“საქართველოს დასასრული” უნდა გერქვათ!..“პატივცემულმა” მთავრობამ უკვე ყველა სამარცხვინო ლიმიტს გადააჭარბა!" - რას წერს ანიტა რაჭველიშვილი?
ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ავიარეისების აღდგენის თემას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მუსიკოსი ხელისიფლებას და ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს.
"ამ “პატივცემულმა” მთავრობამ უკვე ყველა სამარცხვინო ლიმიტს გადააჭარბა! რუსეთთან ფრენების აღდგენა?! მართლა?! როდესაც მთელმა მსოფლიომ შეწყვიტა მათთან ფრენები?!
საუბარია იმაზე რომ ყველა ევროპული საჰაერო კომპანია გავა საქართველოს ბაზრიდან! სად ვიფრენთ იცით მარტო? მინსკი, მოსკოვი, სანტკ პეტერბურგი, ირკუცკი და ა.შ.
Welcome to USSR Georgia
საქართველოს “ოცნება” თქვენ “საქართველოს დასასრული” უნდა გერქვათ!
დანარჩენი პარტიების დიდი უმრავლესობის წარმომადგენლებიც ჩემი აზრით უმაქნისი და გაყიდული პოლიტიკოსები ხართ!
ფაქტი ერთია: ქვეყანა და ერი თქვენ არ გაღელვებთ! რა გაღელვებთ დიდი ხანია გავიგეთ უკვე! უნდა ვიბრძოლოთ?! არ უნდა დავნებდეთ?! რა თქმა უნდა!
წინააღმდეგ შემთხვევაში, დასრულებულია ჩვენთვის ყველაფერი! გული მაქ გახეთქვაზე! მერამდენე მთავრობა გამოვიცვალეთ რამდენი დრო გავიდა და 3-მილიონიან ერს ვერ მიხედეს და დააყენეს ფეხზე", - წერს ანიტა რაჭველიშვილი.