"მე უნდა შემჭამონ ეტყობა, ეს არის დავალება“ - რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი მის სახლთან ნიღბიანი ადამიანების გამოჩენის თაობაზე - კვირის პალიტრა

"მე უნდა შემჭამონ ეტყობა, ეს არის დავალება“ - რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი მის სახლთან ნიღბიანი ადამიანების გამოჩენის თაობაზე

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის სახ­ლთან 20-მდე ნიღ­ბი­ა­ნი პირი იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. რო­გორც ფი­ლო­ლო­გი AMBEBI GE -სთან ამ­ბობს, იმ დროს, როცა მის სახ­ლთან ნიღ­ბი­ა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ბრუ­დე­ბო­და.

მას შემ­დეგ კი, რაც პო­ლი­ცია ად­გილ­ზე მი­ვი­და ნიღ­ბი­ან­მა პი­რებ­მა ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს.

"სახ­ლში უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ვბრუნ­დე­ბო­დი, გზა­ში გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ შევ­ყოვ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, რად­გან ჩემს სახ­ლთან ხალ­ხი იყო თავ­მოყ­რი­ლი. 15-20 ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის შე­სა­ბა­მი­სის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ჯვრი­ა­ნი ქუ­დე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბით და ა.შ. ადა­მი­ა­ნი იყო მო­სუ­ლი...

ახლა არის 2023 წელი. 2014 წელს ჩა­ი­წე­რა ის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლია, რო­მე­ლიც ასე­ვე ნა­თარ­გმნია ინ­გლი­სუ­რად და ფრან­გუ­ლად და ჯერ­ჯე­რო­ბით პრე­ტენ­ზია არა­ვის ჰქო­ნია. და სა­ერ­თოდ ბევრ და­ნა­შა­ულს აქვს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა და ჩემს არა თურ­მე, ანუ მე 2014 წელს რას ვი­ტყვი, 1943-ში რას ვი­ტყვი, ამა­ზე ვი­ღა­ცამ პა­სუ­ხი უნდა მომ­თხო­ვოს. თუკი ვინ­მემ, ამ ხალ­ხი­დან წერა-კი­თხვის მცოდ­ნე არის და წა­ი­კი­თხავს ალუ­და ქე­თე­ლა­ურს, ყვე­ლას პრე­ტენ­ზია ექ­ნე­ბა ვაჟა-ფშა­ვე­ლას­თან და არა ჩემ­თან, იმი­ტომ, რომ მე არ მი­ნა­ხავს ალუ­დას სიზ­მა­რი, ალუ­დამ ნახა კა­ნი­ბა­ლის­ტუ­რი ხა­სი­ა­თის სიზ­მა­რი...

2014 წელს ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე ვი­ლა­პა­რა­კე, დღეს 2023 წე­ლია და ახლა გა­ირ­კვა, რომ არ მი­ლა­პა­რა­კია სწო­რად... ფი­ლო­ლო­გი­უ­რი კა­მა­თი უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს იმა­ში, რომ მა­შინ არ იყ­ვნენ კა­ცი­ჭა­მი­ე­ბი, მაგ­რამ ახლა იქ­ნე­ბი­ან. მე უნდა შემ­ჭა­მონ, ეტყო­ბა, ეს არის და­ვა­ლე­ბა“, - ამ­ბობს ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

მისი თქმით, მას­ზე ფი­ზი­კუ­რად არა­ვის უძა­ლა­დია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა ქუ­ჩა­ში მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ფი­ზი­კუ­რად არა­ვინ შემ­ხე­ბია, რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ მო­ა­ხერ­ხა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა ქუ­ჩა­ში, ნუ ეს ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს ყვე­ლას, ვი­საც რა უნდა, ის თქვა... " - ამ­ბობს ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფი­ლო­ლოგ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის 2014 წლის ლექ­ცი­ი­დან კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ამ­ბობს: "ხევ­სუ­რე­ბი კლა­ვენ და ხელს ჭრი­ან ამ პო­ე­მებ­ში (გუ­ლის­ხმობს "ალუ­და ქე­თე­ლა­ურს), - რა­ტომ? - უნდა ჩა­მო­კი­დონ. მაგ­რამ თა­ვი­დან? თა­ვი­დან რა­ტომ ჭრიდ­ნენ? შე­გახ­სე­ნებთ, თა­ვი­დან იმი­ტომ ჭრიდ­ნენ, რომ უნდა შე­ე­ჭა­მათ. იმი­ტომ რომ ომს, მტრო­ბას სხვა გა­მარ­თლე­ბა არ აქვს, გარ­და იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე არ­სე­ბაა“.

"ინტერპრესნიუსი"