აფხაზეთის ომს შეწირული საშკა იოსელიანის ამბავი: ქალების გულთამპყრობელი მსახიობის გზა კინოსა და ტელევიზიაში - კვირის პალიტრა

აფხაზეთის ომს შეწირული საშკა იოსელიანის ამბავი: ქალების გულთამპყრობელი მსახიობის გზა კინოსა და ტელევიზიაში

"სა­ო­ცა­რი საშ­კა დახ­ვე­წი­ლი და სულ სხვა­ნა­ი­რი, მას­ზე მთე­ლი თბი­ლი­სის ქა­ლე­ბი იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. მას საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გარ­და, სხვა ქა­ლე­ბი მი­მართ მზე­რაც არ უს­რო­ლია, ასე­თი იყო, სა­ოც­რად ერ­თგუ­ლი, თუ ერთხელ ვი­ღა­ცა შე­უყ­ვარ­დე­ბო­და, ნიშ­ნავ­და ბო­ლომ­დეს... ვაჟ­კა­ცი იყო, რო­მან­ტი­კო­სი და ერის კაცი... იმას შე­ე­წი­რა იქ, ჩვენ რომ ვმი­ტინ­გობთ აქ" - წერ­და ამ ცოტა ხნის წინ ლელა ან­ჯა­ფა­რი­ძე.

ალექ­სან­დრე (საშ­კა) გი­ვის ძე იო­სე­ლი­ა­ნი 1952 წლის 29 ივ­ლისს და­ი­ბა­და გივი იო­სე­ლი­ა­ნი­სა და ნინო წე­რო­ძის ოჯახ­ში. 1969-1973 წლებ­ში სწავ­ლობ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე. საშ­კა იო­სე­ლი­ანს არა­ერ­თი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თულ თე­ატრსა და კი­ნო­ში. იგი 1993 წელს აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა.

საშ­კა იო­სე­ლი­ა­ნი ასე­ვე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის, ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნის უმ­ცრო­სი ძმაა. საშ­კა იო­სე­ლი­ანს ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლი მაკა შენ­გე­ლია ამე­რი­კი­დან იხ­სე­ნებს...

- საშ­კა და­ი­ბა­და 1952 წლის 29 ივ­ლისს, ლომი იყო ჰო­როს­კო­პი­თაც და ბუ­ნე­ბი­თაც. ლი­დე­რი, ლა­მა­ზი, კე­თილ­შო­ბი­ლი და მზრუნ­ვე­ლი. ჩემ­ზე 15 წლით დიდი იყო. ყველ­გან თან დავ­ყავ­დი, ზედ­მეტ­სა­ხე­ლიც მან და­მარ­ქვა - ფო­ფო­დია, გრძელ კა­ბებ­ში ვთა­მა­შობ­დი სულ სახ­ლში და ამის გამო… ხა­თუ­ნა­ზე რვა წლით პა­ტა­რა იყო. პირ­ვე­ლი მისი გა­მო­ჩე­ნა სცე­ნა­ზე იყო ხა­თუ­ნას სა­კურ­სო სპექ­ტაკლში, მერე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში "კე­დე­ლი", იქ თამ­რი­კო და­თუ­აშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ი­ღეს.. ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი იყ­ვნენ და პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლიც ეწ­ვი­ათ...

ექი­მე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ ალ­ბათ ხა­თუ­ნას არ­ჩე­ვან­მა და გა­რე­მომ გა­ნა­პი­რო­ბა მისი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა... ზე­მელ­ზე ცხოვ­რობ­დნენ, მა­შინ­დელ მოს­კო­ვის ქუ­ჩა­ზე. თბი­ლი­სი ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო მა­შინ და ყვე­ლა იც­ნობ­და, მიყ­ვარ­და მას­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი, ყვე­ლა ესალ­მე­ბო­და, ყვე­ლა ეფე­რე­ბო­და...

მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში წა­ვი­და ინ­სტი­ტუ­ტი­დან, შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას სტუ­დენ­ტო იყო და წა­იყ­ვა­ნა, ხა­თუ­ნაც იქ იყო იმ პე­რი­ოდ­ში. რამ­დე­ნი­მე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი როლი შექ­მნა. მე გან­სა­კუთ­რე­ბით, კლდი­აშ­ვი­ლის "ქა­მუ­შა­ძის გა­ჭირ­ვე­ბა­ში" მახ­სოვს, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო... მერე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გა­და­ვი­და, ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის პი­ე­სა და­იდ­გა მის­თვის - "ჭრი­ლო­ბა"... ბო­ლოს კვდე­ბო­და ეს გმი­რი, პირ­ვე­ლად იქ, სცე­ნა­ზე მოკ­ლეს....

მე­დეა ჯა­ფა­რი­ძემ თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ზე, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თა, რო­მეო ათა­მა­შა, ჯუ­ლი­ე­ტა მე­დეა იყო... ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი რო­ლე­ბი, სცე­ნა­ზეც, კი­ნო­შიც მაგ­რამ მა­ინც არ იყო ისე სა­თა­ნა­დოდ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მისი არც გა­რეგ­ნო­ბა და არც ნიჭი. (გააგრძელეთ კითხვა)