რა ქონებას ფლობს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე? - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე?

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა 12 მა­ისს, გორ­ში, რეს­ტო­რან "ნა­ჭარ­მა­გევ­ში" მო­სა­მარ­თლის დღე წი­ნას­წარ აღ­ნიშ­ნეს. რო­გორც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დო­კად­რე­ბი­დან ჩან­და, 300-კა­ცი­ა­ნი ლხი­ნის სუფ­რის მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი უვა­დო მო­სა­მარ­თლე და იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რი ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე იყო. შე­გახ­სე­ნებთ, ის კო­რუფ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლო­ე­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე აშშ-ს მიერ სა­ვი­ზო სან­ქცია და­დე­ბულ­თა­გან ერთ-ერ­თია. რეს­ტო­რან­ში და­წყე­ბუ­ლი დროს­ტა­რე­ბა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა რეს­ტორ­ნის ეზო­ში, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ცეკ­ვით, პო­ე­ზი­ი­თა და მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რით გა­აგ­რძე­ლეს.

"სო­ლო­მო­ნის განძს, კრე­ზის სიმ­დიდ­რეს,

ლე­გენ­დად ოქ­როს, ლალს მობ­დღვრი­ა­ლეს,

მე მირ­ჩევ­ნია ერთი ხო­ხო­ბი,

ალა­ზან­ზე რომ შე­იფრ­თხი­ა­ლებს" - შე­ზარ­ხო­შე­ბულ­მა მუ­რუ­სი­ძემ გოგ­ლას ამ სტრი­ქო­ნე­ბით უპა­სუ­ხა სან­ქცი­ებს და სცა­და და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ სუფ­თა პრინ­ცი­პე­ბის კა­ცია, შე­სა­ბა­მი­სად კო­რუფ­ცი­ა­შიც ვერ იქ­ნე­ბა გახ­ვე­უ­ლი. მა­ნამ­დე კი მან სა­მო­მავ­ლო შეკ­რე­ბის ად­გი­ლად რაჭა და­ა­სა­ხე­ლა. არ მე­ში­ნია, ვერ მო­მე­რე­ვით! - ამ­ბობ­და კა­მე­რე­ბის წინ ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­სა­მარ­თლე ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით გა­იც­ნო. ის 2006 წლი­დან უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გახ­ლდათ. მას, რო­გორც ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტის წევ­რს, 2007 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რის შე­დე­გა­დაც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს სას­ჯე­ლე­ბი შე­უმ­ცირ­დათ.

2011 წელს სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე “ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ცალ­სა­ხა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ის ბრალ­დე­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უყე­ნებ­და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ “გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტის გამო, რომ არც პრო­კუ­რა­ტუ­რა და არც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­სა­მარ­თლო­ე­ბი არ შე­ე­ცად­ნენ გა­ერ­კვი­ათ“ საქ­მის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი გა­რე­მო­ე­ბა”. გარ­და ამი­სა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ “სა­სა­მარ­თლო გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რომ­ლი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო­ე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ… რათა ამ სა­ში­ნელ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო.“ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მო­სარ­ჩე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ 50 000 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

კი­დევ ერთი ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად უკავ­ში­რე­ბენ მუ­რუ­სი­ძის სა­ხელს, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მეა. 2006 წლის 23 ივ­ნისს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ უშუ­ა­ლოდ წა­ი­კი­თხა გა­ნა­ჩე­ნი, რომ­ლი­თაც კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს, სულ­ხან მო­ლაშ­ვილს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. რო­დე­საც უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, უკვე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო მო­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბის ამ­ბა­ვი, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვე­ბით ნა­წა­მე­ბი მსჯავ­რდე­ბუ­ლის ფო­ტო­ე­ბი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მა­თი­ას იორ­შის გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს იყო ყვე­ლა­ზე ვან­და­ლუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი მის პრაქ­ტი­კა­ში, წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ღია წე­რი­ლი მო­ლაშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ოთხ მუხ­ლში უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო და ის წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლად აღი­ა­რა. (გააგრძელეთ კითხვა)