გელა დაიაური და მისი მეუღლე ვაჟის მშობლები გახდნენ
გელა დაიაური ვაჟის მამა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გელა დაიაურის მეჯვარე, ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი წერს.
ვაჩე დაიაური თბილისში, საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა. ახალშობილი 3 400 გრამს იწონის და 53 სანტიმეტრია.
გელა დაიაური და ეკა მანჩხაშვილი გასულ წელს დაოჯახდნენ. წყვილმა ჯვარი 1 -ლ ოქტომბერს დაიწერა. ერთი წლის წინ პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ გადატანილი ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ, მარტოობით დაიღალა.
"ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, არ მინდოდა დამემძიმებინა ჩემი ტკივილით, განცდებით ის ადამიანი ვის გვერდითაც ვიქნებოდი. ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, თავს კარგად ვგრძნობ და მსუბუქი გახდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ყველაფერი კარგად გავიგეთ და გავიარეთ. კიდევ ერთხელ ვიპოვე მშვიდი ნავსაყუდელი ჩემს ცხოვრებაში. სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომელიც ადამიანს ცხოვრების მიზანს გაძლევს და გაძლიერებს შინაგანად. თვითონ ღმერთია სიყვარული..." - განაცხადა გადაცემა "პოსტ ალიონში" გელა დაიაურმა იმჟამად.