ლუკაშენკო საჯარო შეკრებებზე ისევ არ ჩანს - ბელარუსიული მედიის ცნობით, გუშის ის მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

ლუკაშენკო საჯარო შეკრებებზე ისევ არ ჩანს - ბელარუსიული მედიის ცნობით, გუშის ის მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ისევ არ ჩანს. 9 მა­ი­სის შემ­დეგ ის სა­ჯა­რო შეკ­რე­ბებ­ზე არ უნა­ხავთ.

დღეს ბე­ლა­რუ­სის სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ე­ბის - დრო­შის, გერ­ბი­სა და ჰიმ­ნი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში პრე­ზი­დენტს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, რაც კი­დევ უფრო მეტ არ­გუ­მენტს სძენს ვა­რა­უდს იმის შე­სა­ხებ, რომ ლუ­კა­შენ­კოს ჯამ­რთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა.

გუ­შინ, ბე­ლო­რუ­სი­უ­ლი მე­დია იუ­წყე­ბო­და, რომ ლუ­კა­შენ­კო მინ­სკის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.მე­დი­ა­გა­მო­ცე­მე­ბის ცნო­ბით, ლუ­კა­შენ­კოს კო­ლო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვი­და და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე, რა დრო­საც კლი­ნი­კა­ში მი­სას­ვლე­ლი იყო გა­და­კე­ტი­ლი და მის­კენ მი­მა­ვალ გზებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იცავ­დნენ.

ბო­ლოს ბე­ლა­რუ­სისს პრე­ზი­დენ­ტი სა­ჯა­როდ ნა­ხეს 9 მა­ისს, მოს­კოვ­ში გა­მარ­ჯვე­ბის დღეს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და სხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­თან ერ­თად. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ლუ­კა­შენ­კოს არა­ჯან­სა­ღი იერი ყვე­ლა­სათ­ვის თვალ­სა­ჩი­ნო იყო და ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ­და. უყუ­რა­დღბოდ არ დარ­ჩე­ნი­ლა არც ის ფაქ­ტი, რომ ლუ­კა­შენ­კომ წი­თელ მო­ე­დან­ზე ტრი­ბუ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რი ალექ­სან­დრეს ბაღ­ში უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცის საფ­ლა­ვამ­დე, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და სხვა ლი­დე­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ი­ა­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მარ­ჯვე­ნა ხე­ლიც ჰქონ­და შეხ­ვე­უ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იმა­ვე დღეს, ლუ­კა­შენ­კო მინ­სკში გა­მარ­ჯვე­ბის დღის ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრო. თუმ­ცა მან და­არ­ღვია ტრა­დი­ცია და სამ­ხედ­რო ფორ­მის ნაც­ვლად კოს­ტი­უ­მი ჩა­იც­ვა და სი­ტყვი­თაც არ გა­მო­ვი­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მინ­სკი ლუ­კა­შენ­კოს ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებ­ზე კომნტარს ამ დრომ­დე არ აკე­თებს. ხოლო მე­დი­ა­ში უკვე აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ შეც­ვლის ლუ­კა­შენ­კოს, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა.

ambebi.ge