პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინა - კვირის პალიტრა

პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინა

პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ასარჩევად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინება.

ვიცე სპიკერის თანამდებობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.

ლევან ბეჟაშვილის აღნიშნულ პოსტზე არჩევას 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება.

პარლამენტში ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს.

IPN