"თავისი ანგელოზის ხსენების დღეს წავიდა..." - ბერი ანდრიას ბებია გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"თავისი ანგელოზის ხსენების დღეს წავიდა..." - ბერი ანდრიას ბებია გარდაიცვალა

გარდაიცვალა ბერი ანდრია ბებია, თამარა ბებო. სამწუხარო ინფორმაციას ბერის ანდრიას ფონდის ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ.

"ჩვენი ბერი ანდრიას და თითოეული ჩვენი შვილობილის თამარა ბებომ, ჩვენი დედა თინათინის დედიკომ, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, იმიერში გადაინაცვლა...

ბერი ანდრია, თორმეტი წლის წინ, მისი საყვარელი წმინდანების, კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს, 28 ივლისს გარდაიცვალა, მიწას 30 ივლისს, წმიდა მარინეს ხსენების დღეს მივაბარეთ...

ბერი ანდრია თავის საყვარელ ბებოს წმიდა ანდრია მოციქულის დღეს, თავისი ანგელოზის ხსენების დღეს ყველაზე მტკივნეულის - სულისა და ხორცის გაყრაში შეეწია...

თამარა ბებოს თამარობას, 14 მაისს დავკრძალავთ.

უფალს ვთხოვთ, წმიდა ანდრია მოციქულის, წმიდა თამარ მეფის და მისი სათაყვანო შვილიშვილის, ბერი ანდრიას შეწევნით, მხევალი ღვთისა თამარი დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

თამარა ბებოს დაემშვიდობებით ყოვლადწმინდა სამების ლავრის, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში, დღეს და ხვალ, 12 და 13 მაისს, საღამოს ათ საათამდე. ტაძრიდან კვირას, 14 მაისს გამოვასვენებთ" - წერია გვერდზე.