"ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები ნორმალურად არ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინიდან გასვლას არ დააძალებს" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები ნორმალურად არ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინიდან გასვლას არ დააძალებს"

ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები ნორმალურად არ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინიდან გასვლას არ დააძალებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სტოკჰოლმში წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოვუწოდებთ ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, გავლენა იქონიოს რუსეთზე, რათა ეს ომი შეწყდეს და კონსტრუქციული როლი ითამაშოს, რათა უკრაინამ სამართლიანი მშვიდობა მიიღოს“, - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთმა გაიგოს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - საფრთხეა არსებობისადმი.

„ველით, რომ ჩინეთი თავის როლსა და თავის ვალდებულებებს გამოიყენებს. ეს თუ ასე არ იქნება - ჩვენი ურთიერთობები ასე კარგი არ იქნება",- აღნიშნა ბორელმა.