"კი მამაჩემი "სოჩაში" ცხოვრობს... რუსეთის ნ***ჭვრობას მამაჩემით და მამაჩემის დარად რუსეთში მაცხოვრებლებით ვერ გააპრავებთ" - კვირის პალიტრა

"კი მამაჩემი "სოჩაში" ცხოვრობს... რუსეთის ნ***ჭვრობას მამაჩემით და მამაჩემის დარად რუსეთში მაცხოვრებლებით ვერ გააპრავებთ"

მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი წერს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი "მის გა­შა­ვე­ბას ცდი­ლობს" და რო­დე­საც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახ­სე­ნებს, რომ მა­მა­მი­სი სოჭ­ში ცხოვ­რობს. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"მოკ­ლედ, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გა­შა­ვე­ბის მო­რი­გი მა­რაზ­მი წა­მო­ი­წყეს. რო­გორც კი რუ­სეთს ვახ­სე­ნებ, ეგ­რე­ვე მა­მა­ჩემ­ზე იწყე­ბენ თი­თის გაშ­ვე­რას.

კი მა­მა­ჩე­მი "სო­ჩა­ში" ცხოვ­რობს და რეს­ტო­რან­ში მღე­რის, ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად. ამას მა­ძა­ხე­ბენ თით­ქოს, მა­მა­ჩე­მი ოლი­გა­ქი, ბიზ­ნეს­მე­ნი ან კრემლთან და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი იყოს.

მა­მა­ჩე­მი არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კო­სი და ბევრ ძა­ლით ქარ­თველ­ზე პატ­რი­ო­ტი!

20 წე­ლია რაც იქ შრო­მობს ისე­ვე, რო­გორც ბევ­რი მიმ­ტა­ნი, ხე­ლო­სა­ნი და ა.შ. თუ მა­მა­შე­ნი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს ე.ი. უნდა ემ­ხრო­ბო­დე ოკუ­პა­ცი­ას, რუსი ღო­რე­ბის აქ პარ­პაშს, უნდა ამარ­თლებ­დე ჩვე­ნი დევ­ნი­ლე­ბის ყო­ფას და უნდა ეგდო ჩუ­მად.

როცა მა­მა­ჩე­მი წა­ვი­და, სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქო­ნია, ჩვენ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, დიდი ოჯა­ხი ჰქონ­და სარ­ჩე­ნი, ჩვენ უმა­მოდ და­ვი­ზარ­დეთ და ეს მსხვერ­პლი ცეკ­ვა-თა­მა­შით არ გა­უ­ღია. და­ახ­ლო­ე­ბით ჩემ ასაკ­ში წა­ვი­და და ახლა 60 წელს გა­დას­ცდა, მე თუ მკი­თხავთ, არ მი­ხა­რია რომ მა­მა­ჩე­მი იქ არის სა­დაც არის, არც ის მა­ხა­რებს, რომ ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლე­ბი რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ.

"რუ­სე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლე­ბი კარ­გია?" "მა­მა­შენ­მა უნდა იშო­ვოს ფუ­ლე­ბი და ქარ­თველ­მა გლეხ­მა არა?" "გშურს რომ სხვაც კარ­გად იქ­ნე­ბა?" - აი ეს არის ძი­რი­თა­დი პა­თო­სი. მე ვა­მა­ყობ ჩემი მშობ­ლე­ბით და ჩემი ოჯა­ხით.

თუ ჩემ­ზე რამე გაქვთ თქვით, ჩემს ოჯახს შე­ეშ­ვით!

ადა­მი­ა­ნე­ბი მლან­ძღა­ვენ რუ­სე­თი რომ არ მინ­და იმის გამო. თქვე უსის­ხლო­ე­ბო, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი რომ იყოს რუ­სეთ­ში, ისე რო­გორ მა­მა­ჩე­მია ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა­ზე და­აფ­სამ­დით!

დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, დი­დე­ბა ჩვენს გმი­რებს. მტერს (რუ­სეთს) ყველ­გან და­მარ­ცხე­ბას და გა­მა­თხოვ­რე­ბას ვუ­სურ­ვებ.

მა­მა­ჩემს და ყვე­ლა მის­ნა­ირ პატ­რი­ოტს ვუ­სურ­ვებ სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში ჰქო­ნო­დეთ ის და­ფა­სე­ბა და პა­ტი­ვი, რა­საც იმ­სა­ხუ­რე­ბენ!

კი მა­მა­ჩე­მი "სო­ჩა­ში" ცხოვ­რობს და ჩვე­ნი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა! რუ­სე­თი მტე­რია, ხოლო ამ თე­მით ჩემი გა­შა­ვე­ბა არის დედა მო**ნუ­ლო­ბა!

რუ­სე­თის ნა­ბიჭ­ვრო­ბას მა­მა­ჩე­მით და მა­მა­ჩე­მის და­რად რუ­სეთ­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბით ვერ გა­აპ­რა­ვებთ. მამი მიყ­ვარ­ხარ და ბო­დი­ში", - წერს გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი.