"კი მამაჩემი "სოჩაში" ცხოვრობს... რუსეთის ნ***ჭვრობას მამაჩემით და მამაჩემის დარად რუსეთში მაცხოვრებლებით ვერ გააპრავებთ"
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი წერს, რომ ადამიანების ნაწილი "მის გაშავებას ცდილობს" და როდესაც რუსეთთან დაკავშირებით საუბრობს, საზოგადოება ახსენებს, რომ მამამისი სოჭში ცხოვრობს. აღნიშნულ თემაზე სუხიტაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
"მოკლედ, ჩემი და ჩემი ოჯახის გაშავების მორიგი მარაზმი წამოიწყეს. როგორც კი რუსეთს ვახსენებ, ეგრევე მამაჩემზე იწყებენ თითის გაშვერას.
კი მამაჩემი "სოჩაში" ცხოვრობს და რესტორანში მღერის, ქართველებთან ერთად. ამას მაძახებენ თითქოს, მამაჩემი ოლიგაქი, ბიზნესმენი ან კრემლთან დაახლოვებული იყოს.
მამაჩემი არის შესანიშნავი მუსიკოსი და ბევრ ძალით ქართველზე პატრიოტი!
20 წელია რაც იქ შრომობს ისევე, როგორც ბევრი მიმტანი, ხელოსანი და ა.შ. თუ მამაშენი რუსეთში ცხოვრობს ე.ი. უნდა ემხრობოდე ოკუპაციას, რუსი ღორების აქ პარპაშს, უნდა ამართლებდე ჩვენი დევნილების ყოფას და უნდა ეგდო ჩუმად.
როცა მამაჩემი წავიდა, სხვა არჩევანი არ ჰქონია, ჩვენ პატარები ვიყავით, დიდი ოჯახი ჰქონდა სარჩენი, ჩვენ უმამოდ დავიზარდეთ და ეს მსხვერპლი ცეკვა-თამაშით არ გაუღია. დაახლოებით ჩემ ასაკში წავიდა და ახლა 60 წელს გადასცდა, მე თუ მკითხავთ, არ მიხარია რომ მამაჩემი იქ არის სადაც არის, არც ის მახარებს, რომ ზოგადად, ქართველები რუსეთში ცხოვრობენ.
"რუსეთიდან გამოგზავნილი ფულები კარგია?" "მამაშენმა უნდა იშოვოს ფულები და ქართველმა გლეხმა არა?" "გშურს რომ სხვაც კარგად იქნება?" - აი ეს არის ძირითადი პათოსი. მე ვამაყობ ჩემი მშობლებით და ჩემი ოჯახით.
თუ ჩემზე რამე გაქვთ თქვით, ჩემს ოჯახს შეეშვით!
ადამიანები მლანძღავენ რუსეთი რომ არ მინდა იმის გამო. თქვე უსისხლოებო, თქვენი ოჯახის წევრი რომ იყოს რუსეთში, ისე როგორ მამაჩემია ალბათ, საქართველოს დროშაზე დააფსამდით!
დიდება საქართველოს, დიდება ჩვენს გმირებს. მტერს (რუსეთს) ყველგან დამარცხებას და გამათხოვრებას ვუსურვებ.
მამაჩემს და ყველა მისნაირ პატრიოტს ვუსურვებ საკუთარ სამშობლოში ჰქონოდეთ ის დაფასება და პატივი, რასაც იმსახურებენ!
კი მამაჩემი "სოჩაში" ცხოვრობს და ჩვენი სამშობლო საქართველოა! რუსეთი მტერია, ხოლო ამ თემით ჩემი გაშავება არის დედა მო**ნულობა!
რუსეთის ნაბიჭვრობას მამაჩემით და მამაჩემის დარად რუსეთში მაცხოვრებლებით ვერ გააპრავებთ. მამი მიყვარხარ და ბოდიში", - წერს გიორგი სუხიტაშვილი.