საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ჭიდაობაში ხუტა ქასოშვილი რუსთავში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ხუტა (თემო) ქასოშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის სპორტსმენი ფალიაშვილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა ნახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
გარდაცვლილი სპორტსმენი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო, ბოლო წლებში კი მწვრთნელად მუშაობდა. (წყარო)
ავტორი: მარი ვარდოშვილი