"კომპანია ცრუობს" - რას აცხადებს TAV Georgia და რას პასუხობს მას გიორგი ფხალაძე, რომლის თქმითაც, რუსეთთან ფრენების მოსალოდნელი აღდგენის საპროტესტოდ დატოვა აეროპორტში სამსახური? - კვირის პალიტრა

"კომპანია ცრუობს" - რას აცხადებს TAV Georgia და რას პასუხობს მას გიორგი ფხალაძე, რომლის თქმითაც, რუსეთთან ფრენების მოსალოდნელი აღდგენის საპროტესტოდ დატოვა აეროპორტში სამსახური?

თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტე­ბის მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნია TAV Georgia ეხ­მა­უ­რე­ბა კომ­პა­ნი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, გიორ­გი ფხა­ლა­ძის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომლშიც ამ­ბობ­და, რომ სამ­სა­ხუ­რი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

მან გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის გამო მი­ი­ღო. TAV Georgia - ს გან­ცახ­დე­ბით, გი­ორ­გი ფხა­ლა­ძეს სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ჯერ კი­დევ 1-ლ მა­ისს ჰქონ­და და­წე­რი­ლი.

"იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მისი სტა­ტუ­სი შე­ი­ცავს არა­ერთ უზუს­ტო­ბას, იძუ­ლე­ბულ­ნი ვართ, გან­ვმარ­ტოთ, რომ გი­ორ­გი ფხა­ლა­ძემ სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბით კომ­პა­ნი­ის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურს მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლ მა­ისს მი­მარ­თა. შე­სა­ბა­მი­სად, მის მიერ სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა ვე­რა­ნა­ირ კავ­შირ­ში ვერ იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვის მოხ­სნას­თან, რის შე­სა­ხე­ბაც 10 მა­ისს გახ­და ცნო­ბი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ გი­ორ­გი ფხა­ლა­ძეს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის ავ­ტო­სად­გო­მის მო­ლა­რე-ოპე­რა­ტო­რად მუ­შა­ობ­და, სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა მისი მხრი­დან სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ "რუ­სე­თი­დან პირ­და­პი­რი რე­ი­სით ჩა­მოფ­რე­ნი­ლებს არ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია "ტავ ჯორ­ჯი­ას“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გი­ორ­გი ფხა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა კოპ­მა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბას. მისი თქმით, TAV Georgia ცრუ­ობს, რო­დე­საც აცახ­დებს, რომ მან სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა 1-ლ მა­ისს და­წე­რა. "ძა­ლი­ან შევ­ცდი გან­ცხა­დე­ბას რომ არ გა­და­ვუ­ღე ფოტო. წა­ვალ და წა­მო­ვი­ღებ დო­კუ­მენტს და სა­ჯა­როდ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ, რათა ყვე­ლამ ნა­ხოს რა რი­ცხვში მაქვს და­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბა.

სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე 10 მა­ისს. (გააგრძელეთ კითხვა)