"ბოლო 3-4 წელია, ურთულესი პერიოდი მაქვს...არ ვნებდები, ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი - კვირის პალიტრა

"ბოლო 3-4 წელია, ურთულესი პერიოდი მაქვს...არ ვნებდები, ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გულშემატკივრებს გამოეხმაურა. სპორტსმენმა მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე დაწერა: "არ ვნებდები, ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია", წერს ბასილაშვილი. მისი თქმით, მას ბოლო წლებია იდაყვის ტრავმა აწუხებს, რის გამოც საჩოგბურთო კორტზე შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარს ავლენს. გთავაზობთ პოსტს:

"ბოლო 3-4 წელია, ურთულესი პერიოდი მაქვს... როგორც პირად, ასევე პროფესიონალურ დონეზე... 3 წელია, რაც იდაყვის ტრავმას ვებრძვი. ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50% ვავლენ. მიწევს ტკივილგამაყუჩებლების მიღება და ისე გასვლა საჩოგბურთო კორტზე, რაც აუტანელ ტკივილთანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხირვ, მართმევს უამრავ ენერგიას, ვკარგავ თავდაჯერებას და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას.

არ ვნებდები, ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია და მჯერა, ვიპოვი გამოსავალს.

მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის", - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

12052023-0926-1683869325.23_REC.png