"ახლახან შვილი შემეძინა" - 79 წლის რობერტ დენირო მე-7 შვილის მამა გახდა - კვირის პალიტრა

"ახლახან შვილი შემეძინა" - 79 წლის რობერტ დენირო მე-7 შვილის მამა გახდა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა რობერტ დე ნირომ საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. უცხოური მედიის ცნობით, 79 წლის მსახიობს მეშვიდე შვილი შეეძინა.

დე ნიროს წარმომადგენელმა სტენ როზენფილდმა გამოცემა USA TODAY-ს ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.

ცოტა ხნის წინ მსახიობმა რეპორტიორ ბრიტნი ბლერთან ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსახიობს 6 შვილი ჰყავდა, დე ნირომ კი ჩაუსწორა: "სინამდვილეში, შვიდი".

"ახლახანს შვილი შემეძინა" - აღნიშნა მსახიობმა და სწორედ ამის შემდეგ გახდა მსოფლიოსთვის ცნობილი, რომ ოსკაროსან მსახიობს შვილი შეეძინა.

ჰოლივუდის ვარსკვლავს ორი ოფიციალური ქორწინებიდან 6 შვილი ჰყავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის მეშვიდე შვილის დედა.

1976-1988 წლებში მსახიობი დაქორწინებული იყო დეიენ ებოტზე, მათ რაფაელი შეეძინათ. პირველი ქორწინებიდან დეიენს შვილი დრენა ჰყავდა, რომელიც დე ნირომ შემდეგ იშვილა და გოგონას მამა ოფიციალურად გახდა.

1995 მსახიობი ტუკი სმიტთან სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა ქორწინება ოფიციალურად არ დაარეგისტრირეს. ხელოვნური განაყოფიერებით მათ ტყუპი - ჯულიან ჰენრი და აარონ კენდრიკი შეეძინათ.

დე ნირო დაქორწინებული იყო გრეის ჰაიტაუერზე, ისინი თითქმის 20 წელი იყვნენ ქორწინებაში. წყვილი სუროგაციის დახმარებით ჰელენისა და ელიოტის მშობლები გახდნენ.

იხილეთ ასევე: "დე ნირო ცოტა ვერ გაერკვა, პურ-მარილი რატომ იყო გაშლილი" - 6 შვილი, თავბრუდამხვევი კარიერა და ვიზიტი საქართველოში