"ჩემს მეუღლეს არ უყვარს სადმე გამოჩენა, თუმცა ჩემთვის არასდროს უთქვამს, მოდელობას თავი დაანებეო" - როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს 2000-იანი წლების პოპულარული მოდელი? - კვირის პალიტრა

"ჩემს მეუღლეს არ უყვარს სადმე გამოჩენა, თუმცა ჩემთვის არასდროს უთქვამს, მოდელობას თავი დაანებეო" - როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს 2000-იანი წლების პოპულარული მოდელი?

მისი კა­რი­ე­რა პო­დი­უმ­ზე და­ი­წყო. 17 წელი აქ­ტი­უ­რი მო­დე­ლი იყო. შემ­დეგ აქ­ტი­ურ მო­დე­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბე. თუმ­ცა ამ სფე­როს­თან კონ­ტაქ­ტი არ გა­უ­წყვე­ტია.

"პო­დი­უ­მი­დან რაც წა­მო­ვე­დი, რამ­დენ­ჯერ­მე მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამა თუ იმ ჩვე­ნე­ბა­ში. ხში­რად არა, მაგ­რამ დღე­საც ვმო­ნა­წი­ლე­ობ ხოლ­მე... კი და­ვა­ნე­ბე თავი, მაგ­რამ დიდ­ხანს ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად (სოფო ბურ­ჯა­ნა­ძე, ლელა ცინ­ცა­ძე, ირი­ნა ონაშ­ვი­ლი - ოთხნი ვი­ყა­ვით) მა­ინც ამ სფე­რო­ში ვი­ყა­ვი, - სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო მქონ­და. დამ­წყებ მო­დე­ლებ­თან ვმუ­შა­ობ­დი, ამ პრო­ფე­სი­ას ვას­წავ­ლი­დი. მათ ჩვე­ნებ­ზე ვზრუ­ნავ­დი, ასე რომ, ნოს­ტალ­გი­ის ამ­ბა­ვი არ მქო­ნია" - გვე­უბ­ნე­ბა 90-იან წლებ­სა და 2000-ია­ნებ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი მოდე­ლი ლალი ტო­ტი­კაშ­ვი­ლი.

რო­გორ ცხოვ­რობს ახლა, რო­გორ იხ­სე­ნებს წარ­სულ წლებს, რას ფიქ­რობს ქარ­თულ მო­და­ზე და რო­გო­რი დე­დაა, ამა­ზე მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- არც იმ წლე­ბის ნოს­ტალ­გია გაქვს, როცა ამ სფე­რო­თი ცხოვ­რობ­დი და ეს იყო შენი ძი­რი­თა­დი, მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა?

- სწო­რედ იმის გამო, რომ მა­ინც სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში ვრჩე­ბო­დი, შე­ხე­ბა მქონ­და მო­დე­ლებ­თან და მათ­ზე ზრუნ­ვით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, ნოს­ტალ­გია არ მქო­ნია.

- რა არის შენ­თვის პო­დი­უ­მი?

- საქ­მე, ჰობი, გარ­თო­ბა, რო­მე­ლიც მომ­წონ­და, მიყ­ვარ­და, დღემ­დე მიყ­ვარს და მომ­წონს. ვთვლი, გო­გო­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც მო­დე­ლო­ბას არ აპი­რე­ბენ, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში მა­ინც უნდა ია­რონ. ბევრ რა­მეს ის­წავ­ლი­ან, ბევრ რა­მე­ში და­იხ­ვე­წე­ბი­ან. მგო­ნია, რომ ეს ყვე­ლა გო­გოს­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჩემ­თვის ის სფე­რო აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და შე­მიყ­ვარ­და.

- ამ სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გი­ზი­დავ­და?

