"შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს" - კვირის პალიტრა

"შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს"

თურქეთში ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ თავის პირველ საჯარო კომენტარში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას სიჩქარე, ვიდრე დათვლა გრძელდება, ნიშნავს „ხალხის ნების“ უზურპაციას.

„ტვიტერზე“ მან დაწერა:

"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა ასეთ პოზიტიურ და დემოკრატიულ ატმოსფეროში და ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა ეროვნული ნების უზურპაციას ნიშნავს“.

ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა თურქ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის და მოუწოდა მისი პარტიის წარმომადგენლებს, დარჩნენ ადგილებზე დათვლის საბოლოოდ დასრულებამდე.

IPN