როდიდან იგეგმება "ჩემი ცოლის დაქალების" ეთერში დაბრუნება - რას ამბობს სერიალის პროდიუსერი გეგმებზე?
პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მალე მაყურებელს დაუბრუნდება. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში არხის დირქტორმა ზუკა გუმბარიძემ განაცხადა.
AMBEBI.GE სერიალის პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა:
- კი, გადაწყვეტილება მივიღეთ, სერიალი აღვადგინოთ და მუშაობას ვიწყებთ იმისთვის, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელს დაუბრუნდეს. ამდენი ხანი პაუზა რომ იყო, ახლა ყველაფერი თავიდან არის ასაწყობი და გასაკეთებელი. ვინ სად არის, როგორ არის, - ეს ყველაფრი მოსაკითხია. მოკლედ, მუშაობას ვიწყებთ.
- გაქვთ მონახაზი, შინაარსობრივ ნაწილში რა მიმართულებას აირჩევთ?
- გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ამიტომ შინაარსობრივ ნაწილში რა და როგორ იქნება, ჯერჯერობით არაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაც სიახლეები აუცილებლად იქნება. მეტი სხვა სათქმელი არ მაქვს.
- თქვენი გადაწყვეტილება სისრულეში რამდენ ხანში მოვა?
- ზუსტი პასუხი ძნელია, მაგრამ გეგმა ასეთია, რომ სადღაც 1-ელი ივლისისთვის ეთერში გასვლა მოვახერხოთ. ხომ ვამბობ, ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. მსახიობებს უნდა შევეხმიანოთ, ტექნიკური ნაწილიც გასაახლებელია, ყველაფერი, თავიდან ასამუშავებელი გვაქვს. ცხადია, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. (გააგრძელეთ კითხვა)