"არ შეიძლება ჩვენ რუსებმა ჩაგვიბარონ...პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გადარჩება, აუცილებლად გათავისუფლდება" - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება ჩვენ რუსებმა ჩაგვიბარონ...პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გადარჩება, აუცილებლად გათავისუფლდება"

პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გადარჩება, გათავისუფლდება, მთავარია, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ამ უსამართლობას დავასრულებთ ქართველ ხალხთან ერთად, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ბრძოლა წინ არის.

"სამწუხაროდ, არ არის ის, რაც ჩვენ გვინდოდა და რაც სასურველი იყო, თუმცა მთავარი ბრძოლა წინ არის. ყველამ კარგად იცის, რომ გასაჩივრებულია გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია ქართული სანქცირებული სასამართლოს მიერ და დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგი მალე იქნება. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია ეს აჟიტირებული ზეიმი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ. ვინც კი აჟიტირებულია ყველამ უნდა დავუძახოთ, რომ რუსები არიან, პუტინის მონები. ზუსტად ის, რაც სიმონიანს გაუხარდებოდა, ამათი პირით ვიღებთ ამ აჟიოტაჟს. ყველა, მათ შორის შესაძლებელია იყოს ვითომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, ან სხვადასხვა თანამდებობის პირი, ესენი არიან ჩვეულებრივი რუსები.

პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გადარჩება, აუცილებლად გათავისუფლდება, მთავარია, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. ამის მეტი დაგვიანება აღარ შეიძლება. უკიდურეს ზღვრამდე ვართ მისული. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ ქართველებთან ერთად. არ შეიძლება ჩვენ რუსებმა ჩაგვიბარონ“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"