"ჩემი ლამაზი შვილთაშვილი..." - ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილის შვილთაშვილის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ქართული კინოს ულამაზესი მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი გასული წლის ნოემბერში 77 წლის გახდა. ასაკის მიუხედავად, ქალბატონი კირა ეშხსა და ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებს და სილამაზის ეტალონად მიიჩნევა უამრავი ადამიანისთვის.
ქალბატონი კირას სილამაზე გენეტიკურად გადაეცათ მის შთამომავლებს, ქალიშვილებს და შვილიშვილებს.
ქალიშვილებსა და შვილიშვილთან ერთად
საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად ნაცნობია ქალბატონი კირას შვილიშვილი, დათო ევგენიძის ქალიშვილი ლიკა, რომელიც ტელეწამყვანია. და დიდი ბებიის გარეგნობა გენეტიკურად ერგო ასევე ლიკას ქალიშვილს, ანა სოფიას, რომლის მორიგ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და ბევრმა აღნიშნა, რომ გოგონა ტრადიციას აგრძელებს. თავად ქალბატონმა კირამაც განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ანა სოფია მისი ლამაზი შვილთაშვილია. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები