"აუ­ცი­ლებ­ლად მო­გე­თხო­ვე­ბათ პა­სუ­ხი და თა­ნაც ძა­ლი­ან ჩქა­რა" - რას წერს ექიმი ლევან ფერაძე? - კვირის პალიტრა

"აუ­ცი­ლებ­ლად მო­გე­თხო­ვე­ბათ პა­სუ­ხი და თა­ნაც ძა­ლი­ან ჩქა­რა" - რას წერს ექიმი ლევან ფერაძე?

ბავ­შვთა ქი­რურ­გი, ბავ­შვთა ქი­რურ­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ცნო­ბი­ლი ექი­მი ლე­ვან ფე­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ მისი შვი­ლი გა­ჩხრი­კეს და ამის გამო პა­სუხს სთხოვს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს.

ფე­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხრე­კა უკა­ნო­ნოდ ჩა­ტარ­და.

"ოთო ხა­რაშ­ვი­ლი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლია. მაგ უკა­ნო­ნო ჩხრე­კის­თვის პი­რო­ბას ვაძ­ლევ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი ბოლო ოპე­რამ­დე ყვე­ლას, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გე­თხო­ვე­ბათ პა­სუ­ხი და თა­ნაც ძა­ლი­ან ჩქა­რა. უკვე ვამ­ზა­დებ სარ­ჩელს სტრას­ბურ­გის­თვის. უკვე არას­რულ­წლოვ­ნებ­ზეც გა­დახ­ვე­დით? სას­ტი­კად მო­გე­კი­თხე­ბათ. დღეს სა­ღა­მოს­ვე მე­ცო­დი­ნე­ბა ყვე­ლას გვა­რე­ბი. მიფრ­თხილ­დით!" - წერს ლე­ვან ფე­რა­ძე.

ჩხრე­კის შე­სა­ხებ წერს თა­ვად ოთარ ხა­რა­იშ­ვი­ლიც:

"ეხ­ლა­ხანს ჩა­მო­ვე­დი ლი­ბე­რა­ლუ­რი აკა­დე­მი­ის ბა­ნა­კი­დან, იმედ­ზე გირ­ჩი რო სის­ხლი­ა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის გვამ­ზა­დებ­და, აი იქი­დან.ჩა­მო­ვე­დი ბა­ნა­კის ავ­ტო­ბუ­სი­დან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ფე­ხით წა­მო­ვე­დი სახ­ლის­კენ. ერ­თერ­თი ჩა­ბუ­რუ­ლი მან­ქა­ნა, სა­ეჭ­ვოდ, ჩემ­თან ერ­თად მოძ­რა­ობ­და. უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე რო­გორც კი შე­ვუხ­ვიე გა­მა­ჩე­რეს.ამ და­ბუ­რუ­ლი მა­ქა­ნი­დან ორი ტიპი გად­მო­ვი­და შავი მა­ი­სუ­რე­ბით, პო­ლი­ცი­ი­დან ვარ­თო. გა­მომ­კი­თხეს სა­ხე­ლი, მი­სა­მარ­თი და რა­ღათ­ქმა­უნ­და გა­ის­მა კი­თხვა: "რამე ხოარ გაქ?"არა-მეთ­ქი. გამ­ჩხრი­კეს, ჩან­თა ამო­მა­ლა­გე­ბი­ნეს, ჯი­ბე­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი ხელ­სა­ხო­ციც კი გა­მახ­სნე­ვი­ნეს.

თა­ვის­თა­ვად, ვე­რა­ფე­რი ვერ იპო­ვეს, ჩა­სა­დე­ბიც არა­ფე­რი არ ჰქონ­დათ ეტყო­ბა და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლებ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარო.არა, არ ვარ თა­ვი­სუ­ფა­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში.ბო­დი­ში ნა­თე­სა­ვე­ბო, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ნე­ბა არ მოგ­წონთ, მაგ­რამ მა­გარ ყლე­ო­ბა­ში ვცხოვ­რობთ.ვინც იმედს უჯე­რებთ კიდე, ან იდი­ო­ტე­ბი ხართ, ან პრო­ჭე­ბი" - წერს ხა­რა­იშ­ვი­ლი იხილეთ სრულად