ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე ერთი პირი დაჯარიმდა
ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე ერთი პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კერძოდ კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, ან სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას.
სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერია.
"ინტერპრესნიუსი"