"მე ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ. ხორცთან ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად ვლა­პა­რა­კობ ხოლ­მე" - კვირის პალიტრა

"მე ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ. ხორცთან ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად ვლა­პა­რა­კობ ხოლ­მე"

არქივი, ჟურნალი "გზა", 2013 წელი

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე შე­სა­ნიშ­ნა­ვი დი­ა­სახ­ლი­სი და კარ­გი კუ­ლი­ნა­რი გახ­ლავთ. მი­აჩ­ნია, რომ ქალი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუს­საც შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უნდა უდ­გე­ბო­დეს და ფან­ტა­ზი­ის წყა­ლო­ბით ნაირ-ნაირ, გემ­რი­ელ კერძს საკ­მა­ოდ მოკ­ლე დრო­ში ამ­ზა­დებ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლია, ცდი­ლობს, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ხორ­ცი­ა­ნი სა­დი­ლე­ბი ისე­თი­ვე სიყ­ვა­რუ­ლით გა­ა­კე­თოს, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნი და მათ­გან შე­ქე­ბა­საც იმ­სა­ხუ­რებს. ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კო თა­ვის კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს და იო­ლად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტებ­საც გვთა­ვა­ზობს.

"მე ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ"

- მე რომ ადა­მი­ა­ნი შე­მომ­ხე­დავს, ჩემი კომ­პლექ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ იტყვის, რომ შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე არ მომ­წონ­დეს, მაგ­რამ თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ - ხორცს სა­ერ­თოდ არ გე­ახ­ლე­ბით. თუმ­ცა, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, რა თქმა უნდა, ვამ­ზა­დებ და ხელი ისე მაქვს გა­წა­ფუ­ლი, მე­უბ­ნე­ბი­ან, შენს კერ­ძებს მა­რი­ლიც კი არ აკ­ლი­აო. ხორცთან ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად ვლა­პა­რა­კობ ხოლ­მე, რად­გან არ მინ­და, სხვას შე­ე­ზი­ზღოს და ჩემ გამო ბავ­შვებს იმას ვერ მო­ვაკ­ლებ, რაც ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მე სუ­ნიც კი მა­ღი­ზი­ა­ნებს და ვცდი­ლობ, არ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რო, რას ვა­კე­თებ, თო­რემ თუ გო­ნე­ბაც ჩავ­რთე, უფრო მე­ტად მი­ჭირს... ყვე­ლა­ზე მე­ტად თევ­ზე­უ­ლი და სოკო მიყ­ვარს, მათ­გან ნაირ-ნაირ კერძს ჩემი ფან­ტა­ზი­ით ვი­გო­ნებ.

სხვა­დას­ხვა კერ­ძი ერთი ინ­გრე­დი­ენ­ტით

- სა­მარ­ხვო დღე­ებ­ში ჩემს სტი­ქი­ა­ში ვარ, ეს უკვე ჩემი სფე­როა და როცა ხან­გრძლი­ვი მარ­ხვაა, ვცდი­ლობ, ისე­თი საჭ­მე­ლე­ბი გა­ვა­კე­თო, რო­მე­ლიც ყვე­ლას მო­ე­წო­ნე­ბა. მე უბ­რა­ლოდ შემ­წვარ ბად­რი­ჯანს, კარ­ტო­ფილს ან სო­კო­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვირ­თმევ­დი, მაგ­რამ სა­სარ­გებ­ლო არ არის, თა­ნაც - კა­ლო­რი­უ­ლია. ერთი და იმა­ვე ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით სწრა­ფად და იო­ლად მო­სამ­ზა­დე­ბელ რამ­დე­ნი­მე კერძს ვამ­ზა­დებ, თა­ნაც მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა იძი­ნებს ანუ წი­ნა­ღა­მეს, რად­გან დღი­სით ამის­თვის აღარ მცა­ლია. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დრო სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და­ხარ­ჯო და მერე საქ­მე ვე­ღარ გა­ა­კე­თო, არ გა­მო­ვა...

მა­გა­ლი­თად, ბად­რიჯ­ნის­გან - აჯაფ­სან­დალს, ასე­ვე, ე.წ. "გა­და­კე­ცილ" და "შე­სუ­ნე­ლე­ბულ" ბად­რი­ჯანს ვამ­ზა­დებ, რო­მელ­საც ვა­მა­ტებ ნი­გოზს, სუ­ნე­ლებს, ძა­ლი­ან წვრი­ლად დაჭ­რილ ხახვს, ქინძსა და მა­რილს. ოღონდ ვცდი­ლობ, ნი­გო­ზი ცოტა გა­მო­ვი­ყე­ნო, რად­გან ნაკ­ლე­ბად სა­სარ­გებ­ლოა და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მას ხში­რად მო­იხ­მარს, ვურ­ჩევ­დი და ვთხოვ­დი, რომ ნი­გოზ­თან არა­ვი­თან შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნონ ძმა­რი. ერ­თმა­ნეთ­ში არ აუ­რი­ონ. პირ­და­პირ სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის გამ­ღვი­ვე­ბე­ლია და ამის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ამა­ზე არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა და ჩემი ოჯა­ხიც მი­ვაჩ­ვიე.

4-5 თავი ხახ­ვი მო­შუ­შეთ და და­ა­მა­ტეთ 5-6 ცალი დიდი ზო­მის, კუ­ბე­ბად დაჭ­რი­ლი ბად­რი­ჯა­ნი. თუ კან­გაც­ლი­ლია, უფრო მალე იშუ­შე­ბა. ჩა­ა­მა­ტეთ 5-6 კბი­ლი ნი­ო­რი, პილ­პი­ლი, მა­რი­ლი და სა­მარ­ხვო მა­ი­ო­ნე­ზი. სხვა­თა შო­რის, სო­კოს ჰგავს. არა­სა­მარ­ხვო დღე­ებ­ში ათ­ქვე­ფი­ლი კვერ­ცხიც შე­გიძ­ლი­ათ მო­ას­ხათ.

წვნი­ა­ნე­ბი

- სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მომ­წონს ჭარხლის "ბორშჩი", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა. ბევ­რს არ უყ­ვარს კომ­ბოს­ტო­ი­ა­ნი წვნი­ა­ნი და ბავ­შვო­ბი­სას მისი ჭამა ჩემ­თვის ტან­ჯვა იყო. ამი­ტომ, ახლა ასეთ­ნა­ი­რად ვა­კე­თებ: სულ ცოტა ცივ წყალ­სა და ზეთ­ში მოვ­შუ­შოთ წვრი­ლად გა­ხე­ხი­ლი ჭარ­ხა­ლი, და­ვუ­მა­ტოთ ძა­ლი­ან წვრი­ლად დაჭ­რი­ლი კარ­ტო­ფი­ლი, სტა­ფი­ლო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ან მწვა­ნე ხახ­ვი და რო­გორც კი ოდ­ნავ ჩა­ი­შუ­შე­ბა, და­ვას­ხათ ცალ­კე ადუ­ღე­ბუ­ლი წყა­ლი, რად­გან ბოსტნე­უ­ლის დიდ­ხანს ხარ­შვა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ნა­ირ სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბას კარ­გავს. ბო­ლოს წი­თე­ლი და მწვა­ნე ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, მწვა­ნი­ლი და მა­რი­ლიც ჩა­ვა­ყა­როთ. ზოგი მა­ი­ო­ნეზს ან არა­ჟან­საც ამა­ტებს. ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქია და ბავ­შვებ­საც ვაჭ­მევ ხოლ­მე. ცი­ვიც კი გემ­რი­ე­ლია.

სო­კოს წვნი­ა­ნი

- სო­კოს წვნი­ა­ნი იოლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია და გემ­რი­ე­ლი. ქამა სოკო დავ­ჭრათ, კარ­გად მოვ­ხარ­შოთ (ნა­ხე­ვარ კგ სო­კოს 2 ლიტ­რამ­დე წყა­ლი და­ვას­ხათ) და მას­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე თავი მთლი­ა­ნი ხახ­ვი ჩავ­დოთ. როცა ხახ­ვი შერ­ბილ­დე­ბა, ამო­ვი­ღოთ და ნა­ხარშს ფქვი­ლი "მო­ვუ­კი­დოთ". პუ­რის ფქვი­ლი ცოტა მა­რილ­თან ერ­თად, ცალ­კე, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი ჩაის ჭიქა ცივ წყალ­ში გავ­ხსნათ და შემ­დეგ, მთლი­ა­ნი მასა 5 წუ­თით წა­მო­ვა­დუ­ღოთ. პილ­პილ­სა და მა­რილს გე­მოვ­ნე­ბით და­ვა­მა­ტებთ და კერ­ძი მზა­დაა. სხვა­თა შო­რის, თეფ­შებ­ზე გა­და­ღე­ბი­სას შეგ­ვიძ­ლია მას­ში ორ­ცხო­ბი­ლას პა­ტა­რა "კუ­ბი­კე­ბი" ჩა­ვი­ყა­როთ. არა­სა­მარ­ხვო დღე­ებ­ში ამ ყვე­ლა­ფერს რძეს ან ნა­ღებს თუ და­ვა­მა­ტებთ, უფრო აგემ­რი­ე­ლებს.

ბრინ­ჯის სა­ლა­თა

- ბრინ­ჯის­გან ბევ­რნა­ი­რი გემ­რი­ე­ლი და სა­მარ­ხვო კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს, რომ არ ჩაფ­ლავ­დეს. რო­დე­საც მა­რი­ლი­ან წყალ­ში მოვ­ხარ­შავთ და ცივ წყალს გა­და­ვავ­ლებთ, ცალ­კე მზად უნდა გვქონ­დეს წვრი­ლად დაჭ­რი­ლი 2-3 ცალი სტა­ფი­ლო (მა­გა­ლი­თად, ნა­ხე­ვარ კგ ბრინ­ჯზე), 3-3 ცალი წი­თე­ლი და მწვა­ნე ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, მწვა­ნე ხახ­ვი. გაზ­ზე დავ­დგათ, ქვაბ­ში ან ტა­ფა­ზე ძა­ლი­ან ცოტა ზეთი და­ვას­ხათ, რომ ძირ­ზე არ მი­იწ­ვას და ბრინჯს ოდ­ნავ ორ­თქლი რომ აუვა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­ყა­როთ. მერე უკვე ცე­ცხლი აღარ უნდა.

კომ­ბოს­ტოს სა­ლა­თა

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს კომ­ბოს­ტოს სა­ლა­თა, სა­სარ­გებ­ლოა - ცხიმს წვავს და მას­ში ბევ­რი ისე­თი ვი­ტა­მი­ნია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია. წვრი­ლად დავ­ჭრათ კომ­ბოს­ტო, ბრო­კო­ლი, ხახ­ვი, ცოტა ქინ­ძი და კამა, ბო­ლოს კი - მა­ი­ო­ნე­ზი, მა­რი­ლი და პილ­პი­ლი და­ვუ­მა­ტოთ. ორ­ცხო­ბი­ლის "კუ­ბი­კე­ბი" ამ სა­ლ­ა­თა­საც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა.

ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის "შა­ურ­მა"

- მი­დი­ე­ბი და რვა­ფე­ხე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, უგემ­რი­ე­ლე­სია, მაგ­რამ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, ცოტა არ იყოს, მე­ნა­ნე­ბა ხოლ­მე. ერთი ვა­რი­ან­ტი მაქვს, რო­მე­ლიც სწრა­ფად კეთ­დე­ბა, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია და "შა­ურ­მას" ჰგავს. სომ­ხუ­რი ლა­ვა­შით ვა­კე­თებ. როცა მი­დი­ე­ბი და რვა­ფე­ხე­ბი ერ­თად მო­ი­ხარ­შე­ბა, წვრი­ლად დავ­ჭრათ, ხახვთან ერ­თად მოვ­შუ­შოთ და 2-3 კბი­ლი ნი­ო­რი, მა­ი­ო­ნე­ზი, შავი პილ­პი­ლი და მა­რი­ლი და­ვუ­მა­ტოთ. ცალ­კე ვამ­ზა­დებ ლა­ვაშს, რო­მელ­ზეც ვდებ კარ­გად გამ­შრალ რამ­დე­ნი­მე ცალ სა­ლა­თის ფურ­ცელს, რომ ლა­ვა­ში არ დას­ველ­დეს, ამ მა­სას ზე­მო­დან ვა­თავ­სებ, მერე ისევ სა­ლა­თის ფურ­ცელს ვა­დებ, გა­და­ვახ­ვევ და 1-2 წუ­თით ძა­ლი­ან ცხელ ტა­ფა­ზე ვდებ, ჯერ ერთ მხა­რეს, მერე - მე­ო­რე. უგემ­რი­ე­ლე­სი გა­მო­დის და ეს შიგ­თავ­სი, უბ­რა­ლოდ სა­ლა­თის სა­ხი­თაც შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ.

- ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვად იგო­ნებთ?

