"დღეს ქართული რესტორნები მოსკოვში გადაიჭედება" - მარგარიტა სიმონიანი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - კვირის პალიტრა

"დღეს ქართული რესტორნები მოსკოვში გადაიჭედება" - მარგარიტა სიმონიანი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ქარ­თვე­ლე­ბი რუ­სე­თის მი­მართ "სწო­რად" იქ­ცე­ვი­ან და სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა. მისი თქმით, დღეს ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი მოს­კოვ­ში ქარ­თვე­ლე­ბით გა­და­ი­ჭე­დე­ბა.

"შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ვხსნი და ჩემი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბის უამ­რა­ვი წე­რი­ლი მხვდე­ბა, რო­მელ­თა სა­ერ­თო პო­ზი­ცია ასე­თია - "ვა, მა­გა­რია". დღეს ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი მოს­კოვ­ში გა­და­ი­ჭე­დე­ბა. თქვენს ხელ­მძღვა­ნე­ლებს გა­და­ე­ცით, გთხოვთ, რომ მოს­კო­ვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი დღეს მათ სა­დღეგ­რძე­ლო­ებს და­ლე­ვენ", - და­წე­რა სი­მო­ნი­ან­მა "ტე­ლეგ­რამ­ზე".

მა­ნამ­დე კი "ფე­ის­ბუქ­ზეც" გა­მო­აქ­ვეყ­ნა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შემ­დე­გი პოს­ტი:

"გუ­შინ გან­ვი­ხი­ლეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ახლა ისე იქ­ცე­ვა, რომ დროა დაბ­რუნ­დეს სა­ჰა­ე­რო მოგ­ზა­უ­რო­ბა და აღ­დგეს უვი­ზო მი­მოს­ვლა. პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენს სამ­შვი­დო­ბო­ებს თავს და­ეს­ხა, უკვე ქარ­თვე­ლებ­მა და­ა­პა­ტიმ­რეს, სან­ქცი­ებს არ შე­უ­ერ­თდნენ, მე­ო­რე ფრონ­ტი არ გახ­სნეს, თუმ­ცა აი­ძუ­ლებ­დნენ, რომ გა­ეხ­სნათ.

აი, ნა­ხავთ, მო­მა­ვალ 9 მა­ისს აღ­ლუმ­ზეც ჩა­მოვ­ლენ", - და­წე­რა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა.ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.

ambebi.ge