"ხატია ჩემთვის ჯეკპოტია. ამდენი წელია ერთად ვართ" - დათო ფორჩხიძე მეუღლისა და ოჯახის შესახებ
მომღერალი დათო ფორჩხიძე უკვე არაერთი წელია, მუსიკალურ სფეროში საქმიანობს და სხვადასხვა პროექტის საშუალებით ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს. ამჯერად ის ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემას სტუმრობდა, სადაც ოჯახისა და მეუღლის შესახებ ისაუბრა:
„სახლის ტელეფონზე საათობით ვსაუბრობდით და აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანია. შემდეგ კონცერტზე დავპატიჟე. დიდი ხანი ვიბრძოლე, რომ მას არ ეფიქრა, მორიგ თაყვანისმცემლად ვთვლიდი. ხატია ჩემთვის ჯეკპოტია. ამდენი წელია ერთად ვართ, სამი შვილი გვყავს და რაც დრო გადის – კიდევ უფრო მეტად გვიყვარდება ერთმანეთი!
ძალიან მალე მივხვდი, რომ მიყვარდა. ერთხელ ვიკამათეთ და მეგონა იმ ტრიუკს ჩავატარებდი, როგორც ყველა სხვასთან, რომ არ დავურეკავდი, არ მოვიკითხავდი. ვერ გავქაჩე და დავურეკე. მერე მივხვდი, რომ მის გარეშე ვერ ვძლებდი”, - ამბობს დათო ფორჩხიძე.