"ევროვიზიის" ფინალის მოულოდნელი მომენტი - პრინცესა ქეით მიდლტონის მხარდაჭერა უკრაინას
"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს დიდმა ბრიტანეთმა, ლივერპულმა უმასპინძლა. გრანდიოზული ფინალის გახსნისას კი გულშემატკივარის წინ მოულოდნელად უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი მისთვის განსხვავებული როლით გამოჩნდა.
ფინალი გასული წლის გამარჯვებულმა უკრაინულმა Kalush Orchestra-მ გახსნა, მათ კი როიალთან მჯდომი ქეითი უწევდა აკომპანირებას.
პრინცესას ეცვა Jenny Packham-ის კოლექციიდან კოქტეილის ცისფერი კაბა. ქეითის არჩევანი, ჩაეცვა უკრაინის სიმბოლო ფერის კაბა და მისი მთლიანი პერფორმანსი გამოხატავდა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას. იხილეთ სრულად