"ბავშვის გადარჩენას 1 საათი ცდილობდნენ" - ესპანეთში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ქართველი ბავშვი ემსხვერპლა, ადგილობრივი მედია ეხმაურება
ესპანეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას 3 წლის ქართველი გოგონა ემსხვერპლა. ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ტრაგედიაზე, რომელიც 9 მაისს მოხდა, წერს ადგილობრივი მედია.
"უბედური შემთხვევა, რომელსაც 3 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, ნუება ტორებიეხას რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ქალაქის მუნიციპალური წყაროები იუწყებიან, გოგონა, სავარაუდოდ, ცდილობდა, ბინის აივანზე, ტანსაცმლის გასაშრობი თოკიდან რაღაც ნივთის აღებას, რა დროსაც მე-6 სართულიდან გადავარდა. სასწრაფო დახმარების სამსახური დაუყოვნებლივ გამოიძახეს და ბრიგადაც დროულად გავიდა შემთხვევის ადგილზე - მარსელინას ქუჩაზე. საგანგებო სიტუაციების საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, გოგონას გადარჩენას სასწრაფო დახმარების ბრიგადა ლამის 1 საათი ცდილობდა, სამწუხაროდ, ბავშვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა", - ვკითხულობთ სტატიაში. გააგრძელე კითხვა