"გოგიჩას სხივი და სიყვარულის ნაყოფია! კიდევ ერთი ახალი სიკეთე შემობრძანდა ჩვენს სამყაროში!" - ნათია ბანძელაძის ემოციური წერილი მეორე შვილიშვილის შესახებ და პატარას უჩვეულო სახელი - კვირის პალიტრა

"გოგიჩას სხივი და სიყვარულის ნაყოფია! კიდევ ერთი ახალი სიკეთე შემობრძანდა ჩვენს სამყაროში!" - ნათია ბანძელაძის ემოციური წერილი მეორე შვილიშვილის შესახებ და პატარას უჩვეულო სახელი

ნანუკა გოგიჩაიშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ყველასთვის, განსაკუთრებით, პატარებისთვის საყვარელი "გოგიჩასა" და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის შვილია. ნანუკამ სამოდელო კარიერა აირჩია და ამ სფეროში თავადაც წარმატებულია. რამდენიმე წლის წინ კი მან ცხოვრება ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიას დაუკავშირა. წყვილი შვილთან, აივი-ნიკოლთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს.

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეორე შვილის დედა გახდა. ის სოციალურ ქსელის გამომწერებს პატარას ფოტოებსა და ვიდეოებს უზიარებს.

მეორე შვილიშვილის შეძენას ემოციური პოსტით ეხმიანება ნანუკას დედა, ნათია ბანძელაძე.

„გოგიჩას სხივი და სიყვარულის ნაყოფია! კიდევ ერთი ახალი სიკეთე შემობრძანდა ჩვენს სამყაროში!!! „ტრიალებს“, ბრუნავს …. სიყვარული რომ ქვიანოოო!!! ბუუ შენც გილოცავთ“, – წერს ნათია ბანძელაძე.

ნანუკა გოგიჩაიშვილმა პირველ შვილს აივი-ნიკოლი დაარქვა და, როგორც თავად წერდა, სახელის მოფიქრებას დიდი დრო დაუთმო. მეორე გოგონას სახელი კი ავაა. ნანუკა ცოტა ხნის წინ წერდა, რომ საზოგადოებაში, პანდემიისა და ომის გამო, დაძაბული ფონია, ამიტომ არ სურს შვილების ფოტოების გასაჯაროება.

იხილეთ ფოტოები - marao.ge