"საქართველო მთელ ოჯახს ძალიან უყვარს, ისევე, როგორც საერთოდ ინგუშებს" - რას ჰყვება 15 წლის ინგუში ფეხბურთელის შესახებ მისი ქართელი მენეჯერი - კვირის პალიტრა

"საქართველო მთელ ოჯახს ძალიან უყვარს, ისევე, როგორც საერთოდ ინგუშებს" - რას ჰყვება 15 წლის ინგუში ფეხბურთელის შესახებ მისი ქართელი მენეჯერი

რამდენიმე დღის წინ Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცა ბელგიურ საფეხბურთო კლუბ "ბრიუგეს" 16-წლამდელთა გუნდის ინგუშ ფეხბურთელ ჰალიდ დოლტმურზიევზე, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა ტალანტმა საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა, რაც მისი და ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ამ ამბავს ქართველ საზოაგდოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ფეხბურთელის მშობლები ინგუშები არიან. მამამისი, უმალატი, ინგუშეთის ქალაქ მალგობეკიდან 2000 წელს, 22 წლისა ბელგიაში წავიდა საცხოვრებლად და ჰალიდიც სწორედ ბელგიაში დაიბადა.

გაზეთმა "ლელომ" კი ინგუში ტალანტის ქართველ მენეჯერთან სანდრო ჭელიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდებს აღნიშნული ინტერვიუდან:

- საინტერესოა, ვინ არის ეს ბიჭი, რომელმაც მთელი საფეხბურთო საქართველოს ინტერესი გამოიწვია და რაც მთავარია, თქვენ როგორ დაუკავშირდით მას?

- ჰალიდ დოლტმურზიევის მომავალზე რომ ვზრუნავთ, ეს ოჯახის სურვილია და, რომ იტყვიან, შვილივით ჩავიბარეთ. "ბრიუგეში" თამაშობს, ძალიან მაგარი მონაცემების ბიჭია, ძალიან შრომისმოყვარეა და მებრძოლი ხასიათი აქვს, აგრესიულია და დინამიური. ამავე დროს, სწრაფია, ორივე ფეხით კარგად ურტყამს და კარგი დრიბლიორიცაა.

...

- საქართველოზე არჩევანი სასიამოვნოა, მაგრამ მოულოდნელი. როგორც ვიცით, ბელგიისა და რუსეთის ნაკრებები იწვევდნენ...

- დიახ, ასეა, მაგრამ საქართველოს სახელით სურს თამაში. იყო შეთავაზებები, მაგრამ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა, რადგან ასეთია მისი და მისი ოჯახის სურვილი.

- ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე გამოიძახეს. ერთი კვირა იქნება საქართველოში და მერე აზერბაიჯანში ამხანაგური მატჩის სათამაშოდ წავა...

- დარწმუნებული ვარ, ჰალიდი საქართველოსთვის ძალიან კარგი შენაძენი იქნება.

- "ბრიუგეს" მთავარი გუნდი ამ ასაკის ბიჭს კონტრაქტს მართლა სთავაზობს?

- დიახ, აქვთ ასეთი სურვილი...

- სხვა გუნდები არ დაინტერესებულან?

- ინტერესი პორტუგალიისა და იტალიის კლუბებსაც აქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე "ბრიუგეს" დატოვება არ გვსურს, რადგან ჰალიდი აქ თავს კარგად გრძნობს და ჯერ სხვა ვარიანტებს არც განვიხილივათ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ბელგიაში თავს თუ გამოიჩენ, ტოპლიგაში მოხვედრა ადვილია, რადგან ფეხბურთელებს საინტერესოდ ზრდიან - ეს არის სინთეზია ფრანგული, იტალიური, ესპანური, ინგლისური და გერმანული ფეხბურთის.

- ჰალიდი საქართველოში ნამყოფია?

- მამამისია ბევრჯერ ნამყოფი, ახალგაზრდობაში ხშირად ჩამოდიოდა, აქ ნათესავებიც ჰყავს, რაც მთავარია, საქართველო მთელ ოჯახს ძალიან უყვარს, ისევე, როგორც საერთოდ ინგუშებს. ეს იყო გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი - ქართველებსა და ინგუშებს საერთო ფესვები გვაქვს და ეს ურთიერთობა საბჭოთა კავშირის დროს მომხდარმა ფაქტმა კიდევ უფრო განამტკიცა.

გეცოდნებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ინგუშები გადაასახლეს. მერე კი, როცა სამშობლოში დაბრუნდნენ, მათი სახლები მხოლოდ იქ ჩასახლებულმა ქართველებმა დატოვეს და ისე წავიდნენ, ერთი სკამი და კოვზიც არ წაუღიათო. ეს ამბავი დღემდე ახსოვთ... ნახეთ ინტერვიუ სრულად