ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - რა მოხდა ბოლნისში?
ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბოლნისის სტადიონზე ორ მამაკაცს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება, მკვლელობით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულს ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული, ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
"ინტერპრესნიუსი"