ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ბერაიას და ჩიტაძის ქუჩების კვეთაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა, რა დროსაც სანიაღვრე არხში ჩავარდა და დაიხრჩო.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

IPN