"ერთი არ წასულხართ, რა... რუსეთუმეებს გეხებათ" - როგორ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას? - კვირის პალიტრა

"ერთი არ წასულხართ, რა... რუსეთუმეებს გეხებათ" - როგორ ეხმაურება ნათია ფანჯიკიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე რუსეთთან უვიზო რეჯიმის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რუსეთში ვიზა აღარ გჭირდებათ. ერთი არ წასულხართ რა.

"ააა შე აფერისტო" არ მათქმევინოთ, იცოდეთ, რუსეთუმეებს გეხებათ, რა თქმა უნდა.

"ვისაც ევროპა გინდათ, წადით"- ამის პასუხია, ნიშნის მოგებით, თორემ არსად არ გაგდებთ, დეეტიეთ აქანა", - წერს ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.