"მე ვუ­თხა­რი, - ჩვენ შო­რის ერთი გან­სხვა­ვე­ბაა: დიდი მსა­ხი­ო­ბი რომ ხარ, ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ შენ რომ სცე­ნი­დან ჩა­მო­დი­ხარ, ისევ არ­ტის­ტი ხარ, მე კი ხალ­ხის ენა­ზე ვლა­პა­რა­კობ, ხალ­ხის შვი­ლი ვარ-მეთ­ქი" - კვირის პალიტრა

"მე ვუ­თხა­რი, - ჩვენ შო­რის ერთი გან­სხვა­ვე­ბაა: დიდი მსა­ხი­ო­ბი რომ ხარ, ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ შენ რომ სცე­ნი­დან ჩა­მო­დი­ხარ, ისევ არ­ტის­ტი ხარ, მე კი ხალ­ხის ენა­ზე ვლა­პა­რა­კობ, ხალ­ხის შვი­ლი ვარ-მეთ­ქი"

ჟურნალ "გზის" არქივი, 27.08.2010

მო­ცეკ­ვა­ვეს, მსა­ხი­ობს, მწე­რალს, თბი­ლი­სელ კო­ლო­რი­ტად აღი­ა­რე­ბულ და ბევ­რი ტი­ტუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ანს - გივი სი­ხა­რუ­ლი­ძეს მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა არ სჭირ­დე­ბა: მისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი და­წე­რი­ლა, სხვა­თა შო­რის, უცხო­ურ, საკ­მა­ოდ ცნო­ბილ გა­მო­ცე­მებ­შიც... ის არა­ერ­თი წიგ­ნის ავ­ტო­რი და ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟია. მის ერთ-ერთ სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად კი ალ­ბათ ყო­ველ­თვის "უძი­ნარ­თა მზე­ში" გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი ვა­ნი­ჩკა დარ­ჩე­ბა. რო­დე­საც მას შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე, რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმა­ზე" სა­კუ­თარ გა­და­ცე­მა­ში ("არა­სო­დეს მო­მე­ნატ­რე­ბი") მი­მი­პა­ტი­ჟა და ამ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა სწო­რედ რა­დი­ო­გა­და­ცე­მის დროს, ღია ეთერ­ში მოხ­და.

- ბა­ტო­ნო გივი, სა­ნამ თქვენს კა­რი­ე­რა­ზე სა­უ­ბარს და­ვი­წყებთ, ბავ­შვო­ბა გა­იხ­სე­ნეთ: რო­გორ ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­დით, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ თქვე­ნი მშობ­ლე­ბი?

- როცა მე­კი­თხე­ბი­ან, - სა­ი­დან მო­დი­ხა­რო? ვპა­სუ­ხობ, - მე ბავ­შვო­ბი­დან არ მოვ­დი­ვარ, "დი­დო­ბი­დან" მოვ­დი­ვარ-მეთ­ქი... ძა­ლი­ან ცუდი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და, გახ­სე­ნე­ბაც კი არ მინ­და. ზოგ­ჯერ სა­კუ­თა­რი თავი მე­ზი­ზღე­ბა, როცა ჩემს ბავ­შვო­ბა­ზე ვფიქ­რობ. მამა და­ჭე­რი­ლი და გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი იყო, მარ­ჩე­ნა­ლი ბა­ბუა - ვლა­დი­მერ ჯა­ფა­რი­ძე, უეც­რად გარ­და­იც­ვა­ლა - ტრამ­ვა­იმ გა­ი­ტა­ნა. მას­ზე მე­ტად არა­ვინ მიყ­ვარ­და ამ­ქვეყ­ნად. დე­და­ჩე­მი რუ­სუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და კო­ლო­ნი­ა­ში ბავ­შვთა აღ­მზრდე­ლად მო­ე­წყო იმის­თვის, რომ ყო­ველ­დღე 2 "ბუ­ხან­კა" შავი პური მო­ე­ტა­ნა ჩემ­თვის. იქ იცოდ­ნენ, რო­გორ უჭირ­და დე­და­ჩემს, ნა­ხევ­რად მშივ­რე­ბი რომ ვი­ყა­ვით და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თა­ვი­ანთ ულუ­ფა­საც მას აძ­ლევ­დნენ, რო­მელ­საც შემ­დეგ კვერ­ცხზე, მა­წონ­ზე, რძე­ზე ცვლი­და და ასე მზრდი­და. ულა­მა­ზე­სი რუსი ქალი იყო და მე ამით ვა­მა­ყობ. რუსი ხალ­ხი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ მათი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მე­ზი­ზღე­ბი­ან...

ომის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი იყო და მე­ზობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც თვი­თო­ნაც უჭირ­დათ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მახ­სოვს ელა დე­ი­და, რო­მე­ლიც უბე­ში გა­და­მა­ლულ ჩირს, ვაშლს, ატამს მჩუქ­ნი­და ხოლ­მე. ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და­მაფ­რქვია თა­ვი­სი სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა. კაც­მა ეს სი­კე­თე შემ­დეგ სხვას უნდა გა­დას­ცეს და ეს ტალ­ღა გა­აგ­რძე­ლოს. ღმერ­თის მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ეს მო­ვა­ხერ­ხე. მდი­და­რი ხალ­ხი უმე­ტე­სად ძუნ­წია, იშ­ვი­ა­თად ეხ­მა­რე­ბა სხვას, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვთ, გვერ­დში და­მიდ­გნენ და ამის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დი მათ.

- იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხართ, ალ­ბათ ძა­ლი­ან ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვი იყა­ვით. რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ სა­კუ­თარ თავს?

- ვი­საც ჩემი რო­მა­ნი "ია­მუ­რი" წა­უ­კი­თხავს (რო­მე­ლიც ახლა შე­საძ­ლოა, ფრან­გებ­მა ფილ­მად გა­და­ი­ღონ), აღ­წე­რი­ლი მაქვს ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დი. "არ­სე­ნალ­ზე" ვცხოვ­რობ­დი, ზე­მოთ, ვო­რონ­ცოვ­ზე. 12 წლი­სა უბ­ნის ძველ­ბი­ჭებ­თან ვი­ყა­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი და მა­ტა­რებ­ლი­დან, რო­მელ­საც "ტა­ვარ­ნი ვა­გონს" ეძახ­დნენ, საკ­ვე­ბი ზე­თით დატ­ვირ­თულ დიდ რკი­ნის კას­რებს (მა­შინ აშშ გვეხ­მა­რე­ბო­და) ვაგორებდი. თი­თოს და­გო­რე­ბა­ში 10 მა­ნეთს გვაძ­ლევ­დნენ. მა­ტა­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან ნელა მი­დი­ო­და; 2 ცალს ვე­რე­ო­დით - კი­დე­ზე რო­მე­ლიც იდგა, ხელს ვკრავ­დით; ხევ­ში ბი­ჭე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ და მიჰ­ქონ­დათ. ერთხელ ისე მოხ­და, რომ "ვინ­ტოვ­კი­ან­მა" ჯა­რის­კა­ცებ­მა შეგვნიშ­ნეს. ერ­თმა მე­ო­რეს გა­და­უ­ლა­პა­რა­კა, - ბუჩ­ქებ­ში და­ი­მალ­ნენ, ვხე­დავ, ბავ­შვე­ბი არი­ან და ვეს­რო­ლოო? მე­ო­რემ უპა­სუ­ხა, - არა, აქტი და­წე­რე, რომ მოგვპა­რეს და მე ხელს მო­გი­წე­რო. აი, მა­შინ­დე­ლი "ვინ­ტოვ­კი­ა­ნი" კაცი უფრო ვაჟ­კა­ცი იყო, ვიდ­რე დღეს ხელ­ცა­რი­ე­ლი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა, უსინ­დი­სოდ გაგ­წი­როს...

იმ 10 მა­ნე­თი­დან ზოგ­ჯერ 2 მა­ნე­თის "პა­დუშ­კა" კან­ფე­ტი მი­ყი­დია, და­ნარ­ჩე­ნი ფული კი ჩემი სახ­ლის კარ­თან და­მიგ­დია. მერე სხვე­ნი­დან ვუთ­ვალ­თვა­ლებ­დი, ვინ­მეს არ აეღო. დე­და­ჩე­მი როცა პო­უ­ლობ­და, უკ­ვირ­და, სა­ი­დან გაჩ­ნდაო?! მე­ზობ­ლებს ჩა­მო­უვ­ლი­და ხოლ­მე, ეკი­თხე­ბო­და, - ფული ხომ არ და­კარ­გე­თო? - ბო­ლოს კი იფიქ­რებ­და, ღმერ­თმა გა­მო­მიგ­ზავ­ნაო!.. ასე ვეხ­მა­რე­ბო­დი ხოლ­მე. ეს ნაღ­დი ამ­ბა­ვია, ერთ სი­ტყვა­საც არ ვი­ტყუ­ე­ბი. სიკ­ვდილ­თან თა­მა­ში იყო, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა.

- რა იყო მა­შინ ბავ­შვე­ბის, ბი­ჭე­ბის გა­სარ­თო­ბი? სად და­დი­ო­დით?

- ჩემი გა­სარ­თო­ბი იყო - "გრძე­ლი" ან "მრგვა­ლი ვირი", "ჩი­ლი­კა" ჯოხი, ლახ­ტი, ჩი­კო­რი და ასე­თი რა­მე­ე­ბი. აბა, მუშ­თა­ი­დის ბაღ­ში მე ვინ წა­მიყ­ვან­და?! სა­ქა­ნე­ლე­ბი ფული ღირ­და, მე კი ძირ­გა­მო­ხე­უ­ლი ფეხ­საც­მე­ლი მეც­ვა.

- სკო­ლა­ში რო­გორ სწავ­ლობ­დით? მას­წავ­ლებ­ლებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- მე-19 სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი და ძა­ლი­ან ცუ­დად ვსწავ­ლობ­დი. კლას­ში არ შევ­დი­ო­დი ხოლ­მე; თუ შე­ვი­დო­დი, ისე­თი ხუ­ლი­გა­ნი ვი­ყა­ვი, სულ მაგ­დებ­დნენ. პე­და­გო­გებს არ ვუყ­ვარ­დი. მაგ­რამ ასე­თი რამ მოხ­და... არის ასე­თი ადა­მი­ა­ნი - ლე­ვან ჩიქ­ვა­ნა­ია, პრო­ფე­სო­რი, უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სი კაცი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო. მე გე­ოგ­რა­ფი­ას მას­წავ­ლი­და - ამ სა­გან­შიც 2-ანი მქონ­და... რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ბურ­თა­ლოს ბა­ზარ­თან შემ­ხვდა და მი­თხრა, - გა­ვი­გე, წიგ­ნე­ბის წერა და­გი­წყი­აო. სახ­ლში გა­ვი­ქე­ცი, ჩემი 7 წიგ­ნი მი­ვუ­ტა­ნე და და­ვემ­შვი­დო­ბე. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ახ­ლობ­ლებ­მა და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ გა­ზეთ "ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თვე­ლო­ში", რომ­ლის რე­დაქ­ტო­რიც თა­მაზ წივ­წი­ვა­ძე იყო, ბა­ტონ ლე­ვანს ჩემ­ზე ასე­თი ში­ნა­არ­სის სტა­ტია და­უ­წე­რია: ბო­დიშს ვიხ­დი პე­და­გო­გი­კის წი­ნა­შე, რომ ამ­დენ ხანს პე­და­გო­გად ვი­მუ­შა­ვე და ამ ცუღ­ლუტ ბი­ჭ­ში ამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რე­ბა ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნეო (ეს წე­რი­ლი ბა­ტონ გი­ვის, ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი, სახ­ლის ერთ-ერთ კე­დელ­ზე უკი­დია, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ჯილ­დო­ე­ბის გვერ­დით. - ავტ.)...

- რო­დის და სად და­ი­წყო თქვე­ნი სა­ცეკ­ვაო კა­რი­ე­რა? რო­მელ ან­სამ­ბლებ­ში ცეკ­ვავ­დით?

- 7 წლის ვი­ყა­ვი, როცა ბე­ბი­ამ "რკი­ნიგ­ზელ­თა სახ­ლში" ცეკ­ვა­ზე მი­მიყ­ვა­ნა. მთა­ვა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფი აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი მიშა ბახ­ტა­ძე იყო, პე­და­გო­გი კი - გურ­გენ სუ­ქი­ა­სო­ვი, ძა­ლი­ან შე­უ­ხე­და­ვი კაცი. ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ მას ცეკ­ვის სწავ­ლე­ბა შე­ეძ­ლო, მაგ­რამ რო­გორც კი დად­გა და ტანი და­ი­ყე­ნა, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რა არის ცეკ­ვის არსი, რო­გო­რი უნდა იყოს მო­ცეკ­ვა­ვე და სწო­რედ ამ სო­მეხ კაცს ვუ­მად­ლი, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე გავ­ხდი. შემ­დეგ, ბუ­ხუ­ტი და­რახვე­ლი­ძი­სა და სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლე­ბის სო­ლის­ტი ვი­ყა­ვი, რამ­დე­ნი­მე წელი კი სა­ხალ­ხო ან­სამ­ბლ "სი­ნათ­ლის" მთა­ვა­რი ბა­ლეტ­მა­ის­ტე­რი და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდით. გორ­ბა­ჩო­ვის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, არ­ჩე­ვი­თო­ბა რომ და­ი­წყო, სა­ხელ­მწი­ფო ფოლკ­ლო­რულ­მა ან­სამ­ბლმა "თბი­ლის­მა" მთა­ვარ ქო­რე­ოგ­რა­ფად, მერე კი - სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლა­დაც ამირ­ჩია. 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­თან ერ­თად თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ვი­ა­რე.

სულ პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი, როცა ბუ­ხუ­ტი და­რახვე­ლი­ძის წყა­ლო­ბით, სა­მოგ­ზა­უ­როდ დავ­დი­ო­დი.

14 წლი­სა მოს­კოვ­ში მოვ­ხვდი - აბა, ვინ წა­მიყ­ვან­და მე იქ, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი კა­ცის შვილს?!. კრემ­ლის სა­სახ­ლე­ში, "პროფ­კავ­ში­რებ­ში" გა­მოვ­დი­ო­დი მას­შტა­ბურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. 130 ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი. შემ­დეგ უკვე სა­ხალ­ხო და სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლე­ბის ბავ­შვე­ბი დამ­ყავ­და.

- "ფლა­მენ­კოს" ცეკ­ვა სად ის­წავ­ლეთ?

- ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცეკ­ვე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. სტა­ჟი­ო­რი ვი­ყა­ვი რუ­სე­თის სა­ხე­ლო­ვან ან­სამ­ბლში და ყვე­ლა ეს ცეკ­ვა იქ ვის­წავ­ლე. ამა­ვე დროს, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ოპე­რა­ში, ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სტუ­დი­ა­ში დავ­დი­ო­დი, სა­დაც 10 წლის ასა­კი­დან იღებ­დნენ ბავ­შვებს და ასეთ პა­ტა­რა ასაკ­ში ჭა­ბუ­კი­ა­ნი­სა და მი­ხე­ილ სო­ლო­გო­ვის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი.

- ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ტა­ცე­ბე­ბი გაქვთ - ჩოგ­ბურ­თი, კრი­ვი, ფეხ­ბურ­თი, ტან­ვარ­ჯი­ში, წყლი­სა და მთის თხი­ლა­მუ­რე­ბი, ცურ­ვა... რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ, სპორ­ტის ამ­დენ სა­ხე­ო­ბას და­უფ­ლე­ბო­დით?

- ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. აბა, და­უკ­ვირ­დით - ჭად­რა­კი ხომ არ არის მაგ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, შაში: რა­საც ჭკუა უნდა, ის ვერ შევ­ძე­ლი (იცი­ნის)... ყო­ველ­თვის ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბის მი­მართ მქონ­და მიდ­რე­კი­ლე­ბა. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ჩემ­მა კლა­სე­ლებ­მა მე-5 კლა­სი­დან სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა და­ი­წყეს. ერთი "ქიშ­მი­შა" იყო - ცხვი­რი­დან სულ ლორ­წო ჩა­მოს­დი­ო­და და ისიც ეწე­ო­და. მე ჩემს თავს ვუ­თხა­რი, - რად­გან ის ეწე­ვა, ესე იგი, არა­ფე­რი ყო­ფი­ლა სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა-მეთ­ქი, - და პრო­ტეს­ტი გა­მო­ვა­ცხა­დე, არ მოვ­წიე!.. მე-8 კლა­სი­დან არ­ყის სმა და­ი­წყეს, ისევ "ქიშ­მი­შა" აქ­ტი­უ­რობ­და - აღარც დავ­ლიე. ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვვარ­ჯი­შობ­დი და არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ მქონ­და, "ობ­შე­პი­ტი" ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემი "მე" მქონ­და.

- სა­უ­ბა­რი თქვენს სტუ­დენ­ტო­ბა­ზე გან­ვაგ­რძოთ: სად ჩა­ა­ბა­რეთ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ?

- ცუდი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ვცდი­ლობ­დი, საგ­ნე­ბი კი არ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, არა­მედ ჩა­მე­წყო. ცეკ­ვის წყა­ლო­ბით, სულ სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ყა­ვი და სწავ­ლის დრო არა­სო­დეს მქონ­და. ერთ შემ­თხვე­ვას მო­გიყ­ვე­ბით: კა­თედ­რის გამ­გე პრო­ფე­სო­რი ქან­თა­რია იყო. ჩემ­ზე და­უ­რე­კეს - სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სო­ლის­ტია და ნი­შა­ნი და­უ­წე­რეო. ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი, არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი შე­სა­ხე­და­ო­ბის ჭა­ღა­რა კაცი იყო. მი­თხრა, - რა ნი­შან­საც გინ­და, და­გი­წერ, მაგ­რამ მე­ბა­ღე-მე­ვე­ნა­ხე გა­მო­დი­ხარ და არ მინ­და, შენი სპე­ცი­ა­ლო­ბა არ იცო­დე, იქ­ნებ, შენს დარ­გს პა­ტი­ვი სცეო... 2-3 კვი­რა ვთხო­ვე, ჩა­ვუ­ჯე­ქი, ვის­წავ­ლე და მი­ვე­დი. რო­გორ ფიქ­რობ - რა ნი­შან­ზე იციო? - მკი­თხა. - 3-ზე ან 4-ზე მეთ­ქი... მატ­რი­კუ­ლი მი­ვე­ცი და ხუ­თი­ა­ნი ჩა­მი­წე­რა. ასე­თი კა­ცუ­რი კაცი იყო! ის სა­გა­ნი დღე­საც მახ­სოვს და იმ კა­ცის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ მი­ბიძ­გა იმის­კენ, რომ მეს­წავ­ლა. ასე­თი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დნენ!

- რო­მე­ლი იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი, რო­გორ შე­გარ­ჩი­ეს და რამ­დე­ნად კარ­გად გა­არ­თვით თავი და­კის­რე­ბულ ამო­ცა­ნას?

- 1970 თუ 1972 წელი იქ­ნე­ბო­და. ჩემი მე­გო­ბა­რი, რუს­თა­ვის ან­სამ­ბლის მო­ცეკ­ვა­ვე მო­ვი­და და მი­თხრა, ფილ­მის­თვის "გა­სე­ირ­ნე­ბა" კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის ბიჭი უნ­და­თო. სა­ო­ცა­რი შე­სა­ხე­და­ო­ბის ცნო­ბი­ლი წყალ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ სინ­ჯებ­ზე და ისე მოხ­და, რომ როლ­ზე მე და­მამ­ტკი­ცეს, რად­გან იქ მთა­ვა­რი - ხა­სი­ა­თი და არ­ტის­ტიზ­მი იყო. ჩემი თა­ვის შე­ფა­სე­ბა ყო­ველ­თვის ვიცი - ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვარ­თვი თავი და მივ­ხვდი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მსა­ხი­ო­ბი ვიქ­ნე­ბო­დი. აქე­დან და­ი­წყო ჩემი კი­ნო­კა­რი­ე­რა... ამის შემ­დეგ ზაზა ჯან­დი­ერ­ზე იყო დო­კუ­მენ­ტურ-მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი - "და­უმ­თავ­რე­ბე­ლი პორ­ტრე­ტი", მჭედ­ლი­ძემ გა­და­ი­ღო. ეს იყო ტრა­გი­კუ­ლი ფილ­მი მხატ­ვარ­ზე, რო­მე­ლიც გა­ლოთ­და, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი და­ე­მარ­თა და გა­მო­სას­წო­რე­ბელ კო­ლო­ნი­ა­ში მოხ­ვდა. თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია და როცა კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ფილ­მის ჩვე­ნე­ბა შედ­გა, თან წა­ვიყ­ვა­ნე, - მისი აზრი მა­ინ­ტე­რე­სებ­და და რომ გა­მო­ვე­დით, მი­თხრა, - შენ უკვე მსა­ხი­ო­ბი ხარო.

2 წლის შემ­დეგ თე­მურ­მა ასის­ტენ­ტი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, რომ ახა­ლი ფილ­მის სინ­ჯებ­ზე მივ­სუ­ლი­ყა­ვი. როლი ერ­თწუ­თი­ა­ნი იყო. გა­და­ღე­ბე­ბი მთაწ­მინ­და­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ბაღ­თან. დღის ბო­ლოს თე­მურ­მა ჯგუფს გა­მო­უ­ცხა­და, - ჩვე­ნი ფილ­მის გა­და­ღე­ბა 6 თვით წყდე­ბა და მერე ისევ შევ­ხვდე­ბი­თო. ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სცე­ნა­რი გა­და­ა­კე­თა და მთა­ვარ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცა. ეს იყო ფილ­მი "უძი­ნარ­თა მზე", ის პერ­სო­ნა­ჟი ჩემ­თვის "და­წე­რა". ამ ფილ­მს 12 გრან-პრი აქვს აღე­ბუ­ლი. ვა­მა­ყობ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რჩე­უ­ლი რე­ჟი­სო­რის რჩე­უ­ლი ვარ. თე­მურ­მა "მემ­კვიდ­რე­ო­ბა­შიც" გა­და­მი­ღო, რო­მელ­საც ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბი მი­ა­ნი­ჭეს. ის ახ­ლაც მი­ღებს ახალ ფილმში, რო­მელ­საც სა­მუ­შაო სა­ხე­ლი - "ემიგ­რან­ტი" ჰქვია.

- რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­თვის ფილმ "ჯორ­ჯი­ა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ამ ფილმში ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტის როლს ვას­რუ­ლებ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რად­გან ენდი გარ­სი­ას­თან ერ­თად გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. მე კი არა­სო­დეს "ვკან­კა­ლებ" და არც არა­ვი­ნაა ჩემ­თვის იდე­ა­ლი. ის კაცი ვარ, რო­მე­ლიც ბევ­რს არ უყ­ვარს, მაგ­რამ მა­სას, ვი­საც ხალ­ხი ჰქვია და არა ძა­ლად ინ­ტე­ლი­გენ­ცია, ვუყ­ვარ­ვარ და თუ სად­მე და­მი­ძა­ხეს, ესე იგი, დავ­ჭირ­დი. ჩემს თავს პა­ტივს ვცემ და მი­ვე­დი ისე, რო­გორც ჩემს დო­ნეს შე­ე­ფე­რე­ბა, რო­გორც ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რი და არა რო­გორც მონა, რო­მე­ლიც თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნებს ვი­ღა­ცებს.

- ტე­ლე­კომ­პა­ნია "ევ­რი­კის" გა­და­ცე­მე­ბიც გა­ვიხ­სე­ნოთ...

- ამ გა­და­ცე­მებ­ში ქარ­თუ­ლი სული იდო, სიყ­ვა­რუ­ლით და სით­ბო­თი იყო სავ­სე, ხალ­ხს უყ­ვარ­და. მე და თე­მურ ჩხიკ­ვა­ძეს მიგ­ვყავ­და, ოღონდ ის ეკ­რანს მიღ­მა იყო... ერთხელ "რუს­თა­ვი 2"-მა ჩემი და­ბა­დე­ბის დღის კად­რე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟა და ჩირ­ქი მომ­ცხო, ვი­თომ ღრე­ო­ბა მო­ვა­წყვე. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ისე იყო ყვე­ლა­ფე­რი გა­და­კე­თე­ბუ­ლი. მერე კი გა­მო­ვე­დი და ვთქვი, - მე ისე­ვე კარ­გად ვცეკ­ვავ, რო­გორც ვწერ და ისე­ვე კარ­გად ვწერ, რო­გორც ვცეკ­ვავ-მეთ­ქი...

- ერთ-ერთ ფო­რუმ­ზე წა­ვა­წყდი - თქვენს ნა­წარ­მო­ე­ბებს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი იმა­ზე კეთ­დე­ბო­და, - გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე ქარ­თველ "ჩე­ხო­ვო­ბას" იბ­რა­ლებ­სო... რას იტყო­დით ამის შე­სა­ხებ?

- ცხოვ­რე­ბა­ში არ მით­ქვამს, ქარ­თვე­ლი ჩე­ხო­ვი ვარ-მეთ­ქი! რუ­სე­თის ყო­ფილ­მა ელჩმა ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­მოს­ვლი­სას თქვა, - ხალხნო, თქვენ ქარ­თვე­ლი ჩე­ხო­ვი გყავ­თო. ეს სი­ტყვე­ბი კი პე­ლედ წო­დე­ბულ ქარ­თველ მო­ცეკ­ვა­ვეს­თან - ფრი­დონ სუ­ლა­ბე­რი­ძეს­თან, ომარ მხე­ი­ძე­სა და თენ­გიზ უთ­მე­ლი­ძეს­თან კერ­ძო სა­უბ­რის დრო­საც გა­ი­მე­ო­რა. ვი­საც ეჭვი ეპა­რე­ბა, ამ ხალ­ხს ჰკი­თხოს, იყო თუ არა ასე­თი ფაქ­ტი. მინ­და, ეს იცოდ­ნენ ჩემ­მა "კრი­ტი­კო­სებ­მა", რო­მელ­თაც თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბა­ში წიგ­ნი არ წა­უ­კი­თხავთ და ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ: მე გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე ვარ და ამით ვა­მა­ყობ! ვი­საც რა­მე­ში ეჭვი ეპა­რე­ბა, ჩემი რჩე­უ­ლი - "ის+მე; აწყვე­ტი­ლი სი­ცო­ცხლე" - წა­ი­კი­თხონ, თუ კი­თხვა იცი­ან, და მერე ვი­სა­უბ­როთ. მე ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც წინ მივ­დი­ვარ და კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც, ჩემი მტრე­ბი კი უფრო და­ი­ბოღ­მონ და გა­ი­ბე­რონ, ნუ გას­კდე­ბი­ან (იცი­ნის).

- თქვენს ოჯახ­ზე, შვი­ლებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ. რო­გორც ვიცი, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ამე­რი­კა­შია...

- დიახ, აშშ-შია. ნიკო ხო­მა­სუ­რი­ძემ ამე­რი­კულ მხატ­ვრულ ფილმში გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. სა­ერ­თოდ, ბევრ იქა­ურ ფილმშია, რე­ინ­ჯე­რებს თა­მა­შობს ხოლ­მე. ძვე­ლი სპორ­ტსმე­ნია - სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ჩოგ­ბურთში, შავი ქამ­რის მფლო­ბე­ლი კა­რა­ტე­ში. სა­კუ­თა­რი სა­ჩოგ­ბურ­თო სკო­ლა აქვს. ვა­მა­ყობ მი­სით... ჩემი მე­ო­რე ვაჟი ჩემ­სა­ვით მო­ცეკ­ვა­ვეა, წყლი­სა და მთის მო­თხი­ლა­მუ­რე. გე­ნი­ო­სე­ბი არ გა­მიზ­რდია, წე­სი­ე­რი ვაჟ­კა­ცე­ბი გავ­ზარ­დე...

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე მყავ­და, გარ­და­მეც­ვა­ლა და მის შემ­დეგ არც მო­ვიყ­ვან ცოლს. 13 წელი გა­ვი­და. მის სუ­რათ­თან, რო­მე­ლიც მე და­ვა­ხატ­ვი­ნე, ყო­ველ­თვის დევს ყვა­ვი­ლე­ბი. გე­ნი­ო­სი ქალი იყო. თვა­ლე­ბით მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, - შენი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მონა ვარო, - ამით ის დე­დო­ფა­ლი გახ­და და ჩვენ ყვე­ლა მო­ნად გა­ვუხ­დით მას. ახლა რომ "გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბაა" - ცოლი მუხ­ლებ­ზე აყე­ნებს ქმარს და საც­ვლებს არე­ცხვი­ნებს, - ჩემი ცოლი ასე­თი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე­ო­რე დღეს­ვე გავ­შორ­დე­ბო­დი.

- რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­თან?

- მძაგს თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი, ამ­პარ­ტა­ვა­ნი ქალი სი­გა­რე­ტით ხელ­ში - "კა­ნი­აკს" რომ სვამს, იგი­ნე­ბა, დი­ლას "პახ­მე­ლი­ა­ზე" მივა სახ­ლში და ხი­ლა­ბანდწაკ­რუ­ლი ქმა­რი რომ დახ­ვდე­ბა, ბავ­შვებს "პამ­პერ­სებს" უც­ვლის... შე­ვარ­ცხვი­ნე ასე­თი ოჯა­ხი! არ მწამს ასე­თი ქარ­თვე­ლო­ბა. ესე­ნი გა­და­შე­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. მე კდე­მა­მო­სი­ლე­ბით სავ­სე ქალი მწამს.

- რა ცნე­ბე­ბია თქვენ­თვის თბი­ლი­სე­ლო­ბა და კო­ლო­რი­ტო­ბა?

- ერთ-ერთი გა­ზე­თის გა­მოკ­ვლე­ვით, თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტად და­მა­სა­ხე­ლეს. ასე­ვე, 2006 წელს ერთ-ერ­თმა ჟურ­ნალ­მა 18 სა­უ­კე­თე­სო, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი წა­რად­გი­ნა, წლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის წო­დე­ბა კი, 28,8 ქუ­ლით, მე მი­ვი­ღე და 16 ქუ­ლით გა­ვუს­წა­რი მე­ო­რე ად­გილ­ზე მყოფს. კო­ლო­რი­ტის წო­დე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა, რად­გან ეს ნიშ­ნავს, რომ შენ ხალ­ხის რჩე­უ­ლი ხარ. დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტიც ვარ, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნიც მაქვს, მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და დიდი პრე­მია - ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლია.

ერთხელ ქო­ბუ­ლეთ­ში მე და ჩემი მე­გო­ბა­რი რეს­ტო­რან­ში შე­ვე­დით. გა­უკ­ვირ­და, ხალ­ხი ისე და­მე­სია და იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ­და. მე ვუ­თხა­რი, - ჩვენ შო­რის ერთი გან­სხვა­ვე­ბაა: დიდი მსა­ხი­ო­ბი რომ ხარ, ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ შენ რომ სცე­ნი­დან ჩა­მო­დი­ხარ, ისევ არ­ტის­ტი ხარ, მე კი ხალ­ხის ენა­ზე ვლა­პა­რა­კობ, ხალ­ხის შვი­ლი ვარ-მეთ­ქი.

- თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბიც გაგ­ვა­ცა­ნით...

- მალე ჩემი კი­დევ ერთი "რჩე­უ­ლი" გა­მო­ვა - 13 წიგ­ნი ერთ წიგ­ნად, რა­საც ახა­ლი მო­თხრო­ბე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა. ერთ სხვა წიგნ­ზეც ვმუ­შა­ობ. ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში საფ­რან­გეთ­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყე­ბა... გეგ­მა ბევ­რია. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ნიჭი მომ­ცა, რომ­ლი­თაც ჩემს ხალ­ხს ვე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბი!

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)