თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 50%-ზე მეტია დათვლილი - წინასწარი შედეგებით, ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მეორე ადგილზე კი ქემალ ქილიჩდაროღლუა - კვირის პალიტრა

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 50%-ზე მეტია დათვლილი - წინასწარი შედეგებით, ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მეორე ადგილზე კი ქემალ ქილიჩდაროღლუა

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

HaberTurk-ის ინფორმაციით, ხმების 57.88 %-ის დათვლის შედეგად 51.71%-ით ლიდერობს ერდოღანი, ხოლო მის ოპოზიციონერ კონკურენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს 42.45% აქვს. რაც შეეხება სინან ოგანს, მას ხმების 5.32 % აქვს.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგები კი ასე გამოიყურება: 56.18% აქვს ერდოღანის "სახალხო ალიანსს“, 30.05% ოპოზიციის ეროვნულ ალიანსს, 8.67% მემარცხენე ძალების ალიანსს, რაც უბნების 26.16 პროცენტის მაჩვენებელია.

IPN