"გადავრჩი" - რას წერს დათო ევგენიძე ოპერაციის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"გადავრჩი" - რას წერს დათო ევგენიძე ოპერაციის შემდეგ?

ცოტა ხნის წინ მუ­სი­კო­სი დათო ევ­გე­ნი­ძე თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ა გა­ი­კე­თა. მუსიკოსის დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლია.

ოპე­რა­ცია 25 აპ­რილს ჩა­ტარ­და და 12-სა­ა­თი გაგ­რძელ­და. მუ­სი­კო­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლე­ბდნენ გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი­სა და დათო ევ­გე­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. რამდენიმე დღის წინ გიორგი მახარაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს, ცოტა ხნის წინ კი დათო ევგენიძემ ოპერაციის შემდეგ პირველი პოსტი გამოაქვეყნა:

„გადავრჩი - დღეს ვარ გახარებული - მე მყავს მახარა მახარობელი“, - წერს დათო ევგენიძე.