მე­ტად შე­მორ­ჩა. როცა ფილმში - "სვა­ნი" - ნა­თე­სა­ვე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ავ­სა­ხე, სა­დაც გო­გო­ნა­საც კლა­ვენ და ბი­ჭ­საც, ამ ფაქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აკ­ვირ­ვა, მსგავ­სი რამ მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნდათ, ახლა კი ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ამა­ზე უა­რეს, ამაზ­რზენ ფაქ­ტებს ვის­მენთ. ის თეთ­რი ან­გე­ლო­ზი, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით თან დაგ­ვყვე­ბა, ჩვენ­თან არ მოვა, თუ წე­სი­ე­რად არ ვი­ცხოვ­რებთ. ტრა­დი­ცია იმი­ტომ გვაქვს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ერის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი ვი­ყოთ. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რმა ქარ­თველ­მა და­კარ­გა თა­ვი­სი სახე. სვა­ნეთ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რად იყო და­ცუ­ლი. იქ იცი­ან, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი უნდა ჰქონ­დეს - ქალი რა­საც გა­ა­კე­თებს, ის კა­ცის­თვის სა­მარ­ცხვი­ნოა და პი­რი­ქით. თუ ადა­მი­ან­თა შო­რის ჰარ­მო­ნია არ იქნა, მა­შინ იწყე­ბა კონ­ფლიქ­ტი. ჰოდა, ამი­ტო­მაც მო­ი­გო­ნა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი ადათ-წესი.

- სვა­ნუ­რი ადათ-წე­სე­ბი­დან რო­მელს გა­მო­არ­ჩევთ?

- სვა­ნეთ­ში უამ­რა­ვი ისე­თი წესი და ჩვე­უ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მი­სა­ბა­ძი უნდა იყოს. ნე­ბის­მი­ერ იუ­რისპრუ­დენ­ცი­ას აჯო­ბებს სვა­ნუ­რი "გარ­ჩე­ვა", თა­ვი­სი მო­რა­ლით. დღეს XXI სა­უ­კუ­ნეა და კა­ნო­ნი კა­ნო­ნობს, მაგ­რამ იმ კა­ნო­ნის არა­ფე­რი მწამს, სა­დაც მო­რა­ლი იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია. ერთი კარ­გი წესი აქვთ სვა­ნებს - როცა ვინ­მეს სი­მარ­თლე­ში ეჭვი ეპა­რე­ბათ და მისი მხი­ლე­ბა უნ­დათ, ის ხატ­ზე და­სა­ფი­ცებ­ლად მიჰ­ყავთ, ოღონდ - მას მოწ­მე­ე­ბიც უნდა გაჰ­ყვნენ. მენ­დეთ, ტყუ­ილ­ზე და­სა­ფი­ცებ­ლად ეკ­ლე­სი­ა­ში ურ­წმუ­ნო კა­ციც არ გაგ­ყვე­ბა. გე­ტყვი­ან: შენ და­ა­შა­ვე და გინ­და, შენ­თან ერ­თად ხატ­ზე და­ვი­ფი­ცო, ღმერ­თი მეც მო­ვა­ტყუ­ოო?!. მოკ­ლედ, კაცს იძუ­ლე­ბულს ხდი­ან, და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­როს. ეუბ­ნე­ბი­ან, - შენ შე­ნი­ა­ნი არ მოგ­ყვე­ბა, იმათ ვერ არ­წმუ­ნებ და მე რო­გორ და­გი­ჯე­როო?.. აბა, მი­თხა­რით, ამა­ზე კარ­გი, მარ­ტი­ვი და გე­ნი­ა­ლუ­რი მო­გო­ნე­ბა არ­სე­ბობს დე­და­მი­წა­ზე? სხვა­თა შო­რის, ამ წესს სვა­ნეთ­ში დღე­საც იცა­ვენ და იმე­დი მაქვს, რომ ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა.

- რო­მე­ლი მი­ვი­წყე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ის აღ­დგე­ნას ისურ­ვებ­დით?

- ის ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც კარ­გია და მოგ­წონს, ისეთ­ნა­ი­რად უნდა აღად­გი­ნო, რომ დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან იყოს მი­სა­და­გე­ბუ­ლი. ჩვენ ცი­ნი­კო­სი ერი, ცუდი ხალ­ხი ვართ და იცი, რა­ტომ? - როცა რუ­სებ­თან კარ­გად ვი­ყა­ვით, მა­შინ რუ­სუ­ლი ლა­პა­რა­კი იყო მო­და­ში და ამით "ტრი­პა­ჩობ­დნენ", ახლა ინ­გლი­სურ­ზე გა­და­ვიდ­ნენ Oh, my god! - სულ ვი­ღა­ცის მო­ნე­ბი ვართ. მერ­წმუ­ნეთ, გო­ი­მო­ბა­სა და "მა­გარ ტი­პო­ბას" შო­რის ერთი ნა­ბი­ჯია. ვაჟა-ფშა­ვე­ლა გე­ნი­ო­სი იყო და ამი­ტო­მაც და­წე­რა - "პატ­რი­ო­ტიზ­მი და კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი". სხვა ერე­ბი ვე­რა­ფერს გვას­წავ­ლი­ან, მაგ­რამ მა­ინც, ჩვენს სა­ხეს ვკარ­გავთ. ჭა­ბუ­ა­სი არ იყოს, - სა­ძო­ვარ­ზე მიშ­ვე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი­ვით ვიქ­ცე­ვით. ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ მხო­ლოდ თვი­თო­ნაა მარ­თა­ლი და კარ­გი ტიპი, არა­და, რომ იცო­დეთ, ზოგ­ჯერ რო­გო­რი და­სა­ცი­ნე­ბი ვართ... ამას წი­ნათ ერთ-ერთ ტე­ლე­არხზე რო­მე­ლი­ღაც აფ­რი­კულ ტომ­ზე იყო გა­და­ცე­მა - ქალს ქმა­რი გარ­და­ეც­ვლე­ბა და მთე­ლი სოფ­ლის მა­მა­კა­ცე­ბი მას­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს ამ­ყა­რე­ბენ, ამით სამ­ძი­მარს გა­მო­ხა­ტა­ვენ. რას იზამ, ეს მათი ტრა­დი­ცი­აა, ჩვენ კი მო­რა­ლით სავ­სე ტრა­დი­ცი­ე­ბი გვაქვს და არ ვა­ფა­სებთ. მერ­წმუ­ნეთ, ახ­ლო­ბელს და მე­გო­ბარს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს ვა­პა­ტი­ებ, ღა­ლა­ტის გარ­და, მაგ­რამ თუ კაცი მიხ­ვდე­ბა, რომ არას­წო­რად მო­იქ­ცა და სა­ხალ­ხოდ მო­იხ­დის ბო­დიშს, ვა­პა­ტი­ებ...

- რას იტყვით ცოტა ხნის წინ გახ­მა­უ­რე­ბულ ინ­ცი­დენტზე, რო­დე­საც სვან­მა გო­გო­ნამ 2 თავ­დამ­სხმელ ბიჭს ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბი­სას, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მო­რა­ლუ­რად გო­გოს მხა­რეს იქ­ნე­ბოდ­ნენ - 2 ნა­ძი­რა­ლა ვირ­თხა დახ­ვდა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას და და­უ­წყო ღლა­ბუ­ცი. ამ ამ­ბის მერე ზოგ­მა "ღა­და­ო­ბა" და­ი­წყო, - ჯაჭვლი­ა­ნებ­მა "სვა­ნი" რომ გა­და­ი­ღეს, მათ­მა ქა­ლებ­მა კა­ცე­ბის დაჭ­რა და­ი­წყე­სო. ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი! ჰო, ჩვენ, ჯაჭვლი­ა­ნე­ბი ასე­თე­ბი ვართ და მი­მაჩ­ნია, მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ქალი ასე უნდა მო­იქ­ცეს! ვაჟ­კაც­მა უნდა იცო­დეს, რომ ქალს, როცა ის ღა­მით მარ­ტო მო­დის, ღლა­ბუ­ცი და "ჩა­ლი­ჩი" არ .უნდა და­უ­წყოს. ვი­ნა­ი­დან კა­ნო­ნი ასე­თებს სა­თა­ნა­დოდ არ სჯის, მე მხდის იძუ­ლე­ბულს, საქ­მე აღ­ვას­რუ­ლო. ვი­საც უნდა, შე­ვე­და­ვე­ბი, რომ სვა­ნუ­რი ადათ-წე­სე­ბის წყა­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ამ კუ­თხე­ში ქურ­დო­ბა, მკვლე­ლო­ბა, უხე­შო­ბა პრო­ცენ­ტუ­ლად ყო­ველ­თვის ნაკ­ლე­ბი იყო.

- დღეს ხში­რად ახ­დე­ნენ არა მარ­ტო ტრა­დი­ცი­ე­ბის, არა­მედ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იდე­ე­ბის აფი­ში­რე­ბას და ვი­ღა­ცე­ბი ამას მხარს უჭე­რენ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს დე­მოკ­რა­ტი­ულ საქ­ცი­ე­ლად, კარგ ტო­ნად მი­აჩ­ნი­ათ. თქვენ რა აზ­რის ხართ მსგავს ქმე­დე­ბებ­ზე?

- ასე­თებს უნ­დათ, გო­ი­მად გა­მო­გიყ­ვა­ნონ და თქვან, რომ შენ ამ ცხოვ­რე­ბის არა­ფე­რი გეს­მის. მე არ მეს­მის, დედა რო­გორ უნდა მიყ­ვარ­დეს ან ჩემი სა­ლო­ცა­ვი და რწმე­ნა რო­გორ და­ვიც­ვა? ამას წი­ნათ ერთ-ერთი წიგ­ნი­დან (ავ­ტორს არ და­ვა­სა­ხე­ლებ) ამო­ნა­რი­დე­ბი წა­ვი­კი­თხე, სა­დაც ვი­ღაც სა­მე­ბას რა­ღა­ცებს ადა­რებს. აბა, მო­დით, ჩვენ მე­ჩე­თი, სი­ნა­გო­გა ან კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია შე­ვა­და­როთ რა­მეს და მერე ნა­ხავთ, რა ამ­ბა­ვიც ატყდე­ბა აქ. მათ გამო თუ შე­იძ­ლე­ბა ხმის ამო­ღე­ბა, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, ჩემს სარ­წმუ­ნო­ე­ბას რომ მი­გი­ნე­ბენ, ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბაც არა მაქვს? შენ რა­საც ფიქ­რობ, ღმერ­თმა მშვი­დო­ბა­ში მო­გახ­მა­როს, მაგ­რამ მე ნუ მო­მახ­ვევ თავს...

- რა ეტაპ­ზეა სვა­ნურ ტყე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დავა?

- ეს ადათ-წე­სე­ბის ჩა­საკ­ლა­ვად გა­დად­გმუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია - სვა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნის­თვის მთა­ვა­რია ტყე, მიწა და სა­ქო­ნე­ლი, იქ კი ტყე­ებს ყი­დი­ან. ყვე­ლა გვარ­მა იცო­და, რო­მე­ლი ტე­რი­ტო­რია ვისი იყო და ყვე­ლა თა­ვი­სას უვ­ლი­და, ახლა ამ ყვე­ლა­ფერს ვი­ღაც უცხო რომ "და­ით­რევს", სვანს აღარც შეშა ექ­ნე­ბა, შეს­ვლა-გა­მოს­ვლა­საც აუკ­რძა­ლა­ვენ და ფუნ­ქცი­ის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბენ, მერე კი ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, მო­სახ­ლე­ო­ბა ქა­ლაქ­ში ჩა­მო­ვა, აქ და­სახ­ლდე­ბა. ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ადათ-წე­სე­ბის მოშ­ლა­სა და მორ­ყე­ვას გა­ნა­პი­რო­ბებს. მოკ­ლედ, იმას, რაც ალენ და­ლე­სის დოქ­ტრი­ნებ­ში წე­რია, ვი­ღა­ცე­ბი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვის კუ­თხე­შია ლა­მა­ზი და მა­გა­რი, ასე­ვეა სვა­ნიც! ჩვენ თა­ვი­სუ­ფალ სვა­ნეთს გვარ­თმე­ვენ, რაც მა­ნამ­დე ვერ მო­ა­ხერ­ხეს, იმას ახლა ფუ­ლი­თა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ხე­ლით აკე­თე­ბენ.

- მო­დით, სვა­ნე­თის სი­ა­მა­ყე­ზე - კოშ­კებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ. რა დატ­ვირ­თვა ჰქონ­და მათ?

- კოშ­კებს დიდი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. ჯერ მხო­ლოდ ის რად ღირს, ათე­უ­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ დგას და არ ინ­გრე­ვა? ისი­ნი კი­რი­სა და კვერ­ცხის ნა­ზა­ვი­თაა აგე­ბუ­ლი. სვა­ნუ­რი კოშ­კე­ბი სიძ­ლი­ე­რეს, ოჯა­ხის ძა­ლას ნიშ­ნავ­და, თავ­დაც­ვი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი ისეთ ად­გი­ლა­საა აშე­ნე­ბუ­ლი, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ - მშე­ნებ­ლებ­მა იქ მა­სა­ლე­ბი რო­გორ აზი­დე­სო?!.

- რო­მე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია სვა­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- კვი­რი­კო­ბა, გი­ორ­გო­ბა, ახა­ლი წელი და ა.შ. სვა­ნეთ­ში ქე­ი­ფი­სას პირ­ვე­ლად დიდ ღმერ­თს ახ­სე­ნე­ბენ, მერე - მთა­ვა­რან­გე­ლოზს, წმინ­და გი­ორ­გის, წა­სუ­ლებს, მო­მა­ვალს, შემ­დეგ კი თა­მა­და იმპრო­ვი­ზა­ცი­ას "დას­ცხებს"... მე ბე­ბი­ამ გამ­ზარ­და. ის ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ქალ­ბა­ტო­ნი იყო, თით­ქმის ას წლამ­დე იცო­ცხლა და დიდი შთა­მო­მავ­ლო­ბა და­ტო­ვა. არ არ­სე­ბობ­და დღე­სას­წა­უ­ლი, მას რომ არ აღე­ნიშ­ნა. ჰოდა, თუ რამე ვიცი, მის­გან ვიცი. მე­უბ­ნე­ბო­და: ერთი რამ და­ი­მახ­სოვ­რე, - სხვას ნუ გა­უ­კე­თებ იმას, რაც შენ გე­წყი­ნე­ბა და მერე, შენი ცხოვ­რე­ბაც სა­ა­მუ­რი იქ­ნე­ბაო!..

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)