"კერძო პირმა სახლამდე მისასვლელ გზაზე თვითნებურად ჩააბეტონა ხეები..." - რას ამბობენ ხაშურის მერიაში გავრცელებულ ფოტოზე? - კვირის პალიტრა

"კერძო პირმა სახლამდე მისასვლელ გზაზე თვითნებურად ჩააბეტონა ხეები..." - რას ამბობენ ხაშურის მერიაში გავრცელებულ ფოტოზე?

ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტა­ტის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, სუ­რამ­ში, ბა­ი­ან­თხე­ვის და­სახ­ლე­ბა­ში კერ­ძო პირ­მა თვით­ნე­ბუ­რად და­ა­გო ბე­ტო­ნი და მათ შო­რის ხე­ე­ბი ჩა­ა­ბე­ტო­ნა, რა­ზე­დაც სა­ქარ­თვე­ლოს სივ­რცის და­გეგ­მა­რე­ბის, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ და სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც ხა­შუ­რის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თუ პირი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას დრო­უ­ლად არ აღ­მო­ფხვრის, შე­სა­ბა­მი­სი მკაც­რი სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბა.

"სუ­რამ­ში, ბა­ი­ან­თხე­ვის და­სახ­ლე­ბა­ში, კერ­ძო პირ­მა, სახ­ლამ­დე მი­სას­ვლელ გზა­ზე, თვით­ნე­ბუ­რად, და­ა­გო ბე­ტო­ნი და მათ შო­რის ხე­ე­ბიც ჩა­ა­ბე­ტო­ნა, რო­გორც ჩვენ­თვი­საა ცნო­ბი­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია სა­ტყეო ფონ­დის სა­კუთ­რე­ბაა.

შემ­თხვე­ვა არა­სა­მუ­შაო დღე­ებ­ში მოხ­და. მას შემ­დეგ, რაც ფაქ­ტის შე­სა­ხებ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ამ ეტაპ­ზე და­ი­წყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სივ­რცის და­გეგ­მა­რე­ბის, არ­ქი­ტექ­ტუ­რულ და სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით.

იმ შემ­თხვევ­ში თუ პირი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას დრო­უ­ლად არ აღ­მო­ფხვრის, რაც ტე­რი­ტო­რი­ის ად­რინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, და­ე­კის­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკაც­რი სან­ქცი­ე­ბი.

მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­ვუფრ­თხილ­დეთ გა­რე­მოს და თავი შე­ვი­კა­ვოთ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის­გან, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის მი­მართ გა­ტა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.