"ახლა ვგეგმავთ, ომის დროს" - ნინო ქათამაძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლას გეგმავს? - კვირის პალიტრა

"ახლა ვგეგმავთ, ომის დროს" - ნინო ქათამაძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უკრაინაში გადასვლას გეგმავს?

ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ნინო ქა­თა­მა­ძის ცხოვ­რე­ბა ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია უკ­რა­ი­ნას უკავ­შირ­დე­ბა. რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ქა­თა­მა­ძემ ფარ­თო აუ­დი­ტო­რია უკ­რა­ი­ნა­ში შე­ი­ძი­ნა და ბოლო წლებ­ში ხში­რად მარ­თავ­და კონ­ცერ­ტებს, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში.

სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის დრო­საც კი, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გა­ნაგ­რძობ­და კი­ევ­ში სტუმ­რო­ბას. მომ­ღე­რალ­მა უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მას სა­ერ­თოდ არ ეში­ნო­და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლის."არ ყო­ფი­ლა ასე­თი რამ, რომ მე ან ჩემს შე­სა­ნიშ­ნავ მუ­სი­კო­სებს შეგ­ვში­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლის. რო­დე­საც ჩემს ჯგუფს ვუ­თხა­რი, რომ კონ­ცერ­ტით მივ­დი­ო­დით კი­ევ­ში, მათ თქვეს, რომ მზად იყ­ვნენ ემ­ღე­რათ იქ, სა­დაც ეს შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი იყო. მა­შინ მეტ­რო­ში ჩა­ვა­ტა­რეთ კონ­ცერ­ტი და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს იყო ყვე­ლა­ზე და­უ­ვი­წყა­რი კონ­ცერ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. დღემ­დე მახ­სოვს კონ­ცერ­ტის დროს მა­ყუ­რებ­ლე­ბის თვა­ლე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ვი­ვი­წყო მათი ცრემ­ლე­ბი და მთე­ლი ეს ამ­ბა­ვი რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ქა­თა­მა­ძემ.

უფრო მე­ტიც, მომ­ღე­რალ­მა ოჯახ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა­ზეც კი იფიქ­რა. ქა­თა­მა­ძემ აღი­ა­რა, რომ გა­დას­ვლის­თვის უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი აქვს. იხილეთ სრულად