"ახლა რუსეთთან ომი საქართველოსთვის გაუმართლებელია" - რას ამბობს დავით არახამია ნიკა გვარამიასა და ქართულ პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე? - კვირის პალიტრა

"ახლა რუსეთთან ომი საქართველოსთვის გაუმართლებელია" - რას ამბობს დავით არახამია ნიკა გვარამიასა და ქართულ პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ამ "მთა­ვარ არხს" ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რო­მელ­შიც არა­ერთ სა­კი­თხზე ისა­უბ­რა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, - რა შემ­თხვე­ვა­ში და­აბ­რუ­ნებს უკ­რა­ი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ელჩს, - მან ასე უპა­სუ­ხა:

"ნიკა გვა­რა­მია პო­ლი­ტი­კო­სი არ არის, ის ჟურ­ნა­ლის­ტია და მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, მე ვიქ­ნე­ბი პირ­ვე­ლი, ვინც წავა პრე­ზი­დენ­ტთან და თბი­ლის­ში ელ­ჩის გაშ­ვე­ბას სთხოვს".

არ­ხა­მი­ამ კი­თხვა­ზე, გა­ნი­ხი­ლავს თუ არა ის ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას, გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მას­ზე მო­რი­გი "ფეიკ ნი­უ­სი" გა­ავ­რცე­ლა.

"არა, სრუ­ლე­ბით არა. გავ­რცელ­და მო­რი­გი ფე­ი­კი, მო­რი­გი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან ჩემ­ზე. ძა­ლი­ან ბევრ ქარ­თველ­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით და ჩემი გზავ­ნი­ლე­ბი სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ყა­ლიბ­დე­ბა. ახლა არის ორი დიდი პარ­ტია: "ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", შუ­ა­ში არი­ან პა­ტა­რა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი. ხში­რად მი­ფიქ­რია, ამ პი­რო­ბებ­ში რო­გორ უნდა შე­იქ­მნას კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, რაც ბევრ ქარ­თველს უნდა, ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას სურს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა და არ უნდა რუ­სეთ­თან ომი. რაც სრუ­ლი­ად მარ­თა­ლია, ახლა რუ­სეთ­თან ომი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია. გააგრძელე კითხვა და ნახე ვიდეო