"უარესის მოლოდინში ვცხოვრობ... ბავშვებს წვდომა აქვთ ინფორმაციაზე და მათვისაც ეს დიდი სტრესია" - გიორგი ვაშაძის მეუღლე ოჯახის გარშემო აგორებულ სკანდალსა და ბიძასთან ურთიერთობაზე - კვირის პალიტრა

"უარესის მოლოდინში ვცხოვრობ... ბავშვებს წვდომა აქვთ ინფორმაციაზე და მათვისაც ეს დიდი სტრესია" - გიორგი ვაშაძის მეუღლე ოჯახის გარშემო აგორებულ სკანდალსა და ბიძასთან ურთიერთობაზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ოფის­ში, პო­ლი­ცი­ა­ში შე­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ე.წ. ქოლ­ცენ­ტრის არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტარ­და. ოფი­სი ეკუთ­ვნო­და კომ­პა­ნი­ას, რომ­ლის 25 პრო­ცენ­ტის მფლო­ბე­ლი გი­ორ­გი ვა­შა­ძის ძმა და­ვით ვა­შა­ძეა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კოს გი­ორ­გი ვა­შა­ძის ძმამ, ვინ­მე გი­ორ­გი არა­ხა­მი­ას, ფარ­თი მი­ა­ქი­რა­ვა, სა­დაც მან ქოლ­ცენ­ტრე­ბის ოფი­სი გახ­სნა. ერთი შე­ხედ­ვით ამ ამ­ბავ­ში სკან­და­ლუ­რი არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, რომ არა კე­ზე­რაშ­ვი­ლის ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მე, რაც ევ­რო­პელ პენ­სი­ო­ნე­რებს ძვი­რად და­უჯ­დათ.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის მე­უღ­ლე, ქეთი სი­ჭი­ნა­ვა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ მისი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მან­ქა­ნა მოქ­მე­დებს. მისი თქმით, ფარ­თში, რო­მე­ლიც თით­ქოს და­ვით ვა­შა­ძემ არა­ხა­მი­ას მი­ა­ქი­რა­ვა, რე­ა­ლუ­რად სას­ტუმ­როა გახ­სნი­ლი და თა­ვად და­ვი­თი მარ­თავს. ქეთი სი­ჭი­ნა­ვა ფიქ­რობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა ზღვარს გა­და­ვი­და და ის ახლა უა­რე­სის მო­ლო­დინ­შია, რად­გან მისი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ეს არ ყო­ფი­ლა პირ­ვე­ლი ბრალ­დე­ბა...

- ქეთი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ქოლ­ცენ­ტრე­ბის სკან­დალ­ზე გა­კე­თე­ბულ ერთ-ერთ ტე­ლე­სი­უ­ჟეტ­ში თქვე­ნი მე­უღ­ლე მო­იხ­სე­ნი­ეს, რო­გორც კრიპ­ტო­მი­ლი­ო­ნე­რი...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუკი სა­ჯა­რო პი­რის ან პო­ლი­ტი­კო­სის ოჯა­ხის წევ­რი ხარ, სა­უ­ბე­დუ­როდ, ეს ყო­ველ­თვის ნიშ­ნავს უამ­რა­ვი ტა­ლა­ხის სრო­ლის და და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი ზე­წო­ლის არ­სე­ბო­ბას. ამას დიდი ხა­ნია მი­ეჩ­ვია ჩვე­ნი ოჯა­ხი, მაგ­რამ რაც ახლა ხდე­ბა, უკვე ყვე­ლა ზღვარს სცდე­ბა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია ასე ცხოვ­რე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლია შავი პი­ა­რით, რაც ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გის კრიპ­ტო­მი­ლი­ო­ნე­რო­ბას, მას არა­სო­დეს და­უ­მა­ლავს, რომ ფლობ­და კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას. ზო­გა­დად, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბო­და, თუ რა იყო კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა, მა­ნამ­დე ჰქონ­და შე­ხე­ბა ამ თე­მას­თან. მა­შინ ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით.

- ქოლ­ცენ­ტრე­ბის თე­მას და­ვუბ­რუნ­დეთ, თქვენს მაზლს ბრა­ლი დას­დეს, რომ პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის მრჩევ­ლის და­ვით არა­ხა­მი­ას ძმას, გი­ორ­გის, აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე მდე­ბა­რე ფარ­თი ქოლ­ცენ­ტრე­ბის­თვის მი­ა­ქი­რა­ვა.

- ამ დად­გმუ­ლი სცე­ნა­რის შე­სა­ხებ მეც ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ვი­ტყვე. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ადა­მი­ა­ნი, გი­ორ­გი არა­ხა­მია ნამ­დვი­ლად და­ვი­თის ძმაა, სა­ერ­თო მამა ჰყავთ, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვთ. ესეც ახლა მო­ვი­კი­თხეთ, რად­გან ჩვენს ოჯახს ასე­თი მძი­მე რამ და­აბ­რა­ლეს. ჩვენ ვართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ გა­ვი­გოთ, სად არის ახლა გი­ორ­გი არა­ხა­მია, ვცდი­ლობთ მო­ვი­ძი­ოთ ინ­ფორ­მა­ცია, თუ ის ნამ­დვი­ლად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მით, უნდა მი­ე­ცეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში და სა­ერ­თოდ, ეს საქ­მე უნდა იქ­ნას მთლი­ა­ნად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი მაზ­ლის თე­მას, გე­ტყვით, რომ ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დავ­დას­ხმა. ამ შე­ნო­ბა­ში ჩემ მაზლს აქვს სას­ტუმ­რო და არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს იმ ფარ­თთან, რო­მე­ლიც მი­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო ქოლ­ცენ­ტრებ­ზე. და­ვი­თი ამ შე­ნო­ბის 25 პრო­ცენ­ტის მფლო­ბე­ლია და მისი წი­ლის შე­სა­ბა­მის ფარ­თში აქვს სას­ტუმ­რო, რო­მელ­საც პი­რა­დად მარ­თავს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მე­უღ­ლეს, გი­ორ­გის არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ამ შე­ნო­ბას­თან.

- თქვე­ნი ოჯა­ხი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, პი­რა­დად თუ იც­ნობთ და­ვით არა­ხა­მი­ას?

- მე რო­გორც ვიცი, გი­ორ­გი და და­ვი­თი იც­ნო­ბენ ერ­თმა­ნეთს.

- ბოლო თვე­ებ­ში ეს არ ყო­ფი­ლა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც თქვენს ოჯახს რა­ღაც და­აბ­რა­ლეს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გა­ა­ქი­რა­ვეთ ბინა.

- სამ­წუ­ხა­როდ, გი­ორ­გი ყო­ველ­თვის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. ცდი­ლო­ბენ, არას­წორ და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ადა­მი­ა­ნად წარ­მო­ა­ჩი­ნონ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლია შავი პი­ა­რით, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. ისი­ნი რუ­სე­ბი არ ყო­ფი­ლან. ომის დროს ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი ოჯა­ხი უკ­რა­ი­ნი­დან, ჩვე­ნი­ვე სურ­ვი­ლით წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვზრუ­ნავ­დით მათ­ზე. არ გაგ­ვი­ქი­რა­ვე­ბია ბინა, ისი­ნი ჩვენ­თან ყო­ველ­გვა­რი გა­და­სა­ხა­დის გა­რე­შე ცხოვ­რობ­დნენ. ოჯა­ხი ახლა ისევ უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­და.

- თქვენ რას საქ­მი­ა­ნობთ და რამ­დე­ნად ერე­ვით მე­უღ­ლის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში?

- მე უნი­ვე­რის­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა ჩემი მე­უღ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩვენ­თვის პო­ლი­ტი­კა არ არის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც 9-ზე იწყე­ბა და 6-ზე მთავ­რდე­ბა. ჩვენ სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ ერ­თმა­ნეთ­თან. 10 წე­ლია რაც ოჯა­ხი გვაქვს და ყვე­ლა მის ნა­ბიჯს დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ და შე­სა­ბა­მი­სად გან­ვი­ხი­ლავთ. ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რა გა­უ­კე­თე­ბია, რას გა­ა­კე­თებს და მის ყვე­ლა სი­ტყვა­ზე მეც ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ მას, შე­სა­ბა­მი­სად, არა­სო­დეს გამ­ჩე­ნია იმის შიში, რომ გი­ორ­გი რა­ი­მე არას­წორს ჩა­ი­დენ­და. მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის, რომ ვგრძნობ, ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს გა­და­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამ დად­გმუ­ლი სცე­ნა­რით, რაც ქოლ­ცენ­ტრე­ბის თე­მა­ზე მო­ა­წყეს მივ­ხვდი, რომ მათ­ვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი წი­თე­ლი ხა­ზე­ბი, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს იკად­რე­ბენ. უა­რე­სის მო­ლო­დინ­ში ვცხოვ­რობ.