- სცე­ნა, რო­მელ­საც აქვს თა­ვი­სი ხიბ­ლი და იქ გა­მოს­ვლას სა­ო­ცა­რი ემო­ცია და ხიბ­ლი ახ­ლავს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მომ­ღე­რა­ლი ხარ, მსა­ხი­ო­ბი თუ მო­დე­ლი. ყველ­გან ამას ვამ­ბობ, რომ ჩემი ოც­ნე­ბა ბავ­შვო­ბი­დან მომ­ღერ­ლო­ბა იყო. რო­დე­საც მე და თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვილ­მა დუ­ე­ტი ჩავ­წე­რეთ სიმ­ღე­რა­ზე „ეს ერთი ღამე“, კონ­ცერ­ტებ­ზე აქ­ტი­უ­რად გვი­წევ­და გა­მოს­ვლა, მათ შო­რის, დიდ კონ­ცერ­ტებ­ზე, დიდი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე. ის იყო სა­ოც­რე­ბა. გა­მორ­ჩე­უ­ლი ემო­ცია ახლა იმ ყვე­ლა­ფერს. მერე სიმ­ღე­რაც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო.

- კი, 2000-ია­ნე­ბის ჰიტი იყო...

- დღემ­დე ახ­სოვთ და უს­მე­ნენ... თუმ­ცა თუ მო­დე­ლო­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბით, ალ­ბათ ჩემი ეს არ­ჩე­ვა­ნი ზო­გა­დად მა­ინც სწო­რი ნა­ბი­ჯი იყო...

- და მგო­ნია, სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდი...

- მა­შინ სა­მო­დე­ლო სფე­როც თით­ქოს სხვა­ნა­ი­რი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „ფე­შენ ვიკი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ტარ­დე­ბო­და. თუმ­ცა ფეხს იკი­დებ­და სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი, ისე­ვე რო­გორც შო­უ­ბიზ­ნე­სი. ბევ­რი სიმ­ღე­რა იწე­რე­ბო­და, კლი­პებს იღებ­დნენ, იყო კონ­ცერ­ტე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი" სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლი ტარ­დე­ბო­და - აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი იყო. სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბიც ცოტა იყო და ამ­დე­ნი მო­დე­ლიც არ გვყავ­და. ახლა სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა. სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოც მე­ტია, მო­დე­ლებს გზა გა­ეხ­სნათ - სა­ზღვრებს გა­რეთ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ. სფე­რო ძა­ლი­ან და­იხ­ვე­წა და გან­ვი­თარ­და იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­დან წარ­მა­ტე­ბას ბევ­რმა მი­აღ­წია აქაც და ფარ­გლებს გა­რე­თაც. დღე­საც ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს სფე­რო. ბევ­რად დახ­ვე­წი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი იმარ­თე­ბა იმ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, როცა ვი­წყებ­დით. თუმ­ცა გა­და­სა­რე­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმარ­თე­ბო­და და თან რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ბევ­რი იყო. დღე­ში ერ­თმა­ნეთს 2-3 ჩვე­ნე­ბაც კი ემ­თხვე­ო­და. ახლა აქ­ცენ­ტე­ბი უფრო მო­დოს კვი­რე­უ­ლებ­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი და ამი­ტომ აღარ არის ისე ხში­რი. პან­დე­მი­ა­მაც ხომ ბევ­რი რამ შე­ა­ფერ­ხა.

დღე­ვან­დე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, რაც არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცეს აქაც და ფარ­გლებს გა­რე­თაც. მათ ნა­მუ­შევ­რებს უცხო ქვეყ­ნებ­შიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იც­ნო­ბენ, იძე­ნენ, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა დემ­ნა გვა­სა­ლი­ა­ზე. რო­მელ­მაც მო­დის სფე­რო­ში რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა და უნი­ჭი­ე­რე­სია. სხვა­თა შო­რის, დემ­ნა­მაც დიდი როლი ითა­მა­შა, რომ უცხო­ეთ­ში ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ. კი, ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდაა და გა­ა­მარ­თლეს - სა­ო­ცარ კო­ლექ­ცი­ებს ქმნი­ან, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მათ­გან ბევ­რი მომ­წონს და ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. (გააგრძელეთ კითხვა)