- კი, ვერ ვი­ტან დოგმებს, კონ­კრე­ტულ რე­ცეპ­ტებს და ყვე­ლა­ფერს ჩე­მე­ბუ­რად რა­ღა­ცებს ვა­მა­ტებ. ქალი ყვე­ლა­ფერს შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უნდა უდ­გე­ბო­დეს და მის­თვის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სიც სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს. ნა­ძა­ლა­დე­ვად რა­მეს კე­თე­ბა აუ­ტა­ნე­ლია. მა­გა­ლი­თად მე, რეს­ტორ­ნე­ბი დი­დად არ მიყ­ვარს და რო­დე­საც რა­ღაც დღე­ო­ბე­ბი გვაქვს, მირ­ჩევ­ნია, კერ­ძე­ბი მე თვი­თონ მო­ვამ­ზა­დო, რად­გან როცა სტუ­მარს შენი ხე­ლით მომ­ზა­დე­ბულ კერძს მი­არ­თმევ, თა­ნაც თუ მო­გი­წო­ნებს კი­დეც, სულ სხვაა, სიყ­ვა­რუ­ლით აკე­თებ და სიყ­ვა­რუ­ლით­ვე უმას­პინ­ძლდე­ბი. ერთი თვი­სე­ბა მაქვს, არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ვინ­მეს რე­ცეპტს ვთხოვ, ეტყო­ბა, ჩემი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, მე თვი­თონ გა­მო­ვიც­ნო, რაში რა შე­მად­გენ­ლო­ბაა და რო­გო­რაა გა­კე­თე­ბუ­ლი.

"კუბ­და­რი" თევ­ზით

- თითო ფხა­გაც­ლილ კალ­მახს (ან სხვა თევზს) თითო დიდი თავი ხახ­ვი და ერთი დიდი კონა ქინ­ძი და­ვუ­მა­ტოთ. ცალ­კე გა­ვა­კე­თოთ მასა - აჯი­კა, ტო­მა­ტი, მა­რი­ლი და შავი პილ­პი­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს და­ახ­ლო­ე­ბით 100 გრამ წყალ­ში ვუ­რევ და ცოტა ზეთს ვა­მა­ტებ. შემ­დეგ, რო­გორც მხალს, ისე ვუ­რევ და უგემ­რი­ე­ლე­სი გა­მო­დის. ფაქ­ტობ­რი­ვად, თევ­ზის მხა­ლი­ცაა და ამავდრო­უ­ლად, მისი ჩა­დე­ბა ცომ­შიც შეგ­ვიძ­ლია. ოღონდ მე ფე­ნო­ვან ცომ­ში ვდებ, უფრო მსუ­ბუ­ქია და ღუ­მელ­ში ვა­ცხობ. მოკ­ლედ, თუ ამის გა­კე­თე­ბას ცდით, დარ­წმუნ­დე­ბით, რომ მარ­თლაც გემ­რი­ე­ლია და გა­მიხ­სე­ნებთ.

კუ­ლი­ნა­რია და ოჯა­ხუ­რი იდი­ლია

- ის, რომ ზო­გი­ერთ ქალ­ბა­ტონს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი არა­ე­ლი­ტუ­რად მი­აჩ­ნია, ვფიქ­რობ, არას­წო­რია. ამა­ზე სულ ვხუმ­რობ ხოლ­მე, ბო­დი­ში, თქვენს მამა-პა­პას ხომ სულ მარ­კე­ტებ­ში სი­ა­რულ­ში ამოხ­დათ სული-მეთ­ქი (იცი­ნის). ყვე­ლას წი­ნა­პა­რი აკე­თებ­და სა­დილს და თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, საჭ­მლის გა­კე­თე­ბა რომ არ იცის, ეს ელი­ტუ­რო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია, ძა­ლი­ან ცდე­ბა. ეს ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოა, უნი­ჭო­ბაა. ქალს სამ­ზა­რე­უ­ლოც ამ­შვე­ნებს, თუ ამას შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­უდ­გე­ბა. ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, მათ შო­რის, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვი­ლებს, რომ რეს­ტორ­ნებ­ში ხში­რად სი­ა­რულს, ჯო­ბია მე­უღ­ლე­ებს მათ­თვის საყ­ვა­რე­ლი კერ­ძე­ბი მო­უმ­ზა­დონ და ნა­ხა­ვენ, რომ მათ ოჯახ­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი სიტ­კბო და იდი­ლია და­ი­სად­გუ­რებს.

- თქვე­ნი შვი­ლი - მა­რი­ა­მი რო­გო­რი დი­ა­სახ­ლი­სია?

- ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ნაკ­ლე­ბად უყ­ვარს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არც დას­ჭირ­ვე­ბია, რად­გან მე­უღ­ლე­სა და ბავ­შვთან ერ­თად, ამ­ჟა­მად ჩემ­თან ცხოვ­რობს და ყვე­ლა­ფე­რი მზამ­ზა­რე­უ­ლი აქვს. როცა უჩე­მოდ ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევს, ზუს­ტად ვიცი, რომ გა­ა­კე­თებს, რად­გან ამის თე­ო­რი­უ­ლი მზა­ო­ბა არ­სე­ბობს. თუმ­ცა რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი ახ­ლაც იცის. სხვა­თა შო­რის, ჩემს რძალს - ანის, კო­კოს მე­უღ­ლეს, კუ­ლი­ნა­რი­ის მი­მართ უფრო მეტი ინ­ტე­რე­სი აქვს და ხში­რად მე­კი­თხე­ბა, რა რო­გორ გა­ვა­კე­თოო. თავ­ზე და­მად­გე­ბა ხოლ­მე, უყუ­რებს, იმახ­სოვ­რებს და თა­ვის სახ­ლშიც აკე­თებს. ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, რად­გან იქ, სა­დაც ქალი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში "ტრი­ა­ლებს", სტუ­მა­რი არა­სო­დეს გა­მო­ი­ლე­ვა, თუ სტუ­მა­რი ბევ­რია, ესე იგი, არ­სე­ბობს კერა, ად­გი­ლი, სა­დაც ადა­მი­ანს მი­ეს­ვლე­ბა და მი­უ­ხა­რია.

ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­ე­ბის ტრა­დი­ცია

- ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს ჩვენს სახ­ლში ვიკ­რი­ბე­ბით, რად­გან ეს მა­მა­ჩე­მის, "ძირი სახ­ლია" და ჩემი დები თა­ვი­ანთ საქ­მე­ებს რომ მო­ი­ლე­ვენ, აქ მო­დი­ან ხოლ­მე, ახა­ლი წელი იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა დღე­სას­წა­უ­ლი. დის­შვი­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ აქ შეკ­რე­ბა, ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე სუს­ტი წერ­ტი­ლი კი სა­გუ­რა­მოა, იქ მარ­თლაც დიდი ზე­ი­მია ხოლ­მე, რად­გან ზა­ფხულ­ში სულ ერ­თად ვართ - სა­მი­ვე დის ოჯა­ხი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­ა­ნად და მათი მე­უღ­ლე­ე­ბი­ა­ნად. იმის გამო, რომ ღვთის წყა­ლო­ბით, ბევ­რნი და სხვა­დას­ხვა გე­მოვ­ნე­ბის ხალ­ხი ვართ, სულ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა გვი­წევს და ჩვენს შვი­ლებს ვე­ხუმ­რე­ბით, ერ­თნა­ი­რი საჭ­მე­ლი მო­ი­თხო­ვეთ-თქო (იცი­ნის).

უცხო­უ­რი "გემ­რი­ე­ლო­ბე­ბი"

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ებ­რა­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და ის­რა­ელ­ში ყოფ­ნი­სას, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ ხოლ­მე. თევ­ზის უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბის კერ­ძი აქვთ, ასე­ვე, კარ­გი სუ­ნე­ლე­ბი და რძის ნა­წარ­მი, რო­მელ­ზეც მე დი­დად არ ვგიჟ­დე­ბი. ჩი­ნურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ბევ­რი გემ­რი­ე­ლი და სა­სარ­გებ­ლო კერ­ძია და ისეთ­ნა­ი­რად ამ­ზა­დე­ბენ, პრო­დუქტს სა­ჭი­რო თვი­სე­ბებს უნარ­ჩუ­ნე­ბენ. უნ­გრეთ­ში ნამ­ცხვრე­ბი მო­მე­წო­ნა, სა­ოც­რად გემ­რი­ე­ლია, თა­ნაც კრე­მი­ა­ნი, უკ­რე­მო არ მიყ­ვარს... ტკბი­ლე­უ­ლის მუ­სუ­სი ვარ, მაგ­რამ თავს ზედ­მე­ტი ფუ­ფუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ. ვა­ღი­ა­რებ, რომ რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ზა­რე­ბა, ეს ნამ­ცხვრე­ბის ცხო­ბაა. დღეს, მარ­კე­ტებ­სა თუ კაფე-ბა­რებ­ში უგემ­რი­ე­ლე­სი ტკბი­ლე­უ­ლი იყი­დე­ბა და ამის­თვის სახ­ლში წვა­ლე­ბა არ ღირს.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)