"მიდის ქართული გრიალი, "გონშიკი" ბიჭობით და ლუქში ამომძვრალი გოგოობით... მაგრამ უბანკეტოდ ხო არ დავტოვებთ ჩვენს შვილებსო"
სასკოლო ბანკეტი და მისი ორგანიზების პროცესი მშობლებისთვის სერიოზული ვნებათაღელვის მიზეზია. ამ ღონისძიების ხარჯებსა თუ ჩატარების ფორმებზე სოციალურ ქსელში ყოველ სეზონზე აქტიური კამათი და მსჯელობა მიმდინარეობს. თემას ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილიც ეხმაურება:
"სკოლის დამთავრების პირველივე დღეს, ე.წ. ბანკეტზე ჩანს, რა არ ვიცით და შესაბამისად, რას ვერ ვასწავლით ბავშვებს 12 წლის განმავლობაში.
1. ინდივიდუალობას
2. სხვათა შესაძლებლობების გათვალისწინებას
3. კრიტიკულ აზროვნებას
4. თავისუფლების გამოხატვას
5. საკუთარ და სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.