„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ ბრუნდება - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ის განსაკუთრებულ ფასად გაიყიდება - კვირის პალიტრა

„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ ბრუნდება - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ის განსაკუთრებულ ფასად გაიყიდება

„ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ უნიკალური პროექტია, რომელიც 24 განსხვავებულ მონეტას აერთიანებს და საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს. პროექტის ავტორი გამომცემლობა „პალიტრა L-ია”, რომელიც სპეციალურად 26 მაისისთვის მონეტების შესახებ წიგნ-ალბომსა და სრულ კოლექციას განსაკუთრებულ ფასად, 80 ლარად შესთავაზებს მსურველებს.

გამომცემლობამ პროექტი პირველად 2016 წელს წარუდგინა ფართო საზოგადოებას და მას შემდეგ მონეტების კოლექცია აქტუალობას არ კარგავს. ის საუკეთესო საჩუქარია როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

24 განსხვავებული მონეტა 24 ისტორიას მოიცავს. სწორედ ამიტომ პროექტს „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ ხშირად აფასებენ როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეს, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. ამ მონეტებით მოყოლილი ისტორია არის საინტერესო გზა, რომ გაჰყვეთ საქართველოს სავაჭრო გზებს, იმ პერიოდს, როდესაც ფული იჭრებოდა. თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოეულ მონეტას.

კოლექციაში შემდეგი ისტორიული მონეტებია შესული:

1. დიდრაქმა. ვერცხლი. კოლხეთი. ძვ.წ. V ს.

2. დიდრაქმა. ვერცხლი. კოლხეთი. ძვ.წ. V ს.

3. სტატერი. ოქრო. კოლხეთის მეფე აკა. ძვ.წ. II ს-ის დასაწყისი.

4. ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძი. ოქრო. ძვ. წ. I - ახ.წ. I სს.

5. დრაქმა. ვერცხლი. ერისმთავარი სტეფანოს I. 592 წ

6. დრამა. ვერცხლი. დავით III კურაპალატი (978-1001)

7. დრამა. ვერცხლი. ბაგრატ IV (1027-1072)

8. სპილენძი. დავით IV აღმაშენებელი (1089-1125)

9. სპილენძი. გიორგი III (1156-1184). 1174 წ.

10. სპილენძი. თამარი (1184-1207, 1210, 1213). 1187 წ.

11. სპილენძი. გიორგი IV ლაშა (1210-1223). 1210 წ.

12. სპილენძი. გიორგი IV ლაშა (1210-1223). 1210 წ.

13. დრამა. ვერცხლი. რუსუდანი (1223-1245). 1230 წ.

14. მონღოლური ანონიმური დირჰემი. ვერცხლი. თბილისი. 1244-1245

15. დრამა. ვერცხლი. დავით VI ნარინი. თბილისი. 1247წ

16. დრამა. ვერცხლი. დავით VI ნარინი (1247-1293) და დავით VII ულუ (1247-1270)

17. დრამა. ვერცხლი. დავით VII ულუ. (1247-1270) თბილისი. 1252-1253

18. სპილენძი. დემეტრე II (1271-1289). 1280 წ.

19. ვერცხლი. ქართულ-ჰულაგუიდური. ვახტანგ III (1297-1308)

20. ბილონი. სამცხის ათაბაგი ყვარყვარე (1451-1499)

21. ვერცხლი. გიორგი II (1565-1585). იმერეთის მეფე

22. ნახევარი ბისტი. სპილენძი. ერეკლე II (1762-1798). თბილისი. 1765-1766

23. ნახევარი ბისტი. სპილენძი. გიორგი XII (1798-1800). თბილისი. 1798-1799

24. ორი აბაზი. ვერცხლი. თბილისი. 1806 წ.

პროექტის ავტორის ნესტან მაღალაშვილის განმარტებით, კოლექციამ გამოსვლის დღიდან მიიქცია საზოგადოების ყურადღება და ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

„ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც აერთიანებს მეტალში შესრულებულ მოვერცხლილ და მოოქროვილ მონეტებს, კონკრეტული მონეტების ამსახველ ტექსტსა და ვიზუალურ მასალას, როგორიცაა არტეფაქტი, ფრესკა და გამოსახულება. ასლები ეროვნულ მუზეუმში დაცული ორიგინალი მონეტების ყალიბების მიხედვით დამზადდა. თავდაპირველად, მონეტები ეტაპობრივად გამოდიოდა და კოლექციონერებს მათი შეგროვების შესაძლებლობა ჰქონდათ. მაშინ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზიც გავუკეთეთ და შესაძლებლობა მივეცით ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელები გამხდარიყვნენ. ამას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. 3 იღბლიანი მომხმარებელი 16-გრამიანი ოქროს მონეტის მფლობელი გახდა. ახლა კი, სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, 26 მაისისთვის 174 ლარის ნაცვლად კოლექცია სააქციო ფასად, 80 ლარად გაიყიდება,“ - აღნიშნავს ნესტან მაღალაშვილი.

მონეტების კოლექციის, წიგნი-ალბომისა და ლუპის ფასდაკლებით შეძენა 15 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელია. ის ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე ონლაინ.

შეინახე წინაპრების დანატოვარი!

იქონიე საგანძური საკუთარ ოჯახში!

ეს შენი ისტორიაა!

(R)