"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა დაწესებულებაში სამკურნალოდ გადაყვანა"
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა როგორც სამკურნალოდ ვარშავაში, ისე ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანაზე.
როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.
„დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სამკურნალოდ გადაყვანა სხვა დაწესებულებაში“